ყოფიერება, როგორც სასიცოცხლო პრობლემა

bigstock-Difference-man-and-woman-092413

თანამოსასმენი მშვიდად კითხვისთვის

ადამიანები – მრავალფეროვნები, ხმაურიანები, კეთილები, ჯანმრთელები, ლმობიერები, ბედნიერები, სიცოცხლით სავსენი.
ადამიანები – მრავალგვარი პრობლემის გამომწვევები, შემქნელები მრავალი სასწაულის და უფრო მეტის გამანადგურებლები.
ადამიანები – მხიარულები, მოწყენილები, დაღლილები, ბედნიერები, დეპრესიულები, აგრესიულები, მოღუშულები, ხალისიანები. ადამიანები – არსებები, რომლებიც საუბრობენ, ფიქრობენ, მოძრაობენ, ჭამენ, იცვამენ, ძინავთ; აქვთ უამრავი რუტინა, რომელზე დაფიქრებამაც შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს. ამ რუტინათა უმრავლესობა სასიცოხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ ჩვენივე საზიანოდ უფრო მეტად ვეჩვევით მათ. ძალიან მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საკუთარი უსუსურობა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის მესამედს ძილში ვატარებთ, დანარჩენ დროს კი ერთმანეთს ან საკუთარ თავს ვერჩით.
ეს მხოლოდ დრამატული მხარეა, რადგან უამრავი დადებითი აქვს ჩვენს არსებობას, მაგრამ თვითონვე გვიჭირს ამის დანახვა. გვტანჯავს ისეთი ყოფა-ცხოვრებისეული მოვლენები, როგორიცაა უძილობა, თუმცა შეგვიძლია მისი მარტივად მოგვარება თვალების დახუჭვით (პარალელურად ითვლი: მოდიოდა ერთი მგელი, მოდიოდა ორი მგელი…), თუნდაც ფიქრით, რთულ შემთხვევაში კი ძილის წამლით;

უსაქმობა, რომელსაც გამუდმებული წუხილი ერთვის და ხელის განძრევა არავის უნდა (თუმცა ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში უფრო ღრმა ჭრილში განიხილება, მაგალითად: უმუშევრობა, რომელიც ბევრად რთული საკითხია);
უნივთობა – საშინელი მეწვრილმანეობა, რომელიც ყველაზე მეტად გვაშორებს ერთმანეთს და ბავშვობიდან აჩვევენ ადამიანებს მათზე დამოკიდებულებას, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ხელისშემშლელია “კაცთმოყვარეობის საკითხში”, რამდენადაც შესაძლებელია მსგავსი ცნების არსებობა;
უსიყვარულობა – მას თან სდევს უამრავი პრობლემა თუ პიროვნული თვისებები: ეჭვიანობა, პატივმოყვარეობა, უღირსობა და სხვა მისთანანი, რომელთა გამოსწორების მაგივრად “სიყვარულის ობიექტების” შეცვლას ლამობენ. ყველაზე ნაკლებად უერთმანეთობა გვაწუხებს; სიბრაზისას კი ატომური ბომბის აფეთქების იდეა ზედმეტად მომხიბვლელიც კი გვეჩენება, ამ ტოლერანტობით აღსავსე სამყაროში.
საინტერესოა, რაოდენ გვიყვარს სხვების ავ-კარგიანობაზე საუბარი; განსაკუთრებით ავსა და ცუდზე, ღალატზე, ჩხუბზე, დამცირებასა და შეურაცხყოფაზე, რადგან ასე უფრო ადვილად ვახერხებთ ერთმანეთის “შემკობას” არც ისე სასიამოვნო ეპითეტებით და თითქოს სამყაროში ჩვენი წვლილი შეგვაქვს სხვისი ცხოვრების გაქიაქებით, თუმცა შესაძლოა ამ დროს საკუთარი ისეთი დაულაგებელი აღმოგვაჩნდეს, რომ წარმოდგენაც კი გაგვიჭირდეს.
ზოგჯერ ამ ყველაფრით ვითრგუნებით, ზოგჯერ გვცივა, ზოგჯერ გვწყურია, ვეძებთ პასუხებს კითხვებზე, ვუფიქრდებით ცხოვრებას და ჩვენ საკუთარ ქმედებებს, მაგრამ მალევე მოთხოვნებს მარტივად, ინსტიქტურად ვიკმაყოფილებთ – ვიცმევთ, ვსვამთ და აღარ ვფიქრობთ, ასე ხომ ნაკლები საზრუნავი გვექნება.
ასე მარტივად, არსებობის მანძილზე თითქმის შეუმჩნევლად გვიფრინდება დრო ისე, რომ ვერ ვასწრებთ პატიებას, შეყვარებას, თხოვნას, სიკეთეს, გულწრფელ გაღიმებას და სიცოცხლეს საკუთარი თავისთვის, მერე კი ვწუწუნებთ ხანმოკლე დროზე, რომელიც ზოგჯერ საკმარისზე მეტიც კია.
… და მაინც ადამიანები – იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მრავალფეროვნები, ხმაურიანები, კეთილები, ჯანმრთელები, ლმობიერები, ბედნიერები და სიცოცხლით სავსენი.

Advertisements

3 thoughts on “ყოფიერება, როგორც სასიცოცხლო პრობლემა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s