რა თაობა მოდის?!

gals_talk

საუკუნეა არაფერი დამიწერია, რაღაცნაირად მომენატრა ბლოგი და რეიტინგებში ჩემი თავის ძებნა ^_^ დღევანდელმა შეხვედრამ გადამაწყვეტინა დიდი ხნის წინ დაწყებული პოსტის დამთავრება და გამოქვეყნება; მიუხედავად კონფლიქტისა, მაინც მადლობა უცნობ ქალბატონს ამისთვის..
მოკლედ, დღეს სალონში მივედი, ცოტა ხნის შემდეგ ერთი შუახნის ქალბატონი შემოვიდა “მხლებელთან” ერთად და გაიმართა ერთგვარი კონფლიქტი. ჩვენს საუბარს დიალოგის სახით შემოგთავაზებთ, ვეცდები ზუსტად გავიხსენო ყოველი დეტალი:

ქალბატონი: როგორი ბავშვები იზრდებიან ხედავ? ჯერ სკოლა არ დაუმთავრებიათ და სალონიდან სალონში გადადიან, არ იკლებენ არაფერს…
მე რამდენჯერმე შევათვალიერე ორივე, მაგრამ არაფერს ვეუბნები.
ქალბატონი: აი ხედავ? ვითომ ვერ ხვდება ახლა და ყურადღებასაც არ მოგაქცევს ადამიანს; ესაა ახლანდელი თაობა.
მე: ჩემზე საუბრობთ, ქალბატონო?
ქალბატონი: დიახ, დიახ და შენნაირებზე. რად გინდათ ამ ასაკში სალონი, შვილო? მე, რომ 15 წლის ვიყავი სულ არ ვიცოდი სალონი რა იყო, სკოლის და სახლის გარდა არ ვკითხულობდი არაფერს; თქვენ კიდე ყველაფერს ასწრებთ მაგათ გარდა.

მე: ქალბატონო, მე 20 წლის ვარ; სკოლაც დავამთავრე და უნივერსიტეტსაც ვამთავრებ მალე; საერთოდაც, არამგონია თქვენი კრიტიკა სწორი იყოს. აბა ეგ ჯობდა სკოლის და სახლის გარდა არაფერი, რომ არ იცოდით ახალგაზრდებმა?

ქალბატონი: ოცის თუ ხარ მითუმეტეს, შვილო. მაგ ასაკში შვილი მყავდა უკვე, სად მცალოდა სალონისთვის.
მე: მერე ეგ უკეთესია? მიპასუხეთ თუ შეიძლება.
ქალბატონი: რაზე გიპასუხოთ? თქვენ ასაკში ამდენ ლაპარაკს გავუბედავდი უფროსს?? (სტილისტს ეუბნება) შემღებე ერთი ეს თმა და წავედი, თორე გამაგიჟა ამ თაობამ, არ მინახავს ასეთი არაფერი.

ვიფიქრე, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა და აღარ შევეპასუხე, თუმცა ერთი დასკვნა კი გავაკეთე: საშუალო ასაკის, ოჯახის ტვირთით დამძიმებული ადამიანები მუდამ აკრიტიკებენ “ამ თაობას” თავისუფლების, პირადი აზრის და აზროვნების თავისუფლების გამო. ალბათ, ამას არაფერი ეშველება.

ასეთია ადამიანის ბუნება, სხვაზე საუბრით, კრიტიკით და ჭორაობით ივსებს იმ დანაკლისს, რაც ცხოვრებამ არგუნა, უფრო სწორად საკუთარმა თავმა.
ქართველები ჩვენი ქვეყანასავით ვართ, არცერთ კონტინენტს არ ვეკუთვნით, ვდგავართ გზაგასაყარზე თუ შესაყარზე და ვიხედებით აქეთ–იქეთ, არ ვიცით რა გვინდა, რას ვეძებთ, რისკენ მივისწაფვით, მაგრამ თუ ვინმე გამოჩნდა რაღაცის გამკეთებელი, იმ წუთას ლანძღვა–გინებით ვიკლებთ და “არ გამოვას” ძახილით ვედევნებით უკან, რომ მცირედი ცვლილების იმედიც ჩავუკლათ.
არც ცვლილებები და მოქმედება გვიყვარს ქართველ ერს, თუმცა უმოქმედობას ვლანძღავთ სულ; აბა ისე როგორ შეიძლება, სიტყვამ შექმნა ადამიანი და სამყარო, ჩვენც ბრტყელ–ბრტყელ სიტყვებს ვისვრით წამდაუწუმ, მაგრამ აბა მოქმედებაში გამოხატეთ სათქმელი, მაშინ კი ყველა მიყუჩდება ხოლმე და საბრალო კრავებივით დაუწყებენ ერთმანეთს ყურებას.
სამაგიეროდ კრიტიკაა ჩვენი სტიქია, შეუდარებელნი ვართ ყველას და ყველაფრის ლანძღვაში, ამიტომაც მიგვდის ასე შეუდარებლად საქმე, როგორც პირადი, ასევე საზოგადო. სანამ თითოეული ჩვენგანი არ ისწავლის საკუთარი თავის პატივისცემას, ცხოვრების დაგეგმვას, პირადი საქმის მიხედვას და სხვისი ყურებით არ დაიღლის თვალებს, მანამ არაფერი გვეშველება.
ისეთი ადამიანები კი სულ იქნებიან, ხან სალონებში, ხან ბაღებში, ხან საკუთარი სამზარეულოდან მოედებიან მთელ თაობას ლანძღვით, მაგრამ ჩვენ მოქმედებით შევძლებთ მათთვის პასუხის გაცემას და არა უსაბუთო არგუმენტებით.

პ.ს. მგონი დიდი პოსტი გამომივიდა, თუმცა კარგა ხნის სათქმელი ჩავატიე შიგნით; ჰო და მოვიოხე გული ;))

Advertisements

12 thoughts on “რა თაობა მოდის?!

  1. ისე ესეთებისგან თავი კი უნდა შეიკავო, თორე აგერ ჩემს ნიკს დახედე რა გგონია ტყუილად ვარ მოწყენილი… 🙂

  2. კარგია უფროს თაობას, რომ არ მოვწონვართ. აბა ყველა მომავალი თაობა წინას, რომ გავდეს გავჩერდებით ერთ ადგილზე და ეგაა.

    1. ზოგადად ეგრეა ყოველთვის, წინა თაობა მომდევნოს ლანძღავს, მაგრამ დამღლელია უკვე ეს სულელური ფრაზებით საუბარი 😐

  3. “მე, რომ 15 წლის ვიყავი სულ არ ვიცოდი სალონი რა იყო” epic

    სამაგიეროდ ხაჭაპურის ცხობა ეცოდინებოდა გადასარევად :დ

    1. ზუსტად :დ
      “ოცის თუ ხარ მითუმეტეს, შვილო. მაგ ასაკში შვილი მყავდა უკვე, სად მცალოდა სალონისთვის” << ეს ფრაზა მითხრა შემდეგ, ამ ლოგიკიდან გამომდინარე რა დროს უნდა მოიცალო ადამიანმა საკუთარი თავისთვის ვერ დაადგენ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s