სექტემბრის პირველი პოსტი მძიმე განწყობით

images

რას უნდა ეხებოდეს სექტემბერში დაწერილი პირველი პოსტი? მშვენიერ ზაფხულს, დასვენებას, კარგად გატარებულ დროს, მზეს, ზღვას და სხვა დადებით ამბებს. ეს იმ შემთხვევაში თუ კარგ ხასიათზე ხარ და მოგონებები მოგეძალა, მაგრამ მე ხომ ასე იშვიათად მაწუხებს სენტიმენტალიზმი, ამიტომაც იმ გულის გამაწვრილებელ საკითხზე ფიქრით მივიქცევ თქვენს ყურადღებას, როგორიც საშინლად დამღლელი ყოველდღიურობაა.

აი, ის ყოველდღიურობა, ასე მარტივად, რომ გაღიზიანებს და დამშვიდებულ გონებას გირევს, ამიტომაც ყოველგვარი აუტანლობა გახსენდება, რაც შენს ირგვლივაა.

იხსენებ აუტანელ მეზობლებს,რომელთა უმრავლესობა ყოველ შენს გავლა–გამოვლაზე გაფასებს, ინტერესდებიან შენი ცხოვრებით და მერე დეტალურად განიხილავენ ყველაფერს; შენ კი ამაზე დღითიდღე ნაკლები რეაქცია გაქვს;
იხსენებ საშინელ ტრადიციებს, როგორიცაა ქორწილები, თავისი ყურისწამღები სიგნალებით და სიძე–დედოფლის მანქანიდან ამოყოფილი თავით; გასვენებები, ტირილ–გამოტირებით და “არაჩვეულებრივად მდიდრული” ქელეხებით; ქართულ სუფრას, გალეშილი ნაცნობებით, რომლებიც ერთმანეთზე დაყრდნობის გარეშე ვეღარც დადიან; ნათესაურ შეკრებებს და ნახევრად უცნობი ადამიანების ხვევა–კოცნას, დაყენებული ღიმილით და თითქმის შეუმჩნეველი გაოცებით;
იხსენებ ამ ყველაფერზე უფრო საშინელს– ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ გამოგიყენონ, დახმარება გაგაწევინონ, გაგიღიმონ და მერე უბრალოდ მშვიდად წავიდნენ, თავი კი ოდნავაც არ იგრძნონ დამნაშავედ;
ამავე დროს შენს სულელურ ნაბიჯებს, გულუბრყვილობას და იცინი მწარედ, საკუთარ იდიოტიზმზე;
იხსენებ უსტატუსო ურთიერთობებს, უსტატუსო ადამიანებს, სამაგიეროდ სტატუსიან სოციალურ ქსელებს; საეჭვოდ მომრავლებულ ნარცის გოგო–ბიჭებს, ერთმანეთის ლოდინში და თავის დაფასებაში, რომ უქრებათ თავდაჯერება;
გოგონებს, რომლებიც კისერზე ეკიდებიან სასურველ ბიჭებს, რაღაც კონკრეტული მიზნისთვის და მერე “უტყდებათ” დაცინვა; აბა თქვენ იცით, “არ გამაზოთ” არცერთი სასურველი ვარიანტი;
იხსენებ ადამიანებს, რომელთაც ხშირად სჭირდები; სხვა ადამიანებს, რომლებიც შენ გჭირდება; კიდევ სხვებს, რომლებიც არ იცი რატომ არსებობენ შენს ირგვლივ და კიდევ უფრო სხვებს, უბრალოდ ადამიანებად, რომ არსებობენ სივრცეში;
იხსენებ თანამედროვე საზოგადოებას, ურთიერთობებს, რომლებიც ზოგჯერ გულსაც კი გირევს; ერთმანეთის გამოყენებას, რომ ცდილობენ და ნებისმიერი გზა მისაღებია მცირედი წარმატებისთვის;
უბრალო საზოგადოებას, ქუჩაში გამართული, წელში მოხრილი ან ჩქარი ნაბიჯით, რომ მიდის და ბევრ მათგანს საერთოდ არ აინტერსებს საზოგადო საკითხები კულტურასა და ისტორიაზე;
იხსენებ, რომ ეპატაჟურმა ადამიანებმა იმრავლა ქალაქში, თუმცა ყველაფერი იმდენად ხელოვნურია, ბავშვობის დროინდელი თოჯინის თვალის დახამხამებას შეგიძლია შეადარო, რომელსაც წინ და უკან ატრიალებდი ამის გამო;
იხსენებ ბავშვობასაც, ახლა უკვე “ტკბილ ოთხმოცდაათიანებს”, თორემ მაშინ ცივი, უშუქო და ნაცრისფერი იყო, მზისგან გახუნებული ქურთუკივით; მეგობრებს, რომლებიც შენთან ერთად გაიზარდნენ, მიმოიფანტნენ, დაიკარგნენ, მაგრამ შენ მაინც გახსოვს და ხშირად იცინი იმ პერიოდზე;
წიგნებს, რომლებსაც კითხულობდი და ხვდები, რატომაა მთავარი პერსონაჟის მარტოობისას სასაფლაოების აღწერა და მათთან შედარება, მუდმივი ქარითა და წვიმებით;
იხსენებ უახლოეს წარსულს, მშვიდ დასვენებას, უსაქმობას და ახლა უცებ თავს დაყრილს საქმეს, რომელიც არ იცი საიდან დაიწყო და დაამთავრო; კიდევ ერთხელ ბრაზდები საკუთარ თავზე, როცა შენს უმოქმედობას რაიმე მიზეზს უძებნი, თუმცა საკმაოდ ობიექტურს;
ბოლოს კი იხსენებ, რომ ამ პოსტს ვიღაც კითხულობს, შეიძლება შენზე უარესადაა ან იცინის და ხვდები, რომ დასრულების დროა…

Advertisements

4 thoughts on “სექტემბრის პირველი პოსტი მძიმე განწყობით

  1. საინტერესო და რეალურია, რაც ვფიქრობ იმაზე უფრო საინტერესოა ვიდრე მხოლოდ ზაფხულში გატარებული ლამაზი დღეების გახსენება… ^ ^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s