(მ)ორალისტები, გმირები და ლოკოკინები

ვიაჩესლავ მიშენკოს ფოტო

სათაურში ჩამოთვლილი სამი პუნქტიდან, ორი იმდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რომ წარმოუდგენელიც კია მათზე საუბარი ლოკოკინებიდან დავიწყო; თუმცა,რომ არა ისინი განსაკურებით კი ვიაჩესლავ მიშენკო ამ ყბადაღებულ საკითხებს არ შევეხებოდი.

სწორედ მის მიერაა გადაღებული ეს მშვენიერი ფოტო, რომელიც არაჩვეულებრივ განწყობას ქმნის, სინათლით და ფერების სიხასხასით (მე კი პოსტის დაწერისაკენ მიბიძგა). ორი ძალიან პატარა არსება, რომელსაც თითქმის ვერავინ ამჩნევს, არსებობისთვის იბრძვის; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შეიძლება გრძნობებსაც გამოხატავდეს (რამდენადაც ეს შესაძლებელია და თუ ძალიან მხატვრულად არ ჟღერს)

სწორედ ასეა ადამიანებიც, რომლებიც უფრო შესამჩნევად (სინამდვილეში კი შემაწუხებლადაც) იბრძვიან თვითგადარჩენის, თვითდამკვიდრებისა და იმ ყველაფრისთვის, რაშიც “თვით” ანუ საკუთარი თავი ურევია. ვიღაც, განდიდების მანიით ან საკუთარი თავით შეპყრობილ ნაძირალას კი შეუძლია ამბიციებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შესწიროს, რადგან ასეთია მისი სურვილი. ამ სურვილებს კი ყოველთვის უბრალო ადამიანები ეწირებიან, რომელთა არსებობასაც იმ ლოკოკინებივით ვერ ამჩნევენ ზედა ეშელონებში მშვიდად მოკალათებული, გაქსუებული მილიონრები. მსოფლიო კი შეძრულ-შეშფოთებულია და კაცმა არ იცის როდის შეძლებს ისე დამშვიდებას, რომ ხალხის სისხლი აღარ იყოს საჭირო წესრიგისათვის. ეს ხალხი კი ელოდება როდის ისურვებს ნაძირალათა უფრო დიდი რაოდენობა საჭირო ადგილის განძრევას, უფრო მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.
არც კი ვიცი რა შეიძლება ვუწოდო შიშველი ხელებით, ტყვიის წინააღმდეგ, საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვას – გმირობა თუ სიგიჟე, მაგრამ ასეთი გმირული სიგიჟეები კვებავს სამყაროს, რათა საბოლოოდ არ განადგურდეს.

ამ ყველაფრის ფონზე კი ქართულ ტელესივრცეში ჩნდება ახალ “ბრძენმეტყველთა” ნაკადი, რომელიც მოუწოდებს ხალხს თავისუფალი ცხოვრებისა და აზროვნებისაკენ, რომელიც უკვე წინასწარ უქმნის ჩარჩოებს იმის შეხსენებით რა არის ცუდი და რა კარგი, რა ძველმოდურია და რაა სასურველი. მთელი ქართველი ერი კი ამ მშვენიერ “მქადაგებლებს” (განსაკუთრებით ერთ-ერთ მათგანს) რადგან ტალახის სროლას ვერ ახერხებს, ლანძღვა-გინებას და ქოქოლას აყრის, ერის გარყვნისა და ეროვნების შეუსაბამო ქცევისათვის; სინამდვილეში კი საკუთარი კომპლექსების დამალვას იმ უზარმაზარ სამყაროში ცდილობს, რომელიც მისი კომპიუტერის ეკრანს გარეთაა.
ჰო, ისინი – სწორედ ამ თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც შეიძლება ბევრი უარყოფითი მოუძებნო, რომლებიც შენს ირგვლივ ცხოვრობენ, საკუთარ მომავალზე ზრუნვის მაგივრად, თანატოლებს ისეთი ბილწი სიტყვებით მოიხსენიებენ, რომ მათი ამორალურობა, “იმ სხვათა” ორალურობაზე გამაღიზიანებელია.
თუმცა, როდესაც საქართველოს სახე – ქართლის დედა შამფურ-მწვადებითა და ხინკლით “აღჭურვილი” დგას, თანაც დღევანდელი საქართველოს ყოფის ამსახველია, ნამდვილად ღირს დაფიქრება იმ საკითზე რა უფრო მნიშვნელოვანია მუცლის ამოვსება თუ გონების განვითარება?!
ერი კი პრობლემას ბილწსიტყვაობასა და ამორალურობაში ხედავს; თუმცა რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ყველაზე მაგარ ტიპებად ისინი ითვლებიან, ვისაც სექსუალურ ურთიერთობებზე თამამად შეუძლიად საუბარი, ან კიდევ უარესი – საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე. მთავრი პრობლემა კი ისაა, რომ ვერაფრით ვისწავლეთ ამ ამოჩემებული სიტყვის- საკუთარის მნიშვნელობა. დიახ, ზუსტად ამ პირად და სხვის საკუთარ სივრცეებში ცხვირის ჩაყოფით სუნთქავს ქართველი ერი, სწორედ სხვისი ლანძღვა-გინება სიამოვნებს ყველაზე მეტად და თავის ცხოვრებას ვერაფერს უხერხებს.
ეს “ბრძენმეტყველებიც” ეპატაჟური გამოსვლებითა და რამდენიმე კვირიანი პოპულარობით იმდენად იკარგებიან ამ პატარა ქვეყანაში, რომ მხოლოდ თეორიული გახსენებაა შესაძლებელი.

სიმართლე კი ისაა, რომ ქართველ ხალხს აღარ ცხვენია ამ ყბადაღებული სიტყვების თქმა და პირჯვარსაც აღარ იწერენ, იმიტომ, რომ თურმე მეხის დაცემას არ იწვევს;
სიმართლეა ისიც, რომ გამოღვიძება მართლა გვჭირდება და ეს სულაც არაა სირცხვილი;
უფრო მეტი განათლება და განვითარება გვჭირდება;
დამოუკიდებლობა და ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ;
ოდესმე ალბათ მოვახერხებთ კიდეც,
მანამდე კი თუ ვინმეს ამ ყველაფრის ატანა იმდენად ცუდად ხდის, რომ ვერ სუთქავს შეუძლია წაბრძანდეს საქართველოდან ან შეცვალოს რამე, პირველ რიგში კი საკუთარი თავით დაიწყოს..

პატივისცემით
თქვენი ალუბალი

Advertisements

2 thoughts on “(მ)ორალისტები, გმირები და ლოკოკინები

  1. ყბადაღებული თემაა უკვე უკრაინა,თინა მახარაძე,მორალი და ორალი,მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო პოსტია,რაც წამიკითხავს . ყველაფერში აბსოლუტურად გეთანხმები )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s