ღმერთი და ადამიანები

WhereisGod

აუცილებელი თანამოსასმენი!

“ღმერთი- სიყვარულის, რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, “ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათებელია ყველა რელიგიისთვის, გარდა პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა. იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა და რწმენის განსახიერება.”

აი რისი თქმა შეუძლია ვიკიპედიას ღმერთის შესახებ. ასე მოკლედ და უბრალოდ იმ საკითხზე, რაზეც მსოფლიო ალბათ ვერასდროს შეთანხმდება.

ეს განმარტება ზოგისთვის სრულიად მისაღებია, ზოგი კი ურჯულოსა და მკრეხელს უწოდებს, ვინც ღმერთის შესახებ საუბრისას მსგავსი უბრალო ფრაზით შემოიფარგლება. ზოგისთვის ღმერთი მთელი ცხოვრებაა, არსი და განმსაზღვრელი მისი ყოველი ნაბიჯის, ქმედების. სწორედ ასეთი ადამიანები უძღვნიან თავს იმ ძალას, რომელიც ყველაფრის საწყისია. ახლა კი, მიდი და ესაუბრე მათ ამ უზენაესი ძალის არსებობა – არ არსებობაზე, ეს ხომ მათი მთელი ცხოვრების გარდაქმნაა, შეურაცხყოფა და დამცირებაა.

არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ღმერთი ხსნაა, მშვიდი ძილისა და სიზმრების საშუალება, რომელიც მათ მღელვარე ცხოვრებას ამშვიდებს, იძინებენ და იღვიძებენ იმის იმედით, რომ ამ მცირეხნიანი სიცოცხლის შემდეგ მარადიული, ბედნიერი და ტანჯვისგან განთავისუფლებული სიცოცხლე ელით. ისინი ყოველ ფრაზაში ღმერთს ეთაყვანებიან, ცდილობენ ამ ხსნისთვის იცოცხლონ; თანამედროვე მსოფლიოში კი იწონებენ და აზიარებენ წმინდანთა ფოტოებს, წერენ ლოცვებსა თუ ეპისტოლეებს და აწვდიან სამყაროს რელიგიურ ნაწილს, რომლებიც ამ “ეშმაკისეულ ტექნოლოგიებს” რწმენისთვის იყენებს.

ამ ადამიანთა ნაწილი კატეგორიაა ისეთი ხალხისა, რომელიც “მარხვაზეა”, ლოცულობენ და მარხვისას იცვამენ კაბებს, ატარებენ თავსაფრებს რამდენიმე საათით და აბარებენ აღსარებას, მერე კი სუფთა სინდისით იგივეს აკეთებენ, რაც ერთი კვირის შემდეგ უნდა მოინანიონ; სხვებს მორჩილებისა და ლოცვისაკენ მოუწოდებენ და ყოველი გაჩენილი კითხვისთვის ათობით მეტანიას მორჩილად ასრულებენ. ისინი დღეს რიგში დგანან ეკლესიასთან და ლანძღვა-გინებით მიიწევენ წმინდა ნაწილებთან მისაახლოებლად, მერე კი აღტკინებულები უბრუნდებიან საკუთარ სამყოფელს. Continue reading “ღმერთი და ადამიანები”

ჩვენ – ადამიანები

images

ჩვენ – ადამიანები, განსაკუთრებით ქართველი ადამიანები-“ხალხი, რომელიც განთქმულია ლამაზი სადღეგრძელოებითა და სუფრის ტრადიციებით, დროის უყაირათო ხარჯვითა და სხვა ჭეშმარიტი ქართული თვისებებით” (სხვა საკითხია რამდენად ლამაზი და ჭეშმარიტია ჩვენი სადღეგრძელოები თუ წესები).

