ღმერთი და ადამიანები

WhereisGod

აუცილებელი თანამოსასმენი!

“ღმერთი- სიყვარულის, რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, “ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათებელია ყველა რელიგიისთვის, გარდა პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა. იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა და რწმენის განსახიერება.”

აი რისი თქმა შეუძლია ვიკიპედიას ღმერთის შესახებ. ასე მოკლედ და უბრალოდ იმ საკითხზე, რაზეც მსოფლიო ალბათ ვერასდროს შეთანხმდება.

ეს განმარტება ზოგისთვის სრულიად მისაღებია, ზოგი კი ურჯულოსა და მკრეხელს უწოდებს, ვინც ღმერთის შესახებ საუბრისას მსგავსი უბრალო ფრაზით შემოიფარგლება. ზოგისთვის ღმერთი მთელი ცხოვრებაა, არსი და განმსაზღვრელი მისი ყოველი ნაბიჯის, ქმედების. სწორედ ასეთი ადამიანები უძღვნიან თავს იმ ძალას, რომელიც ყველაფრის საწყისია. ახლა კი, მიდი და ესაუბრე მათ ამ უზენაესი ძალის არსებობა – არ არსებობაზე, ეს ხომ მათი მთელი ცხოვრების გარდაქმნაა, შეურაცხყოფა და დამცირებაა.

არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ღმერთი ხსნაა, მშვიდი ძილისა და სიზმრების საშუალება, რომელიც მათ მღელვარე ცხოვრებას ამშვიდებს, იძინებენ და იღვიძებენ იმის იმედით, რომ ამ მცირეხნიანი სიცოცხლის შემდეგ მარადიული, ბედნიერი და ტანჯვისგან განთავისუფლებული სიცოცხლე ელით. ისინი ყოველ ფრაზაში ღმერთს ეთაყვანებიან, ცდილობენ ამ ხსნისთვის იცოცხლონ; თანამედროვე მსოფლიოში კი იწონებენ და აზიარებენ წმინდანთა ფოტოებს, წერენ ლოცვებსა თუ ეპისტოლეებს და აწვდიან სამყაროს რელიგიურ ნაწილს, რომლებიც ამ “ეშმაკისეულ ტექნოლოგიებს” რწმენისთვის იყენებს.

ამ ადამიანთა ნაწილი კატეგორიაა ისეთი ხალხისა, რომელიც “მარხვაზეა”, ლოცულობენ და მარხვისას იცვამენ კაბებს, ატარებენ თავსაფრებს რამდენიმე საათით და აბარებენ აღსარებას, მერე კი სუფთა სინდისით იგივეს აკეთებენ, რაც ერთი კვირის შემდეგ უნდა მოინანიონ; სხვებს მორჩილებისა და ლოცვისაკენ მოუწოდებენ და ყოველი გაჩენილი კითხვისთვის ათობით მეტანიას მორჩილად ასრულებენ. ისინი დღეს რიგში დგანან ეკლესიასთან და ლანძღვა-გინებით მიიწევენ წმინდა ნაწილებთან მისაახლოებლად, მერე კი აღტკინებულები უბრუნდებიან საკუთარ სამყოფელს.

ის “სხვა ადამიანები” კი სამყაროს ნაწილია, რომლებიც გარედან უყურებენ ამ ყველაფერს, უყურებენ მორწუნეებისა და ურწმუნოების სიტყვიერ, ზოგჯერ კი ფიზიკურ დაპირისპირებებს, ხანდახან კი ათეისტებსაც უწოდებენ, რაც ძალიან ხმამაღალი გამონათქვამია მათთვის. მერე ისინი ჩუმად არიან, რადგან ზოგიერთი მათგანის ღმერთი არაა ისეთი ყოველდღიური, რომ თითოეულ სიტყვად პირზე ეკეროს; არც ისეთი ნივთიერი, რომ მის ხატებას ყოველდღიურად ეთაყვანოს; ზოგჯერ უბრალოდ მასთან მშვიდად საუბრობს, რომ გაიგოს რა ჯანდაბა შეიძლება ეშველოს სამყაროს, მას და სხვა ადამიანებს?! საერთოდ რისთვისაა რწმენა და ღმერთი საჭირო?? თუმცა ამ კითხვებზე საჭირო პასუხები მრავალჯერაა მოცემული იმ ადამინების მიერ, რომელთა უმრავლესობა ე.წ იმიერშია გადასული და თუ მართლა რაიმე არსებობს ან ბედნიერებით აღსავსენი ან მარადიული ტანჯვისთვის განწირულები ადევნებენ სხვა მათნაირებს და უარესებს თვალს.

ურწმუნოება კი მოდაში შემოდის, გაუნათლებლობასთან ერთად, ისევე, როგორც ოდესღაც ჯინსები და კედები, ან უბრალოდ წითლად შეღებილი თმა; მერე დასცინიან და აგინებენ იმათ, ვინც “დროს კარგავს” ეკლესიაში და უარეს სასაცილო მდგომარეობაში ცვივდებიან, როდესაც სასოწარკვეთილების წუთებში სწორედ ღმერთი ახსენდებათ და მას სთხოვენ დახმარებას.

ამ ურწმუნოთა ნაწილი კი უბრალოდ “უღმერთოდ” ცხოვრობს. აი ასე, უბრალოდ: იღვიძებენ, იცმევენ, მუშაობენ, ჭამენ, საღამოს საუბრობენ ცოლებთან და შვილებთან, მერე კი იძინებენ ხვალინდელი დღის მოლოდონით. მათი გაგება არც ისე რთულია, რადგან ლოგიკური და მეცნიერული თვალსაზრისით ყველაზე ახლოს სიმართლესთან ისინი არიან.
ზოგჯერ კი გამოჩნდებიან “ხალხის მომქცევნი” და მოიშველიებენ ათას მაგალითს, რათა რწმენადაკარგულები ან ისინი, ვისაც ის არასდროს ჰქონია, დაარწმუნოს ღმერთის არსებობაში. განსაკუთრებით ცნობილი ნიცშეს დამარცხებაა ღმერთთან ჭიდილში ან კანტის არეული საუბრები; კიდევ ათასი სასწაული, რომელიც ყოველდღე ჩვენს ირგვლივ ხდება, თუმცა ეს სასწაულები აჩენს კითხვას თუ სადაა ღმერთი? ათასასი უსამართლობა და მობეზრებული სიცოცხლე გიჩენს ასობით კითხვას, რომელზე პასუხის გაცემაც არავის შეუძლია.

აი ასე უბრალოდ, ყოველდღიურობაში ჩაფლულები ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ბევრი რამით გვანან ერთმანეთს და ცოტათი განსხავდებიან, თუმცა ამის აღიარება ძალიან უჭირთ ამ “ინდივიდუალიზმის ხანაში”.
მე კი არც ახალს ვამბობ არაფერს და არც უცნაურს, რადგან ამ საკითხებითაა სავსე ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სოციალური ატმოსფერო და ზოგი ჩუმად, ზოგი კი ხმამაღლა საუბრობს. მე არცერთ თქვენგან არ მოვუწოდებ, არ განვიკითხავ, არ დავცინი, არ ვებრძვი, უბრალოდ ვფიქრობ და ვწერ. თუმცა ვიღაც ალბათ გამოჩნდება, რომელიც კიდევ ერთხელ შემაჩვენებს ჩემი მკრეხელობის გამო, ამდენი კითხვისა და დაუმორჩილებლობისთვის, მაგრამ როგორც ამბობენ ჩვენ ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი.

სიყვარულით
თქვენი ალუბალი

Advertisements

2 thoughts on “ღმერთი და ადამიანები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s