ალუბლის შესახებ

კარგა ხანი ვფიქრობდი როგორ დამეწერა “ჩემ შესახებ”, რამდენჯერმე გადავიფიქრე, ბოლოს მომბეზრდა ამდენი გადადება და გადავწყვიტე გაგეცნოთ…

მქვია ლიკა
ვარ – სტუდენტი;
მყავს – “ქიმიური და” ანუ “ჩემი სულიერი ტყუპის ცალი”
მაქვს – იუმორის ჩემეული გრძნობა, რომელიც მზიან ამინდში აქტიურდება, თუმცა ხუმრობა ზამთარშიც მესმის 😀
მიყვარს – შოკოლადი, კითხვა, ფილმები, ყავა, ჩაი (ზამთარში),ნაყინი ( მარწყვით ან ალუბლით), ფეხბურთი, ცეკვა, გამუდმებით მუსიკის მოსმენა, ჩემი ლეონარდო დიკაპრიო და მონიკა ბელუჩი, მთელი ბარსელონა მიყვარს ( კლუბიც და ქალაქიც) და კიდევ უამრავი რამ, რასაც ვეღარ ვიხსენებ;
ვოცნებობ – ერთდროულად ათას რამეზე. მინდა ვნახო ლონდონი, ბარსელონა და ერთხელ მაინც მოვხვდე ნოუ კამპზე…
ვფიქრობ – ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, სიზარმაცე რომ არ მიშლიდეს ხელს;
ვნანობ – ბევრ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა არ შევცვლიდი;
მაინტერესებს – ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, რასაც ვხედავ და ვერ ვხედავ…
მაღიზიანებს – როცა ცუდ ხასიათზე ვარ ყველაფერი;
მეშინია – სისულელე არ წამომცდეს რამე 😀
ვეძებ – გამუდმებით საკუთარი თავის ძიებაში ვარ;
ვკარგავ – ნივთებს,თანაც სახლში, როცა მჭირდება ვერაფერს ვერ ვპოულობ, არადა როცა არ მჭირდება თვალში მეჩხირება;
ვინახავ – ძველ ფოტოებს და საყვარელ სათამაშოებს;
მახსოვს – საშინელი მახსოვრობა მაქვს, მაგრამ ბევრი რამ მახოვს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვაკვირვებ;
მრცხვენია – საჭიროზე მეტი რამის;
მიკვირს – ამდენ იდიოტს როგორ უძლებს დედამიწა;
მწყინს – ზოგჯერ ისეთი სისულელეები სათქმელადაც არ ღირს;
მიხარია – გადადით შემდეგზე;
ვდარდობ – როცა არაფერი მიხარია;
ვაკეთებ – ბევრ რამეს, თუმცა მაინც უსაქმური მგონია ჩემი თავი 😀
ვხარჯავ – დროს, ფულს და ენერგიას;
ვკამათობ – ხშირად, მაგრამ არასდროს ვკარგავ წონასწორობას;
ვუხეშობ – ხანდახან, როცა იძულებულს მხდიან;
ვყოყმანობ – თანაც როგორ 😦
ვკითხულობ – ხშირად კონსპექტებს, თუმცა გამოცდებს შორის წიგნის წაკითხვასაც ვასწრებ;
ვამზადებ – ყავას და ცხელ შოკოლადს;
ვუყურებ – ფილმებს და ფეხბურთის მატჩებს;
ვუსმენ – ბობ მარლის, Placebo, Deep Purple, Nirvana, PINK FLOYD, AC/DC, The Killers, Janis Joplin, Kill it Kid, Radiohead და კიდევ მილიონს; ამ ბოლო დროს ესპანური სიმღერებიც შემიყვარდა, ჰოდა გამოვუჭედე ყველას ყურები 🙂
ვცხოვრობ – ხვალინდელი დღის მოლოდინით;
ვაგროვებ – ბედნიერად გასახსენებელ წუთებს;
ვიტყუები – ხანდახან, როცა საქმე მოითხოვს;
ვგიჟდები – გაგიჟებული ვარ უკვე 😀
ვიზიდავ – იდიოტებს და არანორმალურებს;
ვალამაზებ – საკუთარ ცხოვრებას, როგორც შესაძლებელია…

მოკლედ სულ ეს იყო;
ვერ გეტყვით ჩემს ბლოგს შემოსვლის დღიდან ვერ დაივიწყებთთქო, მაგრამ ვეცდები მხიარული და საინტერესო ვიყო და ხშირად შევძლო თქვენი აქ შემოტყუება 🙂

Advertisements

19 thoughts on “ალუბლის შესახებ

  1. გამარჯობა ალუბალო!
    მე ალუბალიც მიყვარს და ბალიც,გაზაფხულზე ტოტზე ლამაზად ახუნძლული რომ იყიდება ხოლმე აი ეგ ბალი მიყვარ ს :დ (მალე შემოვა) !
    შენი ბლოგი მომწონა, კარგია რომ აღმოგაჩინე,ჩაგნიშნავ ჩემთან და გესტუმრები ხოლმე !
    :*
    იმედია არ დაგღალე :* : )))))

  2. მეც მიყვარს ეგ ბალი 🙂
    არა, რა დამღალე პირიქით, მიხარია, რომ მესტუმრე…
    როცა გენებოს მაშინ შემოიარე ხოლმე :*

  3. ოღჩ!!! ძალიან მომეწონა ეს პოსტიიიიი

  4. ჩემი ორიგინალური. ძალიან მომეწონააა…. :*********
    უყურადღებობაში ნამდვილად ვერ შეგედავები ჩემო საყვარელო, სამაგიეროდ ფართო აუდიტორიის წინაშე ვამტკიცებ, რომ ამ ბლოგის ავტორი არის ყველაზე თბილი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე სამართლიანი… ნუუუ ლიკუნა არის “ყველაზე ადამიანი” :)))) 😀 ჩემი მონატრებული გოგო 😦 :*:*:*:*

  5. ,,მთელი ბარსელონა მიყვარს ( კლუბიც და ქალაქიც) ”-,,მინდა ვნახო ლონდონი, ბარსელონა და ერთხელ მაინც მოვხვდე ნოუ კამპზე…” Awwww ❤

    ,,ვიზიდავ-იდიოტებს და არანორმალურებს;''-იუ დონთ სეი :დ ❤ ეგ მეც მემართება :დ

    გუდ გუდ ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s