ზოგჯერ რთულია ამ მსუნთქავ, მოძრავ და ძირითადად გამანადგურებელ არსებებს ადამიანები უწოდო, რადგან საკუთარი საუბრით, მოქმედებებით და მზერითაც კი გაიძულებენ იფიქრო, რომ ყველანი ერთნაირი მონოტონურობით ცხოვრობთ, მუშაობთ, სუნთქავთ, ჭამთ და ეჯაჭვებით ნივთებს, განსაკუთრებით კი ძვირიან ნივთებს, რომლებსაც მომავალში არანაირი ფასეულობა არ გააჩნია. ფიქრობ ამ ყოველივეზე და ღიზიანდები თუ რატომ არიან ადამიანები კმაყოფილნი იმ ერთფეროვნებით, რომელიც ოდესღაც ვიღაცამ შეუქმნა და არც კი ცდილობენ გარკვევას რა არის მათთვის მეტად ფასეული.
ამდენი განსხვავებული ადამიანის ასეთი მსგავსება დამღლელად თვალშისაცემია; შენ იწყებ შესწავლას თუ რას წარმოადგენენ ისინი, როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ და ხედავ მთელ ისტორიას, რომელსაც ერთგვარად ახარისხებ. Continue reading “ჩვენ – ადამიანები”

უნივერსიტეტი, როგორც სასჯელი

nbn-science-of-studying

ალბათ სათაურმა გაფიქრებინად, რომ უნივერსიტეტის, სწავლის ან რაიმე კონკრეტული დეტალის ლანძღვას წაიკითხავთ, მაგრამ ასე არ არის, შეურაცხყოფა ზოგჯერ მოსაბეზრებელია; უბრალოდ მინდა დაინახოთ, როგორია სტუდენტების უმრავლესობის ტიპიური მდგომარეობა დღეს.

სწავლა (მას შეიძლება ეგრედ წოდებულიც დავარქვათ, ზოგიერთ შემთხვევაში), როგორც ყოველთვის 9 საათზე იწყება; თუმცა მეორე და მეოთხე კურსელები, მხოლოდ პირველ საათზე უერთდებიან სტუდენტური ცხოვრების ყოველდღიურობას. უერთდებიან- ეს ოფიციალურად, თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისები, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. სწორედ ეს უკანასკნელნი (მეოთხე კურსელები) არ დადიან უნივერსიტეტში ყოველდღიურად. არა თუ არ დადიან, “ურცხვად აცდენენ და შლიან” სასწავლო პროცესს.
დიახ, მეგობრებო, თქვენ შეიძლება იღიმით, მაგრამ ამ დროს ნამდვილად ცდება თანხა, რომელსაც იხდიან სტუდენტები; ლექტორის ნერვები და დრო; ზოგჯერ განათლებაც, რადგან წინა საღამოს კარგად “მოემზადა” ლექციისთვის და კიდევ ერთხელ გადაიმეორა მასალა, რომელიც სტუდენტებისთვის უნდა გაეცნო. ამ დროს კი ასეთ სტუდენტთა უმრავლესობა, ეზოში მშვიდად დგას (რადგან ახლა ზამთარია და ცივა, უფრო უნივერსიტეტის კორიდორში გათბობასთან, ან ბიბლიოთეკაში, ან კიდევ ცარიელ აუდიტორიაში), ან ურცხვად ნებივრობს საწოლში. ამის შედეგი ის არის, რომ რეიტინგულზე, რომელზეც 20 ქულა იწერება, ლექტორთა ნაწილი ითვალისწინებს არდასწრებას და არა მარტო სემინარის ქულას არ წერს, არამედ უშუალოდ ამ გასაცოდავებული ქულიდანაც აკლებს რაღაც ნაწილს ან სასწაულებრივად მკაცრობს წერითი ნაშრომის გასწორებისას. Continue reading “უნივერსიტეტი, როგორც სასჯელი”

გა-დაღლა

Tired-Girl-Canvas-Prints

დაღლა
გადაღლა
ძალის გამოცლა
ყველაფრის ყელში ამოსვლა

არსებობს სიტყვები, რომლებიც ნათლად ასახავენ ჩვენს ემოციებს, გრძნობებს, რომელთა გამოხატვა ზოგჯერ არასასურველი ან უბრალოდ შეუძლებელია.

