ადამიანობა როგორც ასეთი

group

სათაური დიდი ვერაფერი,
პოსტიც ალბათ ასეთივე,
მთავარია თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

მაშ ასე…

რადგან ერთხმად ვაღიარებთ, რომ ადამიანები განხვავებულები და ინდივიდუალურები არიან, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მათი კონფორმისტული ხასიათიდან გამომდინარე ცდილობენ ერთმანეთს, ოჯახის წევრებს და უცხო ადამიანებს მიბაძონ. ამ მცდელობაში იმდენად ემსგავსებიან ერთმანეთს და ის ინდივიდუალური საწყისი იმდენად უფერულდება, რომ თითქმის აღარაა შესამჩნევი.
მეტად მაღალფარდოვანი რომ არ იყოს იმასაც დავამატებ, რომ მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვერ ვიტან ამ მსგავსებებს, მასობრიობას და სულელურ გაერთიანებებს, საშინელ ყოველდღიურობასა და ბევრ შეხედულებას ანუ იმ ძირგამომპალ, ვითომ ისტორიულ სახოვარს, ჩვენი წინაპრებისგან რომ შემორჩა.

სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მხოლოდ ჭამა და ძილი არაა ბედნიერება, შეუძლიათ ფიქრი და უკეთესობის სურვილი აქვთ, მაგრამ ეს მასიურობა და „რას იტყვის ხალხი?“ ისე ძირ-ფესვიანადაა გამჯდარი საზოგადოებაში რთულია განსხვავებული ან დამოუკიდებელი შესთავაზო მათ. რატომაა საშიში ცვლილებები? ეს ქართველობას ნაკლებად გვართმევს, ვიდრე ჯეკ დენიელსის სიყვარული. რატომ ლანძღავენ ახალ თაობას? რადგან უსამართლობას ვერ ეგუებიან? ან იმიტომ, რომ ზოგჯერ მათი სურვილები არ ემთხვევა გარესამყაროს და შეცვლას ცდილობენ? ამით არც ტრადიციებს ვკარგავთ და არც კულტურულ ფასეულობებს.
ჰო, თქვენ ყოველთვის ფიქრობთ რას იტყვის სხვა, რა იქნება სწორი ან უკეთესი, მაგრამ რას მიიჩნევთ სინამდვილეში სწორად? რატომ არის აუცილებელი აზროვნებდე ისე, როგორც სხვები? ფიქრობდე და იქცეოდე ისე, როგორც საზოგადოებაშია მიღებული.
ოდესმე ხომ უნდა მივეჩვიოთ რაღაცის დამოუკიდებლად კეთებას, ის გათქვეფილი ინდივიდუალიზმი ოდნავ მაინც რომ დაუბრუნდეს საწყისს.

რატომაა ასეთი სანატრელი ამ ქვეყნიდან გაქცევა? ყველა ხომ რაღაც ფანტასტიურს და საოცარს ხედავს უცხო ქვეყნებში. თავისუფლება, მხიარულება, გართობა, ბედნიერება, მაგრამ მელანქოლიაც. ჩვენ ხომ იძულებულს გვხდიან წავიდეთ და მერე უკან დაბრუნებულებმა თავბედი ვიწყევლოთ.
მნიშვნელოვანი აზროვნება და მისი თავისუფლებაა. მაშინ კი ყველა უცხოელი აღარ გვეგონება „ბოზი“ და „პიდარასტი“, ამ სიტყვების მთელი ქართული გაგებით. არც ქართველ კაცს მოუწევს რძალ-დედამთილის გაშველება ყოველ საღამოს. არც ქართველი ქალი ჩათვლის, რომ გათხოვების შემდეგ ქმარმა უნდა არჩინოს, რადგან იმ აზროვნებით ზრდიდნენ, რომ „ქალი ვიცი მე კუხნაში, კაცი კი შემომტანია ოჯახში“. არც მარშუტში ვიტყვით, რომ გაჩერებასთან გავიჩერონ და არც ჩასვლისას ვიჭიდავებთ სამგზავროს გადახდაზე.
ეს ყველაფერი დიდი ნაგავია და ჩვეულებრივი დეგრადაცია, რომელიც ვიღაცამ თუ ვიღაცებმა ტრადიციად აქცია და ყოველი განსხვავებული სიტყვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

ერთიანი ფონი ასეთია: ქართველი ბიჭები სოც.ქსელებში დიდ ძუძუებიან გოგოებზე იდორბლებიან და ერთმანეთს აგინებენ, თანაც საზოგადოებას ადანაშაულებენ, თვითონ კი მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ და გამუდმებით წუწუნებენ. გოგონები გახარებულები არიან ამ დორბლიანი ბიჭებით და ტელეფონების ვალებით დახუნძლულ მშობლებს ახალ საფიქრალს უჩენენ თუ შემთხვევით მათ მეგობარს უკეთესი ნივთი ან ტანსაცმელი აღმოაჩნდა. უფროსები, აი უკვე ახალი თაობის ლანძღვაში, რომ არიან, ამ უსაქმურობაზე დარდობენ, მაგრამ აბა საკუთარ შვილებს როგორ აიძულებენ მუშაობას?!

თუ ამ ყველაფერს პესიმისტურად შევხედავთ ძალიან დაგვერხა და არაფერი გვეშველება, მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ერთნაირი არ არის და ის თითო-ოროლა განსხვავებული შეხედულების ადამიანი შვება თუ არა უკეთესი მომავლის იმედი მაინცაა.

პ.ს მივხვდი,რომ სანამ მსგავსი პრობლემები იარსებებს ჩემ ბლოგსაც არ უწერია მიტოვება, მიუხედავად ხანგრძლივი შესვენებისა.

სიყვარულით
თქვენი ალუბალი ^^

4 thoughts on “ადამიანობა როგორც ასეთი

  1. იქნებ ადამიანი რომელიც საზოგადოების წესებს ემორჩილება ეშინია რომ მარტო დარჩეს და ამიტომ აკეტებს იმას რასაც საზოგადეობა “სთხოვს”?

  2. საზოგადოებას განუდგეს და მინიმუმ ეთიკის ნორმები არ დაიცვას ადამიანმათქო ამას არ ვამბობ. გააჩნია როგორი გარემოა და ადამიანები ირგვლივ. როცა ხედავ რომ აბსურდამდე მიდიან იმ შეხედულებებით (თუნდაც ოჯახთან და ცოლ-ქმრულ ურთიეთობებთან დაკავშირებით), არაა აუცილებელი დაეთანხმო.
    ვითომ თანამედროვე საზოგადოებაა და ისეთ საკითხებზე “ჭედავენ” გაგეცინება. ქართველმა ოდესმე უნდა ისწავლოს თავისი და სხვისი ცხოვრების გარჩევა, ისიც რომ არც წიგნის სათაურების დამახსოვრებაა “კაი ტიპობა”. ესაა პრობლემა და ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს.

Leave a reply to ioane2014 კომენტარის გაუქმება