ჩვენ – ადამიანები

images

ჩვენ – ადამიანები, განსაკუთრებით ქართველი ადამიანები-“ხალხი, რომელიც განთქმულია ლამაზი სადღეგრძელოებითა და სუფრის ტრადიციებით, დროის უყაირათო ხარჯვითა და სხვა ჭეშმარიტი ქართული თვისებებით” (სხვა საკითხია რამდენად ლამაზი და ჭეშმარიტია ჩვენი სადღეგრძელოები თუ წესები).

ზოგჯერ რთულია ამ მსუნთქავ, მოძრავ და ძირითადად გამანადგურებელ არსებებს ადამიანები უწოდო, რადგან საკუთარი საუბრით, მოქმედებებით და მზერითაც კი გაიძულებენ იფიქრო, რომ ყველანი ერთნაირი მონოტონურობით ცხოვრობთ, მუშაობთ, სუნთქავთ, ჭამთ და ეჯაჭვებით ნივთებს, განსაკუთრებით კი ძვირიან ნივთებს, რომლებსაც მომავალში არანაირი ფასეულობა არ გააჩნია. ფიქრობ ამ ყოველივეზე და ღიზიანდები თუ რატომ არიან ადამიანები კმაყოფილნი იმ ერთფეროვნებით, რომელიც ოდესღაც ვიღაცამ შეუქმნა და არც კი ცდილობენ გარკვევას რა არის მათთვის მეტად ფასეული.
ამდენი განსხვავებული ადამიანის ასეთი მსგავსება დამღლელად თვალშისაცემია; შენ იწყებ შესწავლას თუ რას წარმოადგენენ ისინი, როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ და ხედავ მთელ ისტორიას, რომელსაც ერთგვარად ახარისხებ.

დღეს რიგითი სტუდენტი ნახე, რომელიც მამამისის ნაჩუქარი მანქანით სიგნალით იკვლევდა გზას, თუმცა იმავე უნივერსიტეტის მოხუცი პროფესორი ორ ადგილას მუშაობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს.
სადღაც მსუქანი პოლიტიკოსიც გამოჩნდა, დაქცეული და გაუბედურებული ქვეყნის აღორძინებას, რომ ქადაგებს; იმ ქვეყნისას, რომელსაც ნორმალური ბიუჯეტი, სასწავლებლები და პრეზიდენტიც კი არ გააჩნია. ქვეყნისა, რომელშიც არსებობენ ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ადამიანები; ლოთი ქმრები, რომლებიც საკუთარი ცოლების დამცირებას კაცობად თვლიან; “რას იტყვის ხალხი”- იდეოლოგიით შეპყრობილი ახალგაზრდები.
გვერდი ვიღაც ბრაზიანმა, უხალისო ტიპმაც გაგიარა, თუმცა ქუჩაში მიმოხედვის შემდეგ შენ უარეს ხასიათზე დადექი; სამაგიეროდ საკუთარი მეზობლების დანახვისას მოგვრილი ღიმილი გავიწყებს იმ გარყვნილ, შუახნის კაცს მარშუტიდან ჩასვლისას ქალებს უკანალზე, რომ უყურებს (ეს უკეთეს შემთხვევაში).
მწარედ იცინი იმ გოგონას საუბრის მოსმენისას, რომელიც ტრანსპორტში მთელი ხმით გაჰკივის დედამისის მიერ გამოგზავნილ ამანათზე, რომელიღაც ქვეყნიდან და სიამაყით საუბრობს, რომ ბინა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იყიდა.
უნდობლად უყურებ ადამიანს, რომელიც მთელი ძალით ცდილობს შენი კეთილგანწყობის მოპოვებას, რადგან უკვე ხვდები, რომ რაღაც უნდა გთხოვოს; ეს ხომ ადამიანთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელია.
ასეთ დროს მეტს ფიქრობ უიმედო მომავალზე; მრავალჯერ გადადებულ საქმეებზე; სამომავლო გეგმებზე რომლებიც ოცნებებადაც იწოდებიან და ცდილობ ბოლომდე არ გაგიცრუვდეს იმედები; თუმცა უკვე კარგად იცი, რომ ჩვენ-ადამიანები, ეს უცნაური არსებები, რთული ამოსაცნობები აღარ ვართ!

პ.ს მოკლედ, წლის პირველი პოსტი არც ისე დადებითია, მაგრამ გული არ გაიტეხოთ ბედნიერ პოსტებსაც შევქმნი 🙂
რაც შეეხება ჩემი ბლოგის 2 წლის იუბილეს, რომელიც ჩემდა სამარცხვინოდ საიტმა შემატყობინა, ვერ “ავღნიშნე”, თუმცა მადლობას გიხდით, ვინც კითხულობთ, წერთ და თუნდაც ერთხელ მაინც შემოდიხართ ჩემთან ^_^

Advertisements

4 thoughts on “ჩვენ – ადამიანები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s