ფამუქისეული სტამბოლი და ჩემი შეხედულებები

DSCN3222

გამომდინარე იქედან, რომ უახლოესი დღეები მონოტონურად მიედინება და სიახლეც არაფერი ჩანს ჰორიზონტზე, კარგა ხნის წინ ჩაფიქრებული პოსტის დასრულება გადავწყვიტე. პოსტი ჩემი თვალით დანახულ ორჰან ფამუქის სტამბოლსა და შეხედულებებს ეხება, რომელმაც ერთგვარი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო, რის გამოც დაწერა გადამაწყვეტინა.

სანამ წავიკითხავდი, მანამდე იმდენი დადებითი შევიტყვე წიგნის შესახებ, რომ თავიდანვე კრიტიკის თვალით მივუდექი, თუმცა მოგვიანებით ლმობიერება გამოვიჩინე და გულწრფელად ვაღიარე მწერლის გამბედაობა, სააშკარაოზე გამოეტანა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დეტალები: ესაუბრა საკუთარ თავზე, გრძნობებზე, ოჯახზე, მშობლებზე, რომელთა გაუჩინარებები სასაცილოც კი არ იყო; საკუთარ სახლზე, რომელსაც მუზეუმს ადარებს და ალბათ სხვაგვარად ვერც წარმოგიდგება თუ გონებას დაძაბავ; ნათესავებსა და ნაცნობებზე, გარემოსა და ქალაქზე, უფრო ბევრი კი მის წარსულ ბრწყინვალებაზე. წიგნი პირადი დღიურივითაა, რომელშიც ავტორის აზრებს, განცდებს და ემოციებს კითხულობ, ზოგჯერ კი იზიარებ მას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო, რამდენიმე მეტად საინტერესო ნაწყვეტი:
“მოსაზრება,რომ მხოლოდ განათლებით შეიძლება წარმატებას მიაღწიო, იმპერიასთან,სუფიურ მისტიციზმთან,დერვიშების სავანეებსა და ძველი,არაბული ასოებით დაწერილი წიგნის კითხვის შესაძლებლობასთან–მთელ ამ დახვეწილ კულტურასთან ერთად, წარსულს ჩაბარდა.”

“ყოველთვის მეჩვენებოდა,რომ ეს ადამიანები ალაჰს წამდაუწუმ თავიანთი სიღარიბის გამო ახსენებდნენ; ხოლო,როცა მესმოდა,როგორი გაოცებული ტონითა და აგდებულად ლაპარაკობდნენ ჩემები ძალიან მიყრუებული სოფლიდან ჩამოსულ ვიღაცაზე,რომ მავანი ისეთი რელიგიურია,რომ დღეში ხუთჯერ ასრულებს ნამაზს, სრულიად საწინააღმდეგო დასკვნამდე მივდიოდი–შესაძლოა,ეს ხალხი ღარიბია სწორედ იმიტომ,რომ მისი სწამთ.”

“როცა ქუჩაში ლამაზ ქალბატონს დაინახავთ,ნუ შეავლებთ მას ბოროტ მზერას,თითქოს მზად ხართ,მოკლათ,ნურც ავხორცულად შეხედავთ. როცა გაუსწორდებით,სანდომიანად გაუღიმეთ, გაიხედეთ წინ და გზა გააგრძლეთ.”

“შემოდგომა დადგა. დაიწყო წვიმები და ქალაქელებმა ქოლგები გაშალეს. არჩვეულებრივი გამოგონებაა! მაგრამ შეგვიძლია კი ისე ვიაროთ, რომ ჩვენი ქოლგის წვერებით გამვლელებს თვალი არ გამოვთხაროთ, განათების ბოძებსა და ავტობუსის გაჩერებებს მოტივტივე ნაღმებივით არ შევასკდეთ მხოლოდ იმიტომ,რომ ქოლგა ხედვას გვიშლის.”

მიუხედავად ავტორის თავდაჯერებულობისა კონკრეტულ საკითხებში, თამამად შეიძლება დაინახო, უბრალო ადამიანის შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე და მოწონების ნაცვლად, პირიქით, გაგაღიზიანოს იმ ფაქტმა, როგორ ცდილობს საკუთარი აზრის მოხვევას შენზე; თუმცა, როცა დღისით “ფერად სტამბულს” ვეცნობოდი, ვაკვირდებოდი ხალხს, გარემოს, უბრალოდ ზღვის მღელვარებას და აქაურ ჰაერს ვსუნთქავდი, საღამოს კი ფამუქის “შავ–თეთრი შეხედულებებით” ვტკბებოდი, იმაზე მეტი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო, ვიდრე უბრალოდ, წიგნის წაკითხვას შეიძლებოდა მოეხდინა.
ერთმა ადგილობრივმა აღნიშნა, რომ წიგნი ჩვენთვის საკმაოდ მძიმე საკითხავიაო, მართალიცაა ალბათ; არც ისე მარტივია კრიტიკა და მწარე რეალობა, თუმცა ავტორის გამუდმებული მისწრაფება– წარსული მშვენიერი და სასურველი გამოაჩინოს, გაღიზიანებას იწვევს; ზოგჯერ დამღლელია მისი სევდაც და ყველაფრისადმი გულგრილი, დამცინავი დამოკიდებულება, მაგრამ, როცა მეორე გვერდზე საოცარი გრძნობით საუბრობს ბოსფორზე და მის მშვენიერებაზე, შეუძლებელია დადებითად არ განგაწყოს და სწორედ იმ ადგილების ნახვის სურვილი არ გაგიჩინოს.

ვფიქრობ, ქალაქი ნამდვილად მშვენიერია; იმაზე მშვენიერი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად მისი სიდიდსა, ყოველთვის იპოვი ადგილს, სადაც თავს მარტო იგრძნობ და მშვიდად დატკბები ბოსფორის ხედით, დააკვირდები ყველას და ყველაფერს და შესაძლოა, ავტორის დარდიც გაიზიარო. მგონია, რომ ნებისმიერი წიგნისგან იღებ სიახლეს, სასიამოვნოდ ატარებ დროის განსაზღვრულ მონაკვეთს და სწავლობ მეტს; სწორედ ასეთია ფამუქის სტამბოლიც და წაკითხვაც ნამდვილად ღირს…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s