ამ დროს მრავალგვარი შეგრძნება გაქვს, გიტრიალებს განსხვავებული ფიქრები და სიმწრის სიცილით იხსენებ ბევრ ფაქტს, ადამიანს, წუთებს, როცა საკუთარი თავი მნიშვნელოვანი ან სრულიად უმნიშვნელო გგონია.
არა, ეს დეპრესია არაა; ვერ ვიტან სწორედ მას, მისი პოპულარობის გამო. მე გადაღლაზე ვსაუბრობ, როცა ძალა არ გაქვს ან უბრალოდ აღარ გინდა არაფრის კეთება; მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე იცი შედეგი: არაფრის მომცემი, არაფრის მომტანი, ემოციური და ფსიქოლოგიური კრახი, წნეხი გარემოსა და ადამიანებისაგან.
ეს გადაღლაა. ამოსუნთქვაც, რომ გეზარება ან უბრალოდ არ გსურს. ფიქრობ ადამიანებზე, რომლებსაც მარტივად შეუძლიად დათმონ საკუთარი პრინციპები სურვილების სანაცვლოდ და მერე ქედმაღალი მზერა ისევ შერჩეთ. ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიად ერთი დღე მაინც გაატარონ მშვიდად, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ან საუთარ თავთან. არა, მათ უნდა წაიღონ შენგან სითბო, სიკეთე, ემოცია და “გაგძარცვონ” ასე ურცხვად, მიზეზად კი მეგობრობა მოაქვთ, ან უბრალოდ შენ აძლევ ამის ნებას.
შენ კი იღლები, იღლები ამ ადამიანებისა და საკუთარი თავისაგან. გწყინდება სამყარო, ადამიანები, ალბათ საკუთარი თავიც. განსაკუთრებით ბევრს ფიქრობ იმ, უსახურ სამყაროზე, რომელშიც იძირები, ისე თითქოს მორევი გითრევს და რაც უფრო ბევრს იბრძვი, უფრო ეფლობი. Continue reading “გა-დაღლა”

ის თაობა…

people

თაობა – მეტად საინტერესო სიტყვაა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერ დროს; თუმცა ძირითად შემთხვევაში თაობებს შორის კონფლიქტთან ასოცირდება. აი ისეთთან, ჩვენ, რომ ყოველდღე ვხვდებით; მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობა, რომ გვლანძღავს და წყალწაღებულებს გვეძახის.
გასაკვირია პირდაპირ!

  • ის თაობა ვართ, დამოუკიდებლობას, რომ ითხოვს, თუმცა სიკვდილივით ეშინია ამის;
  • ის თაობა ვართ, მაინც, რომ უნდაა ეს დამოუკიდებლობა და მისი გემოს გაგებას ნატრობს;
  • ის თაობა ვართ, დემოკრატიას, რომ ითხოვს და დიქტატურას აფეტიშებს;
  • ის თაობა ვართ, წინა თაობებს, რომ ირონიით უსმენს, როცა ისინი წარსულის დიდებაზე, საბჭოთა კავშირის სიძლიერესა და იმ “სიმშვიდეზე” საუბრობს, როცა ყველას თავისი საქმე ჰქონდა; ჩვენ კი უსაქმოდ “ვყრივართ” ქუჩაში;
  • ის თაობა ვართ, შენიშვნების მიღება, რომ არ უყვარს და კორექტულობას, რომ ითხოვს; თუმცა უფრო მეტად ჩვენგან მოითხოვენ ამას;
  • ის თაობა ვართ, ქუჩაში, რომ იფურთხება და სიგარეტის ნამწვავებს ყრის;
  • ის თაობა ვართ, დედების სიყვარული და ზრუნვა, რომ დაავიწყდა და ოჯახი ემიგრანტობასთან ასოცირდება;
  • ის თაობა ვართ, საკუთარ ქალაქს, რომ ვერ იტანს და გვამად იხსენიებს ყველაფერ აქაურს; სულს, რომ უხუთავს და სუნთქვის საშუალებას, რომ არ აძლევს;
  • ის თაობა ვართ, ინდივიდუალიზმს ერთმანეთის მიბაძვაში, რომ ეძებს; თუმცა ჩვენში ძლიერია ინდივიდუალიზმი;

Continue reading “ის თაობა…”

სათაური !

screaming-girl

აბა, რა მნიშვნელობა აქვს სათაურს, მთავარი ხომ სათქმელია?! ამიტომაც პირდაპირ საკითზე დაგავიდეთ.
საკითხზე, რომელიც ყველა იმ უცნაურობას ეხება, რომელიც ჩვენს ირგვლივაა და იმდენად შევისისხლხორცეთ, რომ ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ.
მაშ ასე…

