31 მაისის პოსტი ანუ ზაფხულიც მოვიდა

student-clipart-2

მშვენიერი მზიანი დღე იყო. ახლაც ისე ცხელა თავი საჰარაში მოსიარულე ბედუინი მგონია, მაგრამ ეგ არაფერი მთავარი ისაა, რომ დღეს 31 მაისია. მოკლედ, დავხედე ტელეფონს და აღმოვაჩინე, რომ გაზაფხულის ბოლო დღეა, იფიქრებთ მერე რა, დიდი ამბავიო, ეგ ხომ ყოველ წელსააო?! მაგრამ ბედნიერება ხომ წვრილმანებშია. მე კიდე წელს გამახსენდა ასე განსაკუთრებულად. ჰო და პოსტის დაწერა გადავწყვიტე, ხვალიდან ხო ზაფხული იწყება, თანაც იმდენგვარი ემოციით ვარ სავსე, უნდა მოგიყვეთ რაღაც.

ასე, რომ ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებ :დ

დავიწყებ იმით, რომ დღეს გარეთ ფეხი არ გამიდგამს, ამიტომაც სიცხისგან განადგურებული მეგობრების სტატუსებს, რომ ვკითხულობდი ისე გავერთე თავი უკანასკნელი ნაძირალა მეგონა, რომელიც სხვისი უბედურებით ტკბება. არა და რა ვქნა, მიყვარს მზე, სიცხე და სინათლე, მაგრამ საერთოდ თუ ამოვწყდით ქართველი ერი ამ სიცხეებში და შევეწირეთ მზეს, ეგრეც არ მინდა. ხუმრობა იქით იყოს და ჩვენს ქვეყანაში ნორმა არც ამინდმა იცის, არც ადამიანმა.

ერთი კარგი ჭექა-ქუხილი ნამდვილად გამახარებდა ახლა…

ნორმაზე გამახსენდა, რატომ გახდა ასეთი მოდური ეს ბადიანი ზედები თუ რაღაცა ჯანდაბა? აი ისინი “დაკლეტკილი” რომაა და ლამის მთელი სხეული მოჩანს; თან ასაკის და წონის განურჩევლად, რომ აცვიათ, შავ ბიუსჰალტერზე. ეტყობა სიშიშვლე ისე ჩვეული გახდა სრულიად საქართველოსთვის, ე.წ ლიფით სიარული საერთოდ აღარ ტეხავს.

მოკლედ, ძაღლი ყეფს ქარავანი მიდისო ნათქვამია…

მე კიდე, ჭიქაში მეექვსედი ყავით, ვზივარ და ვბოდიალობ. საწოლზე გაშლილი წიგნი მიდევს, რომელსაც დამთავრება ვერ ვაღირსე. პარალელურად ვწერ მოთხრობას თუ ნოველას, რომელმაც სხვა დანარჩენებივით, არა მგონია ამ მცხუნვარე მზის სინათლე იხილოს, თუმცა მაინც გავაგრძელებ წერას, შუა გზაში ვერ მივატოვებ საქმეს. სამაგიეროდ უნივერსიტეტის დამთავრებას აღვნიშნავ მალე, ფინალური გამოცდებიც და ამოვისუნთქავ. ერთადერთი სტიპენდია მომენატრება ალბათ, მაგრამ ეგ არაფერი, სამსახური ამინაზღაურებს დანაკლისს თუ ყველაფერი კარგად იქნა.
სამსახური ვახსენე და ბანკი გამახსენდა. ეგ ხომ უნივერსალური ადგილია ყველა პროფესიის ადამიანისთვის, ნაცნობი თუ გყავს მთლად უკეთესი. უზრუნველად მოიკალათებ და თვის ბოლოს მშვენიერ ხელფასს მიიღებ. ახლა არ თქვათ ნაცნობობა არ ჭრისო, მშვენივრადაც ჭრის ამ ქალაქში.
ჩვენი მთავრობა კი ეკლერებით და კომპოტებით ხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს (ეს ხო ვერ მოვინელე ვერაფრით :დ), თვითონ “კანში ვეღარ ეტევა”; ხალხი აქციებს მართავს; ზოგი ილანძღება; ზოგი ქვეყნიდან გარბის და ზოგი შემორბის; პრეზიდენტს კი ხანგამოშვებით ვხედავთ, სახეზე მაინც, რომ ვიცნოთ.
ძალიან, რომ არ დავამძიმო პოსტი და არც თავი მოგაბეზროთ, აქ შევჩერდები. ისედაც ზაფხული დაიწყო უკვე და დამაგვიანდა…
რჩევის რა გითხრათ, მაგრამ ვისურვებდი ცოტა სიხარული და იუმორის გრძნობა მომატებოდეთ ადამიანებს, ამპარტავნება დაეცხროთ, იდეები განეხორციელებინოთ, მთელ დღეს სოციალურ ქსელში არ ატარებდნენ და შვიდასი სასოწარკვეთილი სტატუსი არ წერონ გოგოებმა ბიჭებზე და პირიქით, სასურველია შხაპი მიიღონ (სხვაგვარად რთულია ზაფხულში საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაძლება) და ხანდახან გაიღიმონ…
სულ ესაა…

სიყვარულით
თქვენი ალუბალი

Advertisements

8 thoughts on “31 მაისის პოსტი ანუ ზაფხულიც მოვიდა

    1. არ ვიცი, ალბათ სტაბილური ეჩვენებათ, ან მეტი ამბიცია არ აქვთ, ან კიდე უკეთესი არაფერი გონიათ. კაცია და ხასიათი 🙂

      1. ჰო, ისე ამბობენ ხოლმე ბანკში ვმუშაობო, გეგონება პრეზიდენტის მრჩეველი იყოს :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s