უნივერსიტეტი, როგორც სასჯელი

nbn-science-of-studying

ალბათ სათაურმა გაფიქრებინად, რომ უნივერსიტეტის, სწავლის ან რაიმე კონკრეტული დეტალის ლანძღვას წაიკითხავთ, მაგრამ ასე არ არის, შეურაცხყოფა ზოგჯერ მოსაბეზრებელია; უბრალოდ მინდა დაინახოთ, როგორია სტუდენტების უმრავლესობის ტიპიური მდგომარეობა დღეს.

სწავლა (მას შეიძლება ეგრედ წოდებულიც დავარქვათ, ზოგიერთ შემთხვევაში), როგორც ყოველთვის 9 საათზე იწყება; თუმცა მეორე და მეოთხე კურსელები, მხოლოდ პირველ საათზე უერთდებიან სტუდენტური ცხოვრების ყოველდღიურობას. უერთდებიან- ეს ოფიციალურად, თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისები, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. სწორედ ეს უკანასკნელნი (მეოთხე კურსელები) არ დადიან უნივერსიტეტში ყოველდღიურად. არა თუ არ დადიან, “ურცხვად აცდენენ და შლიან” სასწავლო პროცესს.
დიახ, მეგობრებო, თქვენ შეიძლება იღიმით, მაგრამ ამ დროს ნამდვილად ცდება თანხა, რომელსაც იხდიან სტუდენტები; ლექტორის ნერვები და დრო; ზოგჯერ განათლებაც, რადგან წინა საღამოს კარგად “მოემზადა” ლექციისთვის და კიდევ ერთხელ გადაიმეორა მასალა, რომელიც სტუდენტებისთვის უნდა გაეცნო. ამ დროს კი ასეთ სტუდენტთა უმრავლესობა, ეზოში მშვიდად დგას (რადგან ახლა ზამთარია და ცივა, უფრო უნივერსიტეტის კორიდორში გათბობასთან, ან ბიბლიოთეკაში, ან კიდევ ცარიელ აუდიტორიაში), ან ურცხვად ნებივრობს საწოლში. ამის შედეგი ის არის, რომ რეიტინგულზე, რომელზეც 20 ქულა იწერება, ლექტორთა ნაწილი ითვალისწინებს არდასწრებას და არა მარტო სემინარის ქულას არ წერს, არამედ უშუალოდ ამ გასაცოდავებული ქულიდანაც აკლებს რაღაც ნაწილს ან სასწაულებრივად მკაცრობს წერითი ნაშრომის გასწორებისას. Continue reading “უნივერსიტეტი, როგორც სასჯელი”

ყველაზე მოთხოვნადი ადგილი

16783_387779191311638_98981995_n 

მას შემდეგ, რაც ადამიანი სტუდენტი ხდება, უნივერსიტეტთან ერთად ბიბლიოთეკაც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მითუმეტეს, როცა სასურველი წიგნის პოვნა ყოველთვის შეგიძლია. ბიბლიოთეკა ყველაზე მოთხოვნადი ადგილია მთელ უნივერსიტეტში. დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი მოძრაობს, რომ შეიძლება უზარმაზარ რიგებსაც წააწყდე; სტუდენტები კი საკუთარი რიგის მოლოდონში ზოგჯერ წუწუნით, ზოგჯერ კი მხიარული საუბრით ცდილობენ დროის გაყვანას.

ბიბლიოთეკის ასეთი პოპულარობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ სტუდენტებისთვის მიგვემართა კითხვით: რამდენად ხშირად სარგებლობთ ბიბლიოთეკით და ხართ თუ არა კმაყოფილი ?

-მე მესამე კურსელი ვარ და საკმაოდ ხშირად ვსარგებლობ ბიბლიოთეკით. მეგობარმა გამაცნო წიგნების არსებული მარაგი და ძალიან კარგი მხატვრული ლიტერატურაა, მაგრამ სასწავლო კურსის წიგნები არც ისე ბევრია, სამწუხაროდ.

-საკმაოდ ხშირად დავდივარ ბიბლიოთეკაში, აღფრთოვანებული არ ვარ ნამდვილად, არის მცირე ხარვეზები, მაგალითად უხეში პასუხები, რომელიც ალბათ გამოსწორებადია. რაც შეეხება წიგნებს ძალიან კმაყოფილი ვარ, მე რაც მჭირდება ყველაფერია.

-ბიბლიოთეკის აქტიური მომხმარებელი ვარ და ძალიან თბილად გვხვდებიან , წიგნები გამოსატანად თუ არა ქსეროქსისთვის მაინც არის, მაგრამ უფრო მეტი რაოდენობით, რომ იყოს კარგი იქნება.