  • უცნაურია, რომ ყოველდღე ვიძინებთ ხვალინდელი დღის იმედით, სინამდვილეში კი გარანტიაც არ გვაქვს, რომ გათენებას მოვესწრებით;
  • უცნაურია, რომ ყოველ დილით რუტინად ქცეულ საქმიანობებს იმდენ დროს ვუთმობთ, რომ აუცილებელ საქმეზე ვაგვიანებთ და ათას მიზეზს ვიფიქრებთ თავის გასასამართლებლად; სინამდვილეში კი მაკიაჟის გაკეთების გამო ვიკიდებთ ფეხებზე კონკრეტულ საკითხს;
  • უცნაურია, რომ გულიანად ვიცინით ლექტორის “არაადამიანურ” ხუმრობებზე და სირცხვილის გრძნობაც არ გვეუფლება იმის გამო,რომ იუმორს ამ დროს “საშინლად ვექცევით”;
  • უცნაურია, რომ დაზუთხული წესის თქმა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია “ზოგიერთს”, ვიდრე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება (ეს უმსგავსობაა, პატივცემულო);
  • უცნაურია, რომ მთავარი ისევ რაოდენობაა და არა ხარისხი, საბჭოთა კავშირი კი კარგა ხანია დაიშალა;
  • უცნაურია, რომ გვიყვარს სტალინი, ჰიტლერი და ამით თავი მაგარ ტიპებად მოგვაქვს, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება გულჩვილობა გვძლევს – “ეგ დამპლები, რამდენი ადამიანი დახოცეს”;
  • უცნაურია, რომ არსებობენ მოლაპარაკე პირუტყვები, დადიან ორი კიდურით, მაგრამ ეს ალისას ზღაპარი არაა;

Continue reading “სათაური !”

ფამუქისეული სტამბოლი და ჩემი შეხედულებები

DSCN3222

გამომდინარე იქედან, რომ უახლოესი დღეები მონოტონურად მიედინება და სიახლეც არაფერი ჩანს ჰორიზონტზე, კარგა ხნის წინ ჩაფიქრებული პოსტის დასრულება გადავწყვიტე. პოსტი ჩემი თვალით დანახულ ორჰან ფამუქის სტამბოლსა და შეხედულებებს ეხება, რომელმაც ერთგვარი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო, რის გამოც დაწერა გადამაწყვეტინა.

სანამ წავიკითხავდი, მანამდე იმდენი დადებითი შევიტყვე წიგნის შესახებ, რომ თავიდანვე კრიტიკის თვალით მივუდექი, თუმცა მოგვიანებით ლმობიერება გამოვიჩინე და გულწრფელად ვაღიარე მწერლის გამბედაობა, სააშკარაოზე გამოეტანა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დეტალები: ესაუბრა საკუთარ თავზე, გრძნობებზე, ოჯახზე, მშობლებზე, რომელთა გაუჩინარებები სასაცილოც კი არ იყო; საკუთარ სახლზე, რომელსაც მუზეუმს ადარებს და ალბათ სხვაგვარად ვერც წარმოგიდგება თუ გონებას დაძაბავ; ნათესავებსა და ნაცნობებზე, გარემოსა და ქალაქზე, უფრო ბევრი კი მის წარსულ ბრწყინვალებაზე. წიგნი პირადი დღიურივითაა, რომელშიც ავტორის აზრებს, განცდებს და ემოციებს კითხულობ, ზოგჯერ კი იზიარებ მას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო, რამდენიმე მეტად საინტერესო ნაწყვეტი:
“მოსაზრება,რომ მხოლოდ განათლებით შეიძლება წარმატებას მიაღწიო, იმპერიასთან,სუფიურ მისტიციზმთან,დერვიშების სავანეებსა და ძველი,არაბული ასოებით დაწერილი წიგნის კითხვის შესაძლებლობასთან–მთელ ამ დახვეწილ კულტურასთან ერთად, წარსულს ჩაბარდა.” Continue reading “ფამუქისეული სტამბოლი და ჩემი შეხედულებები”