ის თაობა…

people

თაობა – მეტად საინტერესო სიტყვაა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერ დროს; თუმცა ძირითად შემთხვევაში თაობებს შორის კონფლიქტთან ასოცირდება. აი ისეთთან, ჩვენ, რომ ყოველდღე ვხვდებით; მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობა, რომ გვლანძღავს და წყალწაღებულებს გვეძახის.
გასაკვირია პირდაპირ!

  • ის თაობა ვართ, დამოუკიდებლობას, რომ ითხოვს, თუმცა სიკვდილივით ეშინია ამის;
  • ის თაობა ვართ, მაინც, რომ უნდაა ეს დამოუკიდებლობა და მისი გემოს გაგებას ნატრობს;
  • ის თაობა ვართ, დემოკრატიას, რომ ითხოვს და დიქტატურას აფეტიშებს;
  • ის თაობა ვართ, წინა თაობებს, რომ ირონიით უსმენს, როცა ისინი წარსულის დიდებაზე, საბჭოთა კავშირის სიძლიერესა და იმ “სიმშვიდეზე” საუბრობს, როცა ყველას თავისი საქმე ჰქონდა; ჩვენ კი უსაქმოდ “ვყრივართ” ქუჩაში;
  • ის თაობა ვართ, შენიშვნების მიღება, რომ არ უყვარს და კორექტულობას, რომ ითხოვს; თუმცა უფრო მეტად ჩვენგან მოითხოვენ ამას;
  • ის თაობა ვართ, ქუჩაში, რომ იფურთხება და სიგარეტის ნამწვავებს ყრის;
  • ის თაობა ვართ, დედების სიყვარული და ზრუნვა, რომ დაავიწყდა და ოჯახი ემიგრანტობასთან ასოცირდება;
  • ის თაობა ვართ, საკუთარ ქალაქს, რომ ვერ იტანს და გვამად იხსენიებს ყველაფერ აქაურს; სულს, რომ უხუთავს და სუნთქვის საშუალებას, რომ არ აძლევს;
  • ის თაობა ვართ, ინდივიდუალიზმს ერთმანეთის მიბაძვაში, რომ ეძებს; თუმცა ჩვენში ძლიერია ინდივიდუალიზმი;

  • ის თაობა ვართ, საკუთარი თავის შეცნობას, რომ ცდილობს და იბრძვის ამისთვის;
  • ის თაობა ვართ, რწმენა, რომ დაკარგა და ახლა ფიქრობს; ფიქრობს ფასეულობებზე, რომელსაც ეძებს, მაგრამ იმასაც კარგავს;
  • ის თაობა ვართ, სიყვარულის მაგივრად, თვალთმაქცობას, სიძულვილს და ფულის სიყვარულს, რომ უყურებდა და ისე შეეჩვია, რომ ვერც კი მიხვდა;
  • ის თაობა ვართ, გოგონები ფეხების გაშლას, ბიჭები კი ფეხის ფეხზე გადადებას, რომ მიეჩვივნენ და ბუნებრივია ეს ყველაფერი;
  • ის თაობა ვართ, ევროპეიზაციას, რომ მრუდე გზით ესწრაფვის;
  • ის თაობა ვართ, თავისუფლება, რომ გარყვნილებაში ერევა;
  • ის თაობა ვართ, ერთმანეთს, რომ უყურებს და დასცინის, მაგრამ გული არ ტკივა, პირიქით, კარგი გასართობია;
  • ის თაობა ვართ, უნივერსიტეტი, რომ უნდა დაამთავროს და 80 საგანი ჩარჩეს;
  • ის თაობა ვართ, კლასიკურ კონცერტზე ლექტორი, რომ დარაჯობს კართან, დროზე ადრე, რომ არ დატოვოს დარბაზი;
  • ის თაობა ვართ, სპექტაკლებზე სიცილით, რომ კვდება და კულტურის დონეს ვერ იმაღლებს;
  • ის თაობა ვართ, წიგნებს სახელად, რომ კითხულობს და კაფეში ვიტრინასთან ზის;
  • ის თაობა ვართ, ერთმანეთს თვალებში, რომ აფურთხებს და ეს ბუნებრივი ჰგონია;
  • ის თაობა ვართ, ჯინსების თაობის არსებობა, რომ გააგრძელა;
  • ის თაობა ვართ, პროტესტი და საკუთარი აზრის გამოხატვა, რომ ისწავლა, საკუთარი აზრი და შეხედულებები, რომ აქვს;
  • ის თაობა ვართ, დღევანდელი ქათამი, რომ ურჩევნია ხვალინდელ კვერცხს;
  • ის თაობა ვართ, რეალობას, რომ ნაადრევად შეეჩეხა და იმაზე მეტი ისწავლეა უეცრად, ვიდრე საჭირო იყო;
  • ის თაობა ვართ, თავის დაცვა, თვითდამკვიდრება და ცხოვრება, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა
  • და ბოლოს ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც იბრძვის, ეძებს, ცდილობს, აკეთებს და ცოცხლობს…

პ.ს მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართულ ლექსებს არ ვწყალობ, ვფიქრობ ეს ლექსი ზუსტად შეესაბამება პოსტსაც და განწყობასაც ^^

ბექა აბუთიძე / ქაოსის თაობა

ცეცხლში და ომებში გვისროდნენ აკვნიდან,
ცხოვრების ოდნავი სირბილეც გვაოცებს,
თუ გინდათ, საკუთარ აორტას გავკვნიტავთ.
ეს ჩვენ ვართ, უბრალოდ – თაობა ქაოსის.

თაობა სექსის და თაობა წამალის,
თაობა ბიზნესის, აზარტის, თვითმკვლელთა.
თაობა, რომელიც ვერაფრით დამალეს
გზას ფურთხში იკვლევდა.

შლაქსების თაობას ,თაობას ჯინსების ,
დაკარგულ თაობას – ფეხებზე ვიკიდებთ.
ჩვენ ისევ სისხლით და სიკვდილით ვივსებით,
ჩვენ ყველა სიწმინდე უბრალოდ ვიყიდეთ.

თაობა – დღიური მოკლული ბავშვობის.
საკუთარ ფრჩხილებს და წამწამებს ნაყავდა.
თაობა აბორტის, თაობა არშობის,
თაობა სიბრმავის და მზეუნახავთა.

თაობა მტვრიანი ფილტვების, ასფალტის.
(აქ ყველა სურვილი ძარღვებში დაობდა)
რა გვინდა, რა ხდება, რა გვაქვს ან რას ვფანტავთ…
არ ვიცით, ეს ჩვენ ვართ – ქაოსის თაობა.

დატოვე კომენტარი