31 მაისის პოსტი ანუ ზაფხულიც მოვიდა

student-clipart-2

მშვენიერი მზიანი დღე იყო. ახლაც ისე ცხელა თავი საჰარაში მოსიარულე ბედუინი მგონია, მაგრამ ეგ არაფერი მთავარი ისაა, რომ დღეს 31 მაისია. მოკლედ, დავხედე ტელეფონს და აღმოვაჩინე, რომ გაზაფხულის ბოლო დღეა, იფიქრებთ მერე რა, დიდი ამბავიო, ეგ ხომ ყოველ წელსააო?! მაგრამ ბედნიერება ხომ წვრილმანებშია. მე კიდე წელს გამახსენდა ასე განსაკუთრებულად. ჰო და პოსტის დაწერა გადავწყვიტე, ხვალიდან ხო ზაფხული იწყება, თანაც იმდენგვარი ემოციით ვარ სავსე, უნდა მოგიყვეთ რაღაც.

ასე, რომ ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებ :დ

დავიწყებ იმით, რომ დღეს გარეთ ფეხი არ გამიდგამს, ამიტომაც სიცხისგან განადგურებული მეგობრების სტატუსებს, რომ ვკითხულობდი ისე გავერთე თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა, რომელიც სხვისი უბედურებით ტკბება. არა და რა ვქნა, მიყვარს მზე, სიცხე და სინათლე, მაგრამ საერთოდ თუ ამოვწყდით ქართველი ერი ამ სიცხეებში და შევეწირეთ მზეს, ეგრეც არ მინდა. ხუმრობა იქით იყოს და ჩვენს ქვეყანაში ნორმა არც ამინდმა იცის, არც ადამიანმა.

ერთი კარგი ჭექა-ქუხილი ნამდვილად გამახარებდა ახლა… Continue reading “31 მაისის პოსტი ანუ ზაფხულიც მოვიდა”

Advertisements

ჯუმბერიამ რა ჰქმნა?! (Remix)

images

პოსტი დაწერილია “იავნანამ რა ჰქმნას?” მიხედვით, მაგრამ მორგებულია თანამედროვეობას.
როგორც მოდერნისტული მოთხრობის ავტორი პასუხს ვაგებ ყოველ გამოყენებულ სიტყვაზე..

იყო და არა იყო რა. ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ, მშვენიერ ვილაში ცხოვრობდა კეთილი ცოლ–ქმარი, თავიანთ ერთადერთ შვილთან ერთად. ისინი შვილს ძალიან ანებივრებდნენ, სკოლაში მძღოლს დაჰყავდა, უახლესი მოდელის ჯიპით, ჰყავდა მისივე მსგავსი მეგობრები, უსრულებდნენ სურვილებს და უმატებდნენ კიდევ უფრო მეტს. მიუხედავად ამისა ბიჭი ძალიან მორცხვი იყო, ამასთანავე ბავშვობიდან აკვვიატებული ჰქონდა სიმღერა– ჯუმბერ ტყაბლაძე (ღიღინი მოიცავდა შემდეგ სიტყვებს: ეს მე ვარ ჯუმბერი, ტყაბლაძე ჯუმბერი…) ცოლ–ქმარი ღარიბ ოჯახებზეც ზრუნავდა, ხშირად უწევდა მატერიალურ დახმარებას და ამიტომ ყველას უყვარდა, გარდა ერთი მეზობლისა, რომელიც მდიდარი იყო, მაგრამ ბოროტი.
გაიოზს ყოველთვის შურდა მეზობლების, რადგან მისგან განსხვავებით, სიმდიდრესთან ერთად, შვილი ჰყავდათ და ბედნიერებიც იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტა მათთვის როგორმე მოესპო ეს ბედნიერება ყველაზე ძვირფასის განადგურებით. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ბიჭი გაეტაცებინა, ამიტომ დაიქირავა რამდენიმე გამოცდილი კაცი და საქმის განხორციელებას შეუდგა. Continue reading “ჯუმბერიამ რა ჰქმნა?! (Remix)”

რას მოძებნი უკეთესს?

search

კარგა ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა; განსაკუთრებით იმის მერე, რაც ათასი თავგზაბნეული “დაგუგლავს” რაღაცას და ჩემთან აღმოჩნდება, მერე ვფიქრობ სად ჯანდაბაში მიწერია ასეთი ტექსტი, ვერ ვიხსენებ და ვანებებ თავს; ორი დღის მერე კიდევ მოუნდება ვიღაცას ორიგინალური ტექსტის მოძებნა და ასე პერიოდულად ათასგვარი სულელური “მძებნელის” კითხვის ობიექტი ვხვდები (მინიმუმ შემოხედვის)

მაშ ასე, ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ:
– რაც IQ ტესტზე დავწერე პოსტი, ყველაზე დიდი ძებნის ობიექტი სწორედ ისაა; არც მიკვირს, პირიქით მიხარია კიდეც.
– “მალბოროზე” დაწერილი პოსტის წყალობით, მომდევნო ადგილს “თამბაქო”, “სიგარეტის კოლოფი”, “თამბაქოს მწეველი შვილები” და სხვა მსგავსი იკავებს;
– მონიკა ბელუჩი და ლეონარდო დიკაპრიოც საკმაოდ პოპულარულები ყოფილან გუგლში; ასევე მათი ფილმებიც, არასწორი დასახელებით;
– “ბოზი ქალები”– ეს, რომ ვიპოვე ჯერ სიცილი ვერ შევიკავე, მერე მე თვითონ “დავგუგლე” და ერთ–ერთ პოსტში მოხსენიებული სიტყვის წყალობით ძებნის ობიექტი აღმოვჩნდი; ამ აზრის მატარებელი უამრავი ტექსტია მოძებნილი, კონკრეტული სახელებით და ზოგადად, მაგრამ მეტად აღარ დავკონკრეტდები, ასე სჯობს; Continue reading “რას მოძებნი უკეთესს?”

BACARDI – თავისუფლებისა და სიამოვნების შეგრძნება

bacardi_logo1

ბაკარდი 1862 წელს შექმნილი შესანიშნავი რბილი რომია. მასში კარიბის ცხელი მზე გიზგიზებს, თავისუფალი სული ყივის, მხურვალე რიტმები გაისმის და დაუოკებელი ტემპერამენტი ჩანს. ბაკარდი სხვა სავაჭრო მარკებისგან უნიკალური სულით და კულტურით გამოირჩევა, ის თავისუფლების და სიამოვნების შეგრძნებაა, მასთან შეხვედრა მხიარულ ზეიმს გიქადით.

ბაკარდის ისტორია კუბაზე, XIX საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. ღვინით მოვაჭრე დონ ფაკუნდო ბაკარდი ესპანეთის პროვინცია კატალონიიდან კოლონიურ ქალაქ სანტიაგო დე კუბაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს რომი მწველი, უხეში და დაუმუშავებელი სასმელი იყო; მას მაღალი წრის საზოგადოება არ სვამდა და მიუღებელი იყო მათ მიღებებზე მისი მირთმევა; სწორედ ამ თვისებების გამო შეიყვარეს ის თავის დროზე კარიბის ზღვის მეკობრეებმა.დონ ფაკუნდომ კი გადაწყვიტა შეექმნა “ცივილიზებული” რომი და მთელ თავისუფალ დროს ექსპერიმენტებს ახმარდა. იგი ექსპერიმენტებს ატარებდა ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე, მან რომის დარბილება და მისი მინარევებისგან გათავისუფლება სასმელის ნახშირის ფილტრში გატარებით სცადა – მსგავსი რამ მანამდე არავის გაუკეთებია.დონ ფაკუნდომ ბოლოს მიაღწია საწადელს და შექმნა სასმელი, რომელიც მის სტანდარტებს შეესაბამებოდა: მის მიერ დამზადებული რომი სხვებისგან განსხვავებით, სუფთა და რბილი იყო; მასთან შედარებით ადგილობრივი რომები მძიმე, უხეში და წამლისმაგვარი ჩანდა. დონ ფაკუნდოს პირმშო, საოცრად რბილი, მუქი ფერის, მდიდარი არომატის რომი განსხვავდებოდა არა მხოლოდ სხვა დანარჩენი რომებისგან, არამედ საერთოდ ყველა აქამდე არსებული სპირტიანი სასმელებისგანაც. Continue reading “BACARDI – თავისუფლებისა და სიამოვნების შეგრძნება”

IQ ტესტი- ზღვარი გონებაჩლუნგობასა და გენიოსობას შორის

featured-320x350
ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან მოდური გახდა ეგრეთ წოდებული IQ ტესტები, რომელთა საშუალებითაც თითქოსდა შესაძლებელია ადამიანის ინტელექტუალური დონის შეფასება და რომელიც საკმაოდ მრავლად მოიპოვება ინტერნეტში. ამ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემმა მეგობარმაც საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ მასზე და გადავწყვიტე მცირე ინფორმაცია კიდევ მომეძებნა, რაშიც ერთ-ერთი ქართული საიტი დამეხმარა..

ინტელექტის კოეფიციენტი –  IQ(ინგ.Intelligence Quotient) ადამიანის ინტელექტის დონის რაოდენობრივი შეფასებაა და აღნიშნავს ინდივიდის ინტელექტის დონის შეფარდებას იმავე ასაკის საშუალო სტატისტიკური ადამიანის ინტელექტის დონესთან. ის ითვალისწინებს ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა და დასაბუთებული მსჯელობის უნარს, თვითკრიტიკას. 0-19 ერთეული IQ გონებაჩლუნგობას მოწმობს, 20-36 ერთეული- აზროვნების უკმარობას, 69-85 ერთეული- ნორმასთან ახლოა, 86-114 ერთეული- ნორმაა, 115-124 ერთეული- ნორმაზე მეტია, 125-134 ერთეული- ინტელექტის მაღალი დონეა, 135 ერთეულზე მეტის მფლობელები კი გენიოსები არიან.
IQ ტესტები აზროვნებაზეა გათვლილი და არა ცოდნის დონეზე (ერუდიციაზე). ერთი სიტყვით, ინტელექტის კოეფიციენტი საერთო ინტელექტუალური ფაქტორის შეფასების მცდელობაა. ყოველი ტესტი შედგება მრავალი სხვადასხვა დავალებისგან, რომლებიც თანდათანობით რთულდება. ლოგიკურთან ერთად აქ გვხვდება ისეთი დავალებებიც, რომელთა შესრულება ფართო თვალსაწიერის ქონას მოითხოვს და სხვა ტიპის დავალებებიც. IQ ტესტის შედეგების მიხედვით გამოითვლება. შემჩნეულია, რომ ტესტის რაც უფრო მეტ ვარიანტს გაივლის გამოსაცდელი, მით უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს ის.

შედარებით ცნობილად აიზენკის ტესტი მიიჩნევა; უფრო ზუსტად კი- დ.ვექსლერის, ჯ.რავენის, რ.ამტჰაუერისა და რ.ბ.კეტელის ტესტები. სადღეისოდ IQ ტესტების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ ტესტების უმრავლესობა, რომელთა პოვნაც ინტერნეტის ქსელშია შესაძლებელი და რომლებსაც IQ-ს გაზომვის პრეტენზია აქვს, არაკომპეტენტური ორგანიზაციებისა და პირების მიერ არის დამუშავებული და ჩვეულებრივზე მაღალ შედეგებს აჩვენებს. ყველა კვლევა, რომელიც ადასტურებს IQ-ს მხოლოდ პროფესიონალური ტესტების შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს, მაგალითად, ვექსლერისა და სხვათა ტესტებს.

Continue reading “IQ ტესტი- ზღვარი გონებაჩლუნგობასა და გენიოსობას შორის”

წადი შენი !

დიდი ხანია მინდოდა ეს მეთქვა ფართო (არც ისე) აუდიტორიის წინაშე და ახლა ყურადღებით წაიკითხეთ:
სულ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, იმ საკითხებზე, რაც მე მეხება და ისედაც კარგად ვიცი;
ასე, რომ წადით თქვენი უაზრო მორალისტებო, “გრძელცხვირა” ჭორიკნებო და იდიოტო “გენიოსებო”, სხვის საქმეში, რომ ბრძენი ხართ ყველა!!

P.S. გმადლობთ ყურადღებისთვის, ცოტა გულზე მომეშვა.

ბრენდი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

ბრენდი “მალბორო” თამბაქოს წარმოების გიგანტს, ფილიპ მორისს ეკუთვნის; ისევე, როგორც “კენტი”,”ქემელი”,”პარლამენტი” და სხვა ცნობილი სიგარეტები. მისი სახელწოდება უინსტონ ჩერჩილის ლეგენდარული ნათესავის, გრაფ Marlborough–ს გვართანაა დაკავშირებული.

ბრენდი ბაზარზე 1924 წელს გამოჩნდა და თავისი დროის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენდა. Marlboro_ს პოზიციონირება ხდებოდა, როგორც სპეციალურად ქალბატონებისთვის განკუთვნილი პროდუქტის. XX საუკუნის დასაწყისისთვის ქალებისთვის სიგარეტის მიყიდვის პრობლემის გადაჭრა კომპანია Marlboro-ს წარმომადგენლებმა პროდუქტის, როგორც ქალური მახასითებლების მატარებლის წარდგენაში იპოვეს. სლოგანი “Mild as May”-“მაისივით ნაზი” და ბრენდის სახე- იმ დროის ცნობილი მსახიობი მეი უესტი სრულიად შეესაბამებოდნენ კომპანიის იმიჯს და გარკვეულწილად ხაზს უსვამდნენ სამიზნე აუდიტორიის სფეციფიკას .
ასევე მომხმარებლის ყურადღება მახვილდებოდა სიგარეტის ფილტრზე, რომელიც ქალებისთვის ორ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტდა: წითელი ზოლი ფილტრის გასწვრივ ტუჩის საცხის კვალს შეუმჩნეველს ხდიდა და ხელს უშლიდა კბილების გაყვითლებას. Marlboro საკმაოდ პოპულარული იყო რესპექტაბელურ მანდილოსნებს შორის, მაგრამ მამაკაცები არ ეტანებოდნენ, რადგან მაშინ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა ერთგვარ სისუსტედ აღიქმებოდა; რის გამოც მისი გაყიდვების წილი ამერიკულ ბაზარზე მხოლოდ 0,25 % იყო.
1953 წელს თამბაქოს ინდუსტრიას ახალი პრობლემა შეექმნა: მედიკოსების მიერ ოფიციალურად დამტკიცდა, რომ სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს. შექმნილმა კრიზისმა ბაზარზე მომხმარებლის ახალი ტიპის გამოჩენა განაპირობა- ხალხის ის ჯგუფი, რომელსაც უნდოდა სიგარეტისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებდა. Marlboro_ს ფილტრიანმა სიგარეტმა შეავსო ეს ნიშა, როგორც ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სახიფათო პროდუქტმა. ამავდროულად კომპანიის გათვლა იყო თინეიჯერებზე, რომლებისთვისაც სიგარეტის მოწევა მშობლებისგან დამოუკიდებლობას ნიშნავდა. Continue reading “ბრენდი, რომელიც მსოფლიომ აღიარა”