კითხვა-პასუხის რეჟიმში

გუშინ Miss.Catalan_თან წავიკითხე პოსტი, ჰოდა მომეწონა, მაგრამ დაწერა დამეზარა, მერე კიდე მომინდა დაწერა და კიდე დამეზარა, მაგრამ დღეს საბოლოოდ მოვერიე ჩემ “განუყრელ სენს” და მეც ვუპასუხებ რამდენიმე მეტად საინტერესო კითხვას..


let’s start now…

1.რამდენი წლის იქნებოდი შენი ასაკი, რომ არ გცოდნოდა?– გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, ალბათ 15-16, თუმცა ზოგჯერ ჩემი თავი 60 წლისაც მგონია 😀
2.რომელია უარესი:სცადო და არ გამოგივიდეს თუ საერთოდ არ სცადო?– ცდა ბედის მონახევრეაო, ასე რომ ცდა ჯობია ყველა შემთხვევაში.
3.თუ ცხოვრება ასეთი მოკლეა,მაშინ რატომ ვაკეთებთ ბევრ რამეს რაც არ მოგვწონს და რატომ არ ვაკეთებთ ბევრს რაც მოგვწონს?– (ვფიქრობ) ჩვენ, ადამიანები ასეთები ვართ.. თანაც რასაც ვაკეთებთ ის არ მოგვწონს თორე, რომ ვერ ვაკეთებდეთ მოგვეწონებოდა..
4.როცა ყველაფერი უკვე ნათქვამია და გაკეთებული,უფრო მეტს იტყვით ვიდრე გააკეთეთ?– არ ვიცი, პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია.
5.რა არის ის უმნიშვნელოვანესი რამ თქვენთვის, რასაც შეცვლიდით მსოფლიოში?– ვიზის გარეშე ფრენას დავუშვებდი.
6.ბედნიერება,რომ ნაციონალური ვალუტა ყოფილიყო-რომელი სამუშაო გაგამდიდრებდათ თქვენ?– რა მნიშვნელობა აქვს, ნათელაშვილი მაინც წამართმევდა და ღარიბებს დაურიგებდა 😀
7.აკეთებთ თუ არა იმას,რისიც გჯერათ და თუ კმაყოფილდებით იმით, რასაც აკეთებთ?– ძირითადად კი, თუმცა საკუთარი თავით იშვიათად ვარ კმაყოფილი.
8.საშუალოდ ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა,რომ 40 წელი ყოფილიყო,როგორ იცხოვრებდით განსხვავებულად?– 40 ბევრია, უფრო ცოტა, რომ იყოს რამეს მოვიფიქრებდი..
9.რამდენად აკონტროლებთ ცხოვრების გზას, რომელიც არჩეული გაქვთ?(პროცენტულად)– მე საკუთარ თავს ძლივს ვაკონტროლებ და ცხოვრების გზას პროცენტებით რა იანგარიშებს ახლა 😀
10.უფრო იმაზე ნერვიულობთ რომ სწორედ გააკეთოთ რაიმე,თუ გააკეთოთ ის რაც სწორია?– არცერთზე, უბრალოდ ვცდილობ არასწორი, რამ არ გავაკეთო..

Continue reading “კითხვა-პასუხის რეჟიმში”

Advertisements

მრცხვენია, რომ…

ეს ჩემი პირველი თეგ-თამაშია და შესაბამისად პირველი პირადული პოსტიც გამოვა, ბოლოსდაბოლოს ჩემს სირცხვილზე უნდა ვისაუბრო. მადლობა სპამვრაითერს.

  • მრცხვენია, რომ ახლა პოსტს ვწერ, ხვალ გამოცდა მაქვს და ქსეროქსები მაგიდაზე მიდევს.
  • მრცხვენია, რომ დღეს ფეხბურთის გამო სამ საათამდე არ დავიძინებ და ქსეროქსები ისევ მაგიდაზე იდება.
  • მრცხვენია, რომ ძალიან ზარმაცი ვარ( განსაკუთრებით ბოლო დროს )
  • მრცხვენია, რომ ჩემს ლექტორს ჩემი მაისურის გამო არ მოვწონვარ.
  • მრცხვენია, რომ მის ლექციებს არ დავესწარი და არ დავუმტკიცე, რომ ცდებოდა.
  • მრცხვენია, რომ ჩემი პროფესია აღარ მომწონს და შეცვლასაც არ ვაპირებ.
  • მრცხვენია, რომ ძალიან უყურადღებო გავხდი.
  • მრცხვენია, რომ აუტანელი ვარ ხოლმე.
  • მრცხვენია, რომ ზოგჯერ ათასი უაზრობის გამო მრცხვენია.
  • მრცხვენია, რომ წირვაზე საუკუნეა არ ვყოფილვარ და ამის გამო არ ვწუხვარ.
  • მრცხვენია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც “პირჯვრის ამკრძალავი ნიშნის” დადგმაზე ფიქრობენ.
  • მრცხვენია, რომ დედაჩემი ჩემს გამო წუხს.
  • მრცხვენია, რომ საკუთარი თავის რჩენა არ შემიძლია.
  • მრცხვენია, რომ ამისთვის არაფერს ვაკეთებ.
  • მრცხვენია, რომ ძილზე უფრო დიდ დროს ვხარჯავ, ვიდრე კითხვაზე.
  • მრცხვენია, რომ სახლში ფროიდის ფსიქოანალიზი მქონდა და არ წავიკითხე( ახლა აღარ მაქვს და წაკითხვა მინდა 😦 )
  • მრცხვენია სათვალის ტარება.
  • მრცხვენია დეკოლტის ჩაცმა.
  • მრცხვენია , რომ მთელი ცხოვრებაა მოკლე თმა მინდა მქონდეს და არასდროს შემიჭრია მოკლედ ( თუმცა მალე ავისრულებ ამ ოცნებას :))
  • კიდევ ათასი რამის მრცხვენია, მაგრამ ამჯერად ესეც საკმარისია მგონი 😉