გენიოსი ქალური ნაკვთებით ანუ ჩემი ლეონარდო

ნამდვილი სახელი: ლეონარდო ვილჰელმ დი კაპრიო (Leonardo Wilhelm DiCaprio)
დაბადების თარიღი: 11 ნოემბერი, 1974 წელი
დაბადების ადგილი: ჰოლივუდი,კალიფორნია,აშშ
პროფესია: მსახიობი, კინოპროდიუსერი
სიმაღლე: 1.83 მ
პირველი ფილმი: 1984 წელი


ლეონარდო დიკაპრიო 1974 წლის 11 ნოემბერს ლოს–ანჯელესში, ჰოლივუდში დაიბადა. ლეოს მშობლები ჰიპები იყვნენ და დედამ სახელი მაშინ შეურჩია, როდესაც ლეონარდო და ვინჩის სურათებს ათვალიერებდა. ლეონარდოს დებიუტი კინოში ხუთი წლის ასაკში შედგა, თუმცა ათი წლისთვის მას კინობიზნესში უკვე იმედი ჰქონდა გაცრუებული – მისი აგენტი დაჟინებით ითხოვდა ლეონარდოს სახელი შეეცვალა, ასევე მას უარი უთხრეს ვარცხნილობის გამო რამოდენიმე როლზე. მან 14 წლის ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა ბედი კინოში. მოძებნა აგენტი, რომელსაც მოსწონდა მისი სახელიც და ვარცხნილობაც. მალე ლეომ 30–ზე მეტ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა და “სანტა–ბარბარას” რამოდენიმე სერიაშიც ითამაშა.1991 წლიდან ის მონაწილეობდა სერიალში “მზრდადი ტკივილი”, მაგრამ გადაღებები დატოვა ფილმში “ამ ბიჭის ცხოვრება” მონაწილეობისთვის. ლეონარდომ ასსზე მეტ პრეტენდენტს აჯობა ამ ფილმის კასტინგის დროს, სადაც “ტობიას ვულფი” უნდა შეესრულებინა.


ლეონარდოს მომდევნო ფილმი იყო “What’s Eating Gilbert Grape”. ამ ფილმში ჯონი დეპის ჭკუანაკლული ძმის როლს ასრულებს. ამ ფილმით ნომინირებული იყო “ოსკარზე” და “ოქროს გლობუსზე”. 1994 წელს ეკრანებზე გამოვიდა ვესტერნი “The Quick and the Dead”, სადაც ლეონარდოს ერთ-ერთი მთვარი როლი ერგო.


1995 წელს დიკაპრიომ მონაწილეობა მიიღო ჯიმ კეროლის რომანის ‘”The Basketball Diaries” ეკრანიზაციაში, რომლის გადაღება ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობის ლოდინში გადადებული იყო. ლეონარდოს დამსახურებით, ფილმი ლიდერი გახდა და პოპულარობაც მოუტანა მას.

Continue reading “გენიოსი ქალური ნაკვთებით ანუ ჩემი ლეონარდო”

რეგეს უკვდავი მეფე ანუ რობერტ ნესტა მარლი

“ჩემი მუსიკა მუდამ იარსებებს!
ალბათ უხერხულია ჩემგან ამაზე
ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია –
ჩემი მუსიკა მარადიულია!”


ბობ მარლი

ბობ მარლი 1945 წლის 6 თებერვალს კუნძულ იამაიკის ჩრდილოეთში, წმინდა ანას როდენ ჰოლის პატარა სოფელ ნაინ მაილში დაიბადა. მისი სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლია. მამა ბრიტანული წარმოშობის თეთრკანიანი იამაიკელი კაპიტანი და არმიის ოფიცერი ნორვალ სინქლარ მარლი იამაიკაზე პლანტაციების დიდ ნაწილს ფლობდა და 50 წლის იყო, როდესაც ბობის დედა 17 წლის სიდელა მალკოლმი გაიცნო, რომელიც სოფელში თავისი სასიამოვნო ხმით იყო განთქმული. მათმა ქორწინებამ საზოგადოებაში დიდი სკანდალი გამოიწვია, როგორც სოციალური და ასაკობრივი უთანასწორობის გამო, ასევე შავკანიანისა და თეთრკანიანის ქორწინება მიუღებელი იყო.ამის გამო ბობის მშობლები საცხოვრებლად კინგსტონში გადავიდნენ, თუმცა მალე ერთმანეთს დაშორდნენ და სიდელას სოფელში დაბრუნება მოუწია,სადაც შვილის აღზრდაში მამა- ომერაია მალკოლმი ეხმარებოდა.
მამა ბობის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა ოჯახს. ერთხელაც როცა ბობი უკვე 5 წლის იყო კაპიტანი ნაინ მაილში დაბრუნდა, სიდელას შვილის ბავშვთა სახლში მიბარება შესთავაზა, ხოლო მტკიცე უარის მიღების შემდეგ თავისთან წაყვანის და უკეთესი პირობების შექმნის სურვილი გამოთქვა. ქალმა ბევრი იფიქრა გადაწყვეტილების მიღებაზე და ბოლოს ბობი მამას გააყოლა დედაქალაქში. კაპიტანმა შვილი დიაბეტით დაავადებულ ქალს მისის გრეის მიაბარა,ამ პერიოდში ბობი ქუჩაში გიტარის დაკვრით ირჩენდა თავს. დედამ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვა ის და უკან ნაინ მაილში დააბრუნა.
სოფელში დაბრუნების შემდეგ ბობმა სწავლა Stepney All Age School-ში გააგრძელა, სადაც თავისი უახლოესი მეგობარი და მოგვიანებით ჯგუფის წევრი ბანი ლივინგსტონი იგივე ბანი ვოილერი გაიცნო. ბობი ძალიან კარგი მოსწავლე იყო, იგი ძალიან უყვარდათ სკოლაში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. როცა იგი 12 წლის გახდა დედასთან ერთად კინგსტონში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იცვლიდნენ მისამართებს, ბობს უხაროდა, რომ თავის საუკეთესო მეგობართან ბანისთან ერთად ცხოვრობდა. ამ პერიოდში სიდელა და ბანის მამა საყვარლები იყვნენ, მოგვიანებით კი სწორედ მისი ეჭვიანობის გამო მოუხდათ დედაქალაქის ყველაზე ღარიბ უბანში თრენჩ თაუნში გადასვლა.
თავდაპირველად ბობი აქ თავს უცხოდ გრძნობდა,მაგრამ 14 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, ვინსენტ ფორდის სასადილოში მარიხუანას გაუსინჯა გემო, ხოლო მის მთავარ გატაცებას მუსიკა და ფეხბურთი წარმოადგენდა, რის გამოც ბობის დედა უკმაყოფილო იყო.ამ პერიოდში ბობმა მონაწილეობა მიიღო პირველ ოფიციალურ მუსიკალურ ღონისძიებაში, რომელიც ჯო ჰიგსის( ჯო ძლიან გავლენიანი და პოპულარული იყო, რადგან ის იყო პირველი იამაიკელი, რომელმაც გამოუშვა საკუთარი ფირფიტა) ეზოში გაიმართა. მან ბობის მუსიკაზე პოზიტიური კვალი დატოვა. სწორედ ჰიგსისგან გაიცნო პიტერ ტოში, რომელიც მოგვიანებით ბენდის მთავარი გიტარისტი გახდა.

1961 წელს ბობ მარლიმ, პიტერ ტოშმა და ბანი ლივინგსტონმა, ჯუნიორ ბრაიტ ვაითთან ერთად ჯო ჰიგსის დახმარებით ჩამოაყალიბეს ჯგუფი “The Teenagers”.
1962 წელს ლესლი კონგის სტუდიაში Beverleys Label-ში დერიკ მორგანის დახმარებით ბობმა ჩაწერა სამი სიმღერა, რომელმაც ვერანაირი წარმატება ვერ მოუტანა,ხოლო გაწეული შრომის საფასურად ათი დოლარი მიიღო.
Continue reading “რეგეს უკვდავი მეფე ანუ რობერტ ნესტა მარლი”

ქალი, რომელიც …..

პოსტი არის ქალზე, რომელიც ძალიან მიყვარს და არამარტო ჩემი აზრით სილამაზის ეტალონია….

რამდენიმე დღის წინ “facebook”-ში კომენტარებს გადავაწყდი, რომელზე ძალიან გავბრაზდი..  მართალია მონიკა, ისევ ისეთი ახალგაზრდა არ არის, მაგრამ შეურაცხმყოფელ ფრაზებს არ იმსახურებს ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც სარკეში ჩახედვაც კი ეზარებათ ხოლმე 🙂 ჰოდა კარგი იქნება თუ ამ პოსტს ნახავენ ისინი, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ის დაბერდა და დამახინჯდა, ეგებ ახლა მაინც დაინახოთ ჭეშმარიტი სილამაზე 😉

სრული სახელი: მონიკა ანა მარია ბელუჩი (Monica Anna Maria Bellucci)
დაბადების თარიღი: 30 სექტემბერი, 1964
დაბადების ადგილი: ჩიტა დი კასტილიო, იტალია
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.70 მ
პირველი ფილმი: 1990
მეუღლე: ვენსან კასელი.

Continue reading “ქალი, რომელიც …..”