ჯუმბერიამ რა ჰქმნა?! (Remix)

images

პოსტი დაწერილია “იავნანამ რა ჰქმნას?” მიხედვით, მაგრამ მორგებულია თანამედროვეობას.
როგორც მოდერნისტული მოთხრობის ავტორი პასუხს ვაგებ ყოველ გამოყენებულ სიტყვაზე..

იყო და არა იყო რა. ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ, მშვენიერ ვილაში ცხოვრობდა კეთილი ცოლ–ქმარი, თავიანთ ერთადერთ შვილთან ერთად. ისინი შვილს ძალიან ანებივრებდნენ, სკოლაში მძღოლს დაჰყავდა, უახლესი მოდელის ჯიპით, ჰყავდა მისივე მსგავსი მეგობრები, უსრულებდნენ სურვილებს და უმატებდნენ კიდევ უფრო მეტს. მიუხედავად ამისა ბიჭი ძალიან მორცხვი იყო, ამასთანავე ბავშვობიდან აკვვიატებული ჰქონდა სიმღერა– ჯუმბერ ტყაბლაძე (ღიღინი მოიცავდა შემდეგ სიტყვებს: ეს მე ვარ ჯუმბერი, ტყაბლაძე ჯუმბერი…) ცოლ–ქმარი ღარიბ ოჯახებზეც ზრუნავდა, ხშირად უწევდა მატერიალურ დახმარებას და ამიტომ ყველას უყვარდა, გარდა ერთი მეზობლისა, რომელიც მდიდარი იყო, მაგრამ ბოროტი.
გაიოზს ყოველთვის შურდა მეზობლების, რადგან მისგან განსხვავებით, სიმდიდრესთან ერთად, შვილი ჰყავდათ და ბედნიერებიც იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტა მათთვის როგორმე მოესპო ეს ბედნიერება ყველაზე ძვირფასის განადგურებით. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ბიჭი გაეტაცებინა, ამიტომ დაიქირავა რამდენიმე გამოცდილი კაცი და საქმის განხორციელებას შეუდგა.
ერთ მზიან დღეს, როდესაც ბიჭი სკოლაში მიიყვანეს და მეგობრებთან ერთად დარჩა, მეზობელი მასთან მივიდა და უთხრა, რომ სასწრაფოდ სახლში უნდა დაებრუნებინა მამის დავალებით, ბავშვს ბევრი არ უფიქრია და მანქანაში ჩაჯდა, თან თავის საყვარელ სიმღერას უსმენდა და ღიღინებდა (პატარა, საყვარელი, მწვანე დათვი ჯუმბერიი…)
კაცმა არ დააყოვნა და მანქანა საპირისპირო მიმართულებით გააქროლა. ბავშვი თავიდან ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა იკითხა თუ სად მიდიოდნენ, მეზობლის ბოროტ მზერას წააწყდა. რამდენიმე საათის შემდეგ, მიტოვებულ შენობასთან მივიდნენ, სადაც გაიოზს საქმისთვის საჭირო ხალხი ელოდა. ბავშვი მათ გადასცა და შეთანხმდენ, რომ სამი დღის შემდეგ ქალაქ ერ–რიადში (საუდის არაბეთის დედაქალაქი) შეხვდებოდნენ. წასვლამდე ბავშვს გამოეთხოვა და ტელეფონიც გამოართვა, თან დაჰპირდა, რომ მამასთან წაიყვანდა, გულის სიღრმეში კი გამარჯვებას ზეიმობდა.
როცა მძღოლმა ბავშვს მოაკითხა და სკოლაში ვერ იპოვეს ნამდვილი აურზაური ატყდა, დაურეკეს მშობლებს, გამოცხადდა ძებნა და შეატყობინეს ყველას, სადაც ხელი მიუწვდებოდათ, ასევე მოსწავლეებისგან გაიგეს, რომ ნაცნობს წაუყვანია, რადგან ბიჭი თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში. ეს ამბავი მთელმა ქალაქმა გაიგო, მხოლოდ გაიოზი იყო მშვიდად, რადგან ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მოფიქრებული და არ ღელავდა.
სამდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, მხოლოდ ის გაირკვა, რომ ბავშვი გაიოზმა წაიყვანა, თუმცა მისი კვალი უცნაურად გამქრალიყო და ვერსად იპოვეს. მიუხედავად ამისა, ძებნა არ შეუწყვეტიათ, მაგრამ რამდენიმე წლიანი მცდელობის შედეგად ვერაფერს მიაკვლიეს.

***

ამ დროს კი გაიოზი საუდის არაბეთში ცხოვრობდა, ბიჭთან ერთად, რომელსაც უკვე 7 წელია საკუთარ შვილად ასაღებდა და ასევე ეპყრობოდა. მას შემდეგ, რაც საკუთარი ქვეყნიდან გაიქცა და ბავშვიც მოიტაცა სახელი შეიცვალა, ახალი ბიზნესი წამოიწყო, ბიჭს ჰიპნოზის სპეციალური სეანსებით წარსული დაავიწყა და მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას, რადგან კმაყოფილი იყო საკუთარი მიღწევებით. გიორგი (ბავშვის ნამდვილი მამა) კი ამ ხნის მანძილზე ძალიან იტანჯებოდა, ცოლთან ერთად სულ იმას ცდილობდა შვილი როგორმე ეპოვნა, ამის გამო კი მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, იძულებულები გახდნენ ძველი სახლი დაეტოვებინათ და უბრალო ბინაში ეცხოვრათ, თუმცა მათთვის მთავარი შვილის პოვნა იყო.
წლების მანძილზე ასეთ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ გიორგი მიხვდა, რომ დრო იყო საკუთარი თავისა და ცოლისთვისაც მიეხედა, ამიტომ ძველ მეგობრებს დაუკავშირდა, რომელთან ერთადაც ბიზნესის კვლავ წამოწყება სურდა, თუმცა უარის შემდეგ სხვა გზების ძიება დაიწყო, მაგრამ სასურველი შედეგი, რომ ვერ იპოვა, ერთ–ერთი ნაცნობის რჩევით ერ–რიადში გადაწყვიტა წასვლა, სადაც საქმიანობის წამოწყებას შეძლებდა და ძველ სახელსაც დაიბრუნებდა.
გიორგის ბევრი არ უფიქრია, ცოლთან ერთად ერ–რიადში გაემგზავრა და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. რამდენიმეთვიანი მძიმე შრომის შემდეგ საქმე უკეთესობისკენ წავიდა, რაც კარგი შედეგის მომტანი იქნებოდა და მათი მდგომარეობაც გამოსწორდებოდა. სწორედ ამ ამბის აღსანიშნად გადაწყვიტეს ერთ–