უნივერსიტეტი, როგორც სასჯელი

nbn-science-of-studying

ალბათ სათაურმა გაფიქრებინად, რომ უნივერსიტეტის, სწავლის ან რაიმე კონკრეტული დეტალის ლანძღვას წაიკითხავთ, მაგრამ ასე არ არის, შეურაცხყოფა ზოგჯერ მოსაბეზრებელია; უბრალოდ მინდა დაინახოთ, როგორია სტუდენტების უმრავლესობის ტიპიური მდგომარეობა დღეს.

სწავლა (მას შეიძლება ეგრედ წოდებულიც დავარქვათ, ზოგიერთ შემთხვევაში), როგორც ყოველთვის 9 საათზე იწყება; თუმცა მეორე და მეოთხე კურსელები, მხოლოდ პირველ საათზე უერთდებიან სტუდენტური ცხოვრების ყოველდღიურობას. უერთდებიან- ეს ოფიციალურად, თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისები, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. სწორედ ეს უკანასკნელნი (მეოთხე კურსელები) არ დადიან უნივერსიტეტში ყოველდღიურად. არა თუ არ დადიან, “ურცხვად აცდენენ და შლიან” სასწავლო პროცესს.
დიახ, მეგობრებო, თქვენ შეიძლება იღიმით, მაგრამ ამ დროს ნამდვილად ცდება თანხა, რომელსაც იხდიან სტუდენტები; ლექტორის ნერვები და დრო; ზოგჯერ განათლებაც, რადგან წინა საღამოს კარგად “მოემზადა” ლექციისთვის და კიდევ ერთხელ გადაიმეორა მასალა, რომელიც სტუდენტებისთვის უნდა გაეცნო. ამ დროს კი ასეთ სტუდენტთა უმრავლესობა, ეზოში მშვიდად დგას (რადგან ახლა ზამთარია და ცივა, უფრო უნივერსიტეტის კორიდორში გათბობასთან, ან ბიბლიოთეკაში, ან კიდევ ცარიელ აუდიტორიაში), ან ურცხვად ნებივრობს საწოლში. ამის შედეგი ის არის, რომ რეიტინგულზე, რომელზეც 20 ქულა იწერება, ლექტორთა ნაწილი ითვალისწინებს არდასწრებას და არა მარტო სემინარის ქულას არ წერს, არამედ უშუალოდ ამ გასაცოდავებული ქულიდანაც აკლებს რაღაც ნაწილს ან სასწაულებრივად მკაცრობს წერითი ნაშრომის გასწორებისას.
ეს მშვენიერი ყოველდღიურობაა, მაგრამ აბა წარმოიდგინედ, როდესაც უეცრად აღმოჩნდება, რომ გასულ წელს ჩაბარებული საგანი, მაინც ჩარჩენილია. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც აერია, რაც მისი უშაულო ფუნქციაა და ამ დროს სტუდენტების უმრავლესობა თავგზააბნეული დარბის სხვადასხვა ოთახებში, რომ “სიმართლე” დაამტკიცოს. საბოლოოდ, ყველაფერი რიგზეა – საგანი ჩაბარებულია და არანაირი დამატებითი კრედიტი არ არსებობს, მაგრამ სტუდენტების მშვიდი სახეები სიბრაზით და დაღლილობით ივსება, უპასუხისმგებლობისა და უპატივცემულობის გამო.
უპატივცემულობა მეტად საინტერესო საკითხია და მოდი ცოტა ხნით შევჩერდეთ, რადგან ზოგჯერ ამასთანაც აქვს სტუდენტს საქმე. მაშინ, როდესაც არაყოველდღიური საქმიანობა შეაწუხებს, როგორიცაა: განცხადების დაწერა, კითხვის გაჩენა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, კონკრეტულ ოთახში მისვლით. ასეთ დროს საკუთარი კომპიუტერით გართული ზოგიერთი თანამშრომელი თავიდან ისეთი ლაზათიანი ლანძღვით და დროის უქონლობით გიცილებს, ეჭვი გეპარება საკუთარ თავში. მერე კიდევ ისმის ფრაზები ახალ, გაუზრდელ და გაყოყოჩებულ თაობაზე, რომელიც ძალიან ბევრს ითხოვს და საუბრობს; სინამდვილეში კი პირიქითაა – ძალიან ცოტას საუბრობენ, მითუმეტეს ხმამაღლა, სწორედ ასეთ პრობლემებზე, რომლებიც რეალურად აწუხებთ და ძალიან ცოტას ითხოვენ საკუთარი თავისგანაც.

მთავარ სატკივარს სტუდენტებში კრედიტების ათვისება წარმოადგენს. არც განათლების უქონლობა აწუხებთ; არც ხარისხი; არც ის, რომ მეოთხე კურსამდე უწევთ ისეთი მასალის მშრალად დაზუთხვა, რომლითაც გასული სამი წელი ლამის გული წაუვიდათ და პრაქტიკის ან რეალური ცოდნის კვალიც კი არ ჩანს; ასეთ დროს მთავარი ისაა, რომ მინიმუმ 51 ქულა აიღე და მორჩა; ეს ხომ დიპლომის ქონის საწინდარია.
დიპლომის აღებას რაც შეეხება, ეს მეტად რთული პროცესია, იმდენად რთული ,რომ სწავლის დასრულების შემდეგ თითქმის ერთი წელი იცდი. ზოგი კი ჩარჩენილი საგნების გადაბარება-გადმობარების მცდელობაში სემესტრებსაც იმატებს და გადასახდელ თანხასაც, იმ საგნებში, რომლებიც სულ არ აინტერესებს და დიდი ალბათობით არც დააინტერესებს.

აქედან მივდივართ იმ აზრამდე, რომ ვიღაცისთვის სწავლა საოცნებოა, მაგრამ არ შეუძლია; ვიღაცისთვის სწავლა და უნივერსიტეტი განსხვავებული ცნებებია, აქ მხოლოდ გართობა და ყოველი მეხუთე კვირის ტანჯვაა; ვიღაცისთვის უნივერსიტეტია სასჯელი, სასჯელი, რომლის მოხდა ზოგჯერ ოთხ წელზე დიდ ხანს გრძელდება.
ასეთია რეალობა, დასკვნა თქვენთვის მომინდია…

Advertisements

5 thoughts on “უნივერსიტეტი, როგორც სასჯელი

  1. თუ ნებას მომცემ, ერთ შესწორებას შევიტან პოსტში – “დავარქვად” არასწორია, სწორია დავარქვათ. ბოდიშის მოხდით, რა თქმა უნდა. )

      1. სამწუხარო არ არის, რადგან შენმა პოსტმა ახალი პოსტის დაწერის სურვილი გამიჩინა, სადაც შენი ბლოგის დალინკვას ვაპირებ, როგორც “მუზად”.))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s