-თითქმის ყოველდღე დავდივარ ბიბლიოთეკაში, მაგრამ წიგნით ვერასდროს ვერ გამოვედი უკან. მართალია ბევრი ხალხია ყოველთვის, მაგრამ პრობლემა ბიბლიოთეკარების დამოკიდებულებაა, ისე გეჩხუბებიან გეგონება გჩუქნიან წიგნს. ერთხელ ასეთი შემთხვევაც მქონდა, როცა წიგნზე ვეკითხებოდი გაბრაზებულმა მიპასუხა: მაგის დრო მაქვს ახლაო?

-ხშირად არ დავდივარ, მაგრამ წელს არცერთი წიგნი არ დამხვდა გამოსატანად. Continue reading “ყველაზე მოთხოვნადი ადგილი”

სტუდენტობა წამებული

girl_studying

როცა უნივერსიტეტში აბარებ, ჯერ კიდევ არ გაქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლება–მოვალეობები, თორემ შესაძლოა საკმაო ხნით გადადო ეს “მძიმე ტვირთი”,რომელიც საქართველოში მცხოვრებ თითქმის ყველა სკოლა დამთავრებულს აქვს, სურვილის მიუხედავად…
პირველივე კურსზე ეჩვევი გარემოს, რომელიც მალე განუყოფელ ნაწილად გეჩვენება, ეგუები კურსელებს, ლექტორებს და რაც მთავარია გამოცდებს(რეიტინგულები, ფინალურები), რომელიც ყველაზე დიდი ტკივილია სტუდენტებისთვის; განსაკუთრებით მაშინ, როცა არც ისე კეთილი და ძალიან პრინციპული ლექტორი გყავს, რომელიც ამასთანავე სტუდენტების შეფასებისას განსაკუთრებული სიმკაცრით აღიჭურვება ხოლმე…
და იწყებ მეცადინეობას იმ იმედით, რომ შარშანდელივით ერთი საგანი არ გაგიფუჭებს საშუალო მაჩვენებელს და წელს მაინც მოახერხებ სტიპენდიის აღებას. მთელი სემესტრის მასალას იმეორებ და გამოცდის წინა დღეს მოსვენებას კარგავ. გამთენიის ექვს საათზე იღვიძებ, იმიტომ რომ ნერვიულობ; სულ რაღაც სამი საათი გეძინა, მაგრამ მხნედ ახერხებ ტკბილი საწოლის დატოვებას; სანამ ყავას ამზადებ, გამოუძინებელი თვალებით აკვირდები ქუჩას; მინაზე წვიმის წვეთებია, ფანჯარას აღებ, სუნთქავ სუფთა ჰაერს, რაც გამოფხიზლებაში გეხმარება და არეულ აზრებს ალაგებ; დაფიქრდები და ხვდები, რომ შესაძლოა მთელ ქალაქში შენ და კიდევ რამდენიმე ადამიანი ხართ ახლა ასე– ფინალურების გაწამაწიაში…
ნალექიანი ყავის მეშვეობით ცდილობ თბილ ბალიშსა და გემრიელ ძილზე ფიქრისთვის თავის დანებებას, სამაგიეროდ წასაკითხი ქსეროქსების დანახვისას ძილის სურვილი გიქრება; ხალათში გახვეული, მაგიდასთან მოკალათებული, კედლის საათს პერიოდულად უყურებ და დროს ითვლი მოასწრებ თუ არა ყველაფრის წაკითხვას. კითხულობ, კითხულობ, უკან ბრუნდები, უკვე გაციებულ ყავას წრუპავ, ისევ კითხულობ და ხვდები, რომ უფროდაუფრო გავიწყდება წაკითხული, თუმცა დრო არ ითმენს და ცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად გადახვიდე მომდევნო საკითხზე, რომ ბოლომდე ჩაამთავრო და დაწყნარებულად მიხვიდე უნივერსიტეტში..
გადაკითხვის მცდელობისას დრო გეპარება, სწრაფად იცმევ და წინა დღეზე უარესად დაღლილი მიდიხარ მითითებულ აუდიტორიაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკეტილია და მრგვალ საათამდე არ აღებენ. იცდი ცოტა ხანს, რომელიც საუკუნედ გეჩვენება, ჯდები რომელიღაც მაგიდასთან (რომელიც იმ წუთას თვალში მოგივა); მოაქვთ ფურცელი, რომელზეც დასაწერი ორი საკითხის სათაურია.. ნეტავ ის იყოს რაც მე მინდა, ნეტავ ის… მაგრამ ზუსტად ის ორი აღმოჩნდება, რომელიც ყველაზე ნაკლებად იცი და მხოლოდ შეხვედრის შიშით წაიკითხე. გაბრაზებული და იმედგაცრუებული წერ იმას, რაც გახსოვს; დამკვირვებელი უაზრო სიმკაცრეს იჩენს, რომელზეც გაგეცინებოდა შესაფერისი ხასიათი,რომ გქონდეს; ერთ საათში ტოვებ აუდიტორიას შესაძლო შეფასებაზე ფიქრით და ხვდები, რომ თუ ახლაც არ გაგიმართლა ნამდვილად ფეხებზე დაიკიდებ მომავალ გამოცდებს და სტიპენდიასაც…

“უნივერსიტეტულად”

მართალია სწავლა 24 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ ჩემმა ჯგუფმა დღეს გადაწყვიტა ლექციებზე დასწრება.. ჰოდა შესვლისთანავე, რომ დამაყარეს თავზე ქსეროქსები მაშინ მივხვდი თუ რა ბედნიერი ვიყავი ზაფხულში, როცა არაფერს ვაკეთებდი და ტყუილად ვწუწუნებდი მოვიწყინეთქო..
როგორც ყოველთვის სტუდენტები მზის სხივების გამოჩენასთან ერთად ავსებენ უნივერსიტეტის ეზოს, მხიარული “ყაყანით”; ადრინდელისგან განსხვავებით დღეს მეც გავინავარდე ეზოში და მშვიდად ვაკვირდებოდი სტუდენტებს, რომლებშიც პირველკურსელების ამოცნობას წარმატებით ვახერხებდი. უნდა ავღნიშნო, რომ წელს ნამდვილად განსაკუთრებული ნაკადია, შოკისმომგვრელი იმიჯით და საოცარი უტაქტობით სავსე..
მე, როგორც ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი, გავიგე ვინ ჩააბარა წელს, რატომ და საიდან ჩამოვიდა 😀 ამასთანავე ყველა უბედურება მე დამემართა, ესეც როგორც ყოველთვის (ასეთ დროს მართლა მგონია, რომ უბედურებებს ვიზიდავ)..

ყველა ლექციას მორჩილად დავესწარი და გუნებაში იმ აზრს ვეგუებოდი, რომ ყოველ დილით 8 საათზე მომიწევს გაღვიძება, რაც ყველაზე დიდი სატანჯველია ჩემთვის. მართალია თავს იმით ვიიმედებ, რომ სწავლის ძირი მწარე არის, მაგრამ ისიც კარგად მომეხსენდება, რომ ამ ძირს კენწერო არ აქვს და მითუმეტეს ტკბილი :))
ჰოდა ახლა ჩემ თავში ერთი დიდი აურზაურია, ხვალისთვის ორი სემინარი მაქვს და არც კი ვფიქრობ იმაზე, როგორი გამოცდები მელის..
იმედია მალე “დავლაგდები”, თორე როგორც ვატყობ ამ ბოლო დროს პოსტებიც კი ძალიან მოკლე გამომდის :))
to be continued..

სტუდენტობა როგორიც სინამდვილეშია


როგორც იქნა ჩაწყნარდა საატესტატო გამოცდების ციებ-ცხელება და ბევრი აბიტურიენტი შედეგებით იმდენად გახარებულია სულ დაავიწყდა მომავალი, უფრო სერიოზული და გადამწყვეტი გამოცდა, რომლითაც როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა საკუთარ მომავალს ირჩევენ.
მეც ავირჩიე “ჩემი მომავალი” უახლოეს წარსულში და ახლა ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი ვარ, რომელიც გამუდმებით იტანჯება ე.წ. “საგამოცდო ცენტრის” მიერ ჩატარებული რეიტინგულებით, რომელიც  ყოველ 5 კვირაშია, მერე კი ლამის მომავალ რეიტინგულამდე ველოდებით შედეგებს; უკმაყოფილების შემთხვევაში შეგვიძლია ლექტორთან ერთად გავარჩიოთ ნაშრომი, თქვენ წარმოიდგინეთ გაპროტესტების უფლებაც გვაქვს, მაგრამ ეს უკვე სტუდენტის სურვილზე და ლექტორის დამაჯერებელ ტონზეა დამოკიდებული; ამას დამსწრე საზოგადოების ჩურჩულიც ერთვის ახლანდელ უზრდელ, უმადურ და მომთხოვნ თაობაზე, რომელთა ადგილი უნივერსიტეტის გარდა ყველგანაა.
რეიტინგულებს შორის დროს თითქმის ყველა ერთნაირად, მაგრამ მაინც განსხვავებულად ვატარებთ: ზოგი ისევ საკუთარ ადგილს უბრუნდება უნივერსიტეტის ეზოში, სადაც დილიდან დაღამებამდე ზის და ენას არ აჩერებს; ზოგი სიცხემ, რომ არ შეაწუხოს ბარში მოკალათებული “კაი ტიპის” გამომეტყველებით აკვირდება გარემოს; მცირე ნაწილი ყველა ლექციას ესწრება ინტერესის მიუხედავად და ლექტორის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ტყავიდან ძვრება; ზოგი მათგანი მეორე ნახევართან ერთად, რომელიმე აუდიტორიაში ან ეზოში, კუთხეშია მიყუჟული და ძლივსგასაგონად ჩურჩულებენ; სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას ბიბლიოთეკაშიც წააწყდები, ძირითადად სასაუბროდ შესრულებს, თუმცა კითხვის სურვილითაც შედიან ხოლმე, განსაკუთრებით უკვე ნახსენები რეიტინგულების პერიოდში.
მაშინ, როცა სტუდენტების გარკვეული კატეგორია იმას ფიქრობს თუ როგორ დაფაროს სწავლის არც ისე მცირე საფასური, ყველაზე საინტერესო ნაწილი იმას გეგმავს როგორ ჩაუბაროს მეგობარმა გამოცდა, რაც ძალიან მარტივად, ხელის ერთი მოძრაობით ხდება: რადგან ჩვენ პლასტიკური “სტუდბილეთი” არ გაგვაჩნია, ფოტოს შეცვლი და სულ ეგაა, ნებისმიერი შენივე სქესის ადამიანის შეცვლა შეგიძლია თუ არავინ გიცნო. ჰოდა ერთხელაც ასეთ მეგობრებს წააწყდნენ და ლამის უნივერსიტეტიდან მოისროლეს, ჩვენ კი “რეიტინგულებზე” პირადობის ან მართვის მოწმობით შევდივართ და ისედაც უსარგებლო “სტუდბილეთი” საერთოდ უფუნქციოდ დარჩა.
“ამ მრავალფეროვნებაში” შეიძლება უეცრად შემოიჭრას რომელიმე კონცერტი, წიგნის პრეზენტაცია ან რაიმე საინტერესო სემინარი, სადაც რამდენიმე სასიამოვნო საათის გატარებაა შესაძლებელი.მერე ისევ “რეიტინგულები” და კვლავ საოცრად უფერული 5 კვირა.
კიდევ კარგი ოცნების კოშკები არ ამიგია, თორემ იმ სურვილებივით გაქრებოდნენ , რომლებიც სტუდენტობამდე მქოდა.. 🙂
ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩვენ ზეგანვითარებული ერი ვართ. ყველამ უნდა დაამთავროს უნივერსიტეტი ორჯერ თუ არა ერთხელ მაინც, მერე სათქმელი , რომ ჰქონდეს : მე სულ ამ საქმეს კი არ ვაკეთებდი ორი დიპლომი მაქვსო. მართალია ყველა არა, მაგრამ სტუდენტების ნახევარი მშობლების ან ბებია-ბაბუის ხათრით (ხარჯითაც ამავე დროს), ან მეზობლის ჯიბრზე აბარებს; მერე კი ჩარჩენილი გამოცდების სათვალავიც ერევათ და საოცნებო დიპლომის ასაღებად ტყავიდან ამოძვრომაც აღარ შველით.
მოკლედ, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მეგობრებო, მაგრამ სწავლის ძირი ისეთი ტკბილია, კენწეროზე ნუ ახვალთ დიაბეტი არ დაგემართოთ !

” განრიდება “


განრიდება ეს არის დანაშაულზე რეაგირების ალტერნატიული გზა, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებებზე. ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც დაინერგა 3 თვის წინ და წარმატებით ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ქუთაისის ორ პროკურორ მერაბ ტყეშელაშვილსა და დავით ხარატაშვილს შორის, ამავე უნივერსიტეტში.

შეხვედრა 13:30 საათზე უნდა გამართულიყო. სტუდენტებმაც ამ დროისათვის დავიკავეთ ადგილები, მაგრამ პროკურორები ორმოციოდე წუთის დაგვიანებით მობრძანდნენ. მანამდე ჩვენს გართობას უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი შენგელია ცდილობდა, რომელმაც ბევრი საინტერესო და სასაცილო ფაქტი გაიხსენა. მაგალითად, როგორ არწმუნებდა 19 წლის დამნაშავე მოსამართლეს , რომ ის არ უნდა დაესაჯათ, რადგან არ იცოდა, რომ 14 წლის მოზარდის გაუპატიურება კანონით ისჯებოდა … ასევე გავმართეთ დისკუსია არასრულწლოვნის დასჯასთან დაკავშირებით, რომელსაც ბაბუის მკვლელობა ედებოდა ბრალად. მოზარდმა ბაბუა შეაშინა, მას სუსტი გული ჰქონდა და გულის შეტევით გადრაიცვალა… რა თქმა უნდა დასკვნა სიცილმა გადაფარა 🙂

14:10 საათზე პროკურორებიც მობრძანდნენ , დაგვიანებისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ ერთი-ერთი სტუდენტისგან “საყვედურიც მიიღეს” :
– კიდევ კარგი დაგვიანება კანონით არ ისჯება. Continue reading “” განრიდება “”