ღია წერილი საზოგადოებას

670px-Calm-Down-Step-1-Version-2

შესაძლოა პოსტი აგრესიული მოგეჩვენოთ, მაგრამ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ!
თუ საკუთარ თავს ამოიცნობთ, ათამდე დაითვალეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და მერე იმოქმედეთ!

მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძაან გაატრაკეთ საქმე თქვენი პრობლემებით.
თუ რამე პრობლემა გაქვთ, სოციალურ ქსელებში დასტატუსებას, წადით და მიხედეთ. დაწერა და სმაილებით გამხნევება გიშველით? თუ არ ეშველება ნუღარ შემჭამეთ და თუ ეშველება, ასწიეთ პატივცემული უკანალი და იმოქმედეთ.
უკომპლექსობის დასამტკიცებლად რუსულ, ინგლისურ ან ჩინურ ენაზე გინება რატომ მოიგონეთ, როდესაც იგივეს გაკეთება ქართულად მშვენივრად შეიძლება? (თანაც უფრო მრავალფეროვნად), მაგრამ ეს ნაკლებ “სვეცკურია” ხო? სულ დამავიწყდა. თან გოგონების მხრიდან გინება და ბილწსიტყვაობა ხო ძალიან თანამედროვე და მისაბაძია. ასე გააგრძელეთ, არ შეჩერდეთ. პარალელურად სხვადასხვა ენებზეც მიამატეთ იგივე ფრაზები და მერე იტყვით ბევრი ენა ვიცითო.
ან ეს ე.წ თაყვანისმცემლების გასაჯაროება რა უბედურებაა? სადმე თუ დაგპატიჟათ ან რამე გაჩუქათ უარესი, მერე დაქალები, რომ გამშვიდებენ და გულებს გიწერენ. გასაჯაროება ვახსენე და საუკეთესო მეგობრის ურთიერთობაში დამატება გამახსენდა. რა ჯანდაბაა ლესბოსური თუ პლატონური სიყვარულის ფრქვევა. ბიჭებმა, რომ ეგ “იკადრონ” ტაბურეტსაც არ აკმარებენ. გოგოებმა კიდე გაუტიეს მთლად.
ან კიდევ ყელში თუ გაქვთ ამოსული აქაურობა, დაახვიეთ რა უბრალოდ. თუ წასვლას ვერ ახერხებთ და ამდენად წუხართ, მაშინ გააუქმეთ სოციალური ქსელები, გაწყვიტეთ კონტაქტები, დაამტვრიეთ “სელფშოტისთვის” ნაყიდი ტელეფონები და აღარ გამოხვიდეთ სახლიდან.
ეს ვითომ თამამი განცახდებები რაღა უბედურებაა, პროვოკაციის გამოწვევას, რომ ცდილობთ თან. სექსი იმდენად გაცვეთილი თემაა, რომ უკვე მაია ასათიანიც აღარ აკეთებს გადაცემას; ხსნისთვის კი მადლობა გადავუხადოთ თინა მახარაძეს, რომ უფრო აქტუალური საკითხი წამოწია წინა პლანზე და ამ გამწარებულ ქვეყანას ახალი საფიქრალი გაუჩინა, თორემ იმ “უხამსი სიტყვის” მნიშვნელობა არც იცოდა ხალხმა.
რელიგიისა და ქართველობის დამცველებზე, ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ვინ, როდის და რომელი მხრიდან დაგახევს თავზე ფერად ნივთს კაცმა არ იცის. ამ ყველაფერს კი თვალში არ მოსვლით გაამართლებს და შენც “იმნაირობას” დაგწამებს, ქვეყანა, რომ “გადაარჯულეს”.
რა მინდა გკითხოთ, საუბრისას, რომ ყოველ მეორე სიტყვად სასქესო ორგანოებს, იყენებთ ბიჭები, კაი ტიპობაა ეგ? თუ უკომპლექსობაა?? მე ვულგარულობას და გაუნათლებლობას უფრო ვუწოდებდი, თორე ვის არ შეუგინია?!

კიდევ რამდენი სისულელე უნდა ვნახო, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ დავწერ?!
ეს სტატუსად განკუთვნილი ტექსტი კი პოსტად იქცა.
მე არც რჩევა-დარიგებებს გაძლევთ და არც ჭკუას გასწავლით, უბრალოდ იაზროვნეთ. დანარჩენი კი თქვენ იცით.
სიყვარულით,
თქვენი ალუბალი

Advertisements

8 thoughts on “ღია წერილი საზოგადოებას

  1. რაღაცეები ძალიან ცუდად, უხეშად მოხვდა ყურს, აშკარად ეტყობოდა, რომ ემოციებს აყოლილი ადამიანის სიტყვები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოწონება.

    1. ჰო, ემოციების გამოსახატად დავწერე, ასე პირდაპირ და უხეშად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად კორექტული ვარ, არც ამდენს ვუხეშობ, ამჯერად ვაფრქვიე ემოციები :დდ
      აღვნიშნე კიდეც, რომ სტატუსად ვწერდი, მაგრამ პოსტად იქცა..

    1. “სელფშოტსაც” გააჩნია, თორე თითო-ოროლა ყველას აქვს გადანაღები. საავადმყოფოებში, ბანკებში, მარშუტებში, რა ვიცი კიდე სად აღარ დამინახავს, ოდნავ დაპრუწული ტუჩებით და მინაბული თვალებით ადამიანები…
      თან მარტო ფოტოები, რომ იყოს პრობლემა ვინღა დაეძებს, ერთიანად გაგიჟდა ყველა მგონი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s