სათაური !

screaming-girl

აბა, რა მნიშვნელობა აქვს სათაურს, მთავარი ხომ სათქმელია?! ამიტომაც პირდაპირ საკითზე დაგავიდეთ.
საკითხზე, რომელიც ყველა იმ უცნაურობას ეხება, რომელიც ჩვენს ირგვლივაა და იმდენად შევისისხლხორცეთ, რომ ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ.
მაშ ასე…

  • უცნაურია, რომ ყოველდღე ვიძინებთ ხვალინდელი დღის იმედით, სინამდვილეში კი გარანტიაც არ გვაქვს, რომ გათენებას მოვესწრებით;
  • უცნაურია, რომ ყოველ დილით რუტინად ქცეულ საქმიანობებს იმდენ დროს ვუთმობთ, რომ აუცილებელ საქმეზე ვაგვიანებთ და ათას მიზეზს ვიფიქრებთ თავის გასასამართლებლად; სინამდვილეში კი მაკიაჟის გაკეთების გამო ვიკიდებთ ფეხებზე კონკრეტულ საკითხს;
  • უცნაურია, რომ გულიანად ვიცინით ლექტორის “არაადამიანურ” ხუმრობებზე და სირცხვილის გრძნობაც არ გვეუფლება იმის გამო,რომ იუმორს ამ დროს “საშინლად ვექცევით”;
  • უცნაურია, რომ დაზუთხული წესის თქმა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია “ზოგიერთს”, ვიდრე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება (ეს უმსგავსობაა, პატივცემულო);
  • უცნაურია, რომ მთავარი ისევ რაოდენობაა და არა ხარისხი, საბჭოთა კავშირი კი კარგა ხანია დაიშალა;
  • უცნაურია, რომ გვიყვარს სტალინი, ჰიტლერი და ამით თავი მაგარ ტიპებად მოგვაქვს, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგება გულჩვილობა გვძლევს – “ეგ დამპლები, რამდენი ადამიანი დახოცეს”;
  • უცნაურია, რომ არსებობენ მოლაპარაკე პირუტყვები, დადიან ორი კიდურით, მაგრამ ეს ალისას ზღაპარი არაა;

  • უცნაურია, რომ ხალხს ერთმანეთი ფეხებზე მანამ ჰკიდია, სანამ არ დასჭირდებათ და მერე ისევ “გრძელი ფეხები” აქვთ ხოლმე;
  • უცნაურია, როცა ძველი მეგობარი უცნობივით ჩაგივლის ქუჩაში და შენ სიცილით კვდები ასეთი სნობიზმის გამო (ჯიბეში ათი ლარით მეტი ბნედას იწვევს);
  • უცნაურია, რომ შევეჩვიეთ თურქულ სერიალებს და მამა-პაპათა ამაგს, დედები და ბებიები “სავაშ ბალდარებში” ცვლიან;
  • უცნაურია, რომ ხშირად გული არ გვერევა ერთმანეთზე, ერთმანეთის აზრებზე, მოქმედებებზე, არა და, რომ დაუფიქრდე რამხელა გამძლეობაა;
  • უცნაურია, რომ ჩვენ – ადამიანებს საზოგადოება გვქვია, ამ საზოგადოებას ელიტა, რომ ჰყავს ის უფრო უცნაურია;
  • უცნაურია, რომ ქვეყნის მდგომარეობა დეგრადირებულია;
  • უცნაურია, რომ ახალგაზრდებს “ოთხმოცდაათიანების ბავშვობა” გვენატრება; ჰო, სწორედ ლამფის შუქი და “კერასინკები”, თოჯინები და წრეში ბურთი, დამალობანა და დაჭერობანა;
  • უცნაურია, რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს;
  • კიდევ უფრო უცნაურია, რომ ვიღაცები აქედან იმიტომ გარბიან, რომ “დამპალი ქვეყანაა და გაძლება აღარ შეიძლება”;
  • უცნაურია, მაგრამ რაც უფრო ბევრს ვკითხულობ, მით უფრო მაწუხებს კითხვები;
  • უცნაურია, მაგრამ სულ ვწუხვარ ამდენ უსახლ-კარო მთხოვნელზე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ჩემს ხურდებზე უფრო ვწუხვარ;
  • უცნაურია, მაგრამ მომრავლდა ბანძი, ბრჭყვიალა ფერები, ტყავის ელასტიკები, “რეიტუზებზე” ჩაცმული საზაფხულო ფეხსაცმელები;
  • უცნაურია, რომ ამ ერთფეროვან განსხვავებულობაზეც არ გვერევა გული;
  • უცნაურია, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოელებმა იყიდეს და ჩვენ მათ სამსახურში ვდგებით;
  • კიდევ უფრო უცნაურია, რომ ეს არ გვაწუხებს, პირიქით ვფიქრობთ, რომ “აშენდა ქვეყანა”;
  • უცნაურია, რომ ფანტანიდან წყალი კვირაში ერთხელ ამოდის ხოლმე;
  • უცნაურია, რომ ამ დამშრალ ფანტანთან სურათებს იღებენ;
  • უცნაურია, რომ სოციალური ქსელები უფრო პოპულარულია, ვიდრე “ადამიანური ურთიერთობები”. აი ისინი, კარგა ხანია, რომ დაგვავიწყდა: საუბარი, ღიმილი, ყავაზე დაპატიჟება და უბრალოდ სეირნობა;
  • უცნაურია, რომ ნევროზი ჩვეულებრივი მოვლენაა ქვეყანაში;
  • უცნაურია, რომ ვფიქრობთ მეორედ მოსვლაზე, როგორები იქნებიან ადამიანები ათასი წლის შემდეგ, მაგრამ არ ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე;
  • უცნაურია, რომ არსებობენ ქრისტიანი ათეისტები;
  • კიდევ უფრო უცნაურია 14 წლის ათეისტების არსებობა;
  • უცნაურია, რომ ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურებთ და არ ვითხოვთ განვითარებას, განათლებას, აზროვნებას და გული ისევ არ გვერევა ამ ყველაფერზე;
  • უცნაურია, რომ ვცხოვრობთ ჯიპიანი მეზობლის ჯიბრზე;
  • უცნაურია, რომ 52 კილოგრამ გოგოს თავი “მსუქანი ძროხა” თავისი ნაბიჭვარი კლასელების გამო ჰგონია და ამის გამო სუიციდს მიმართავს;
  • უცნაურია, რომ ფეხებზე არ გვკიდია წონა, ტანსაცმელი, გარეგნობა, მაგრამ ინტელექტი მართლა ცალ ფეხზე გვკიდია;
  • უცნაურია, რომ ძალიან ბევრი რამე გვკიდია და მიზეზი მარტივია;
  • უცნაურია, რომ სამყარო მშვენიერია
  • და ამის დედაც, უცნაურია, რომ ახლა ამ პოსტს კითხულობ, კითხულობ და ფიქრობ ისეთ საკითხებზე, რაც მე გამოვტოვე და კიდევ უფრო მეტად გერევა გული ყველაფერზე…
Advertisements

3 thoughts on “სათაური !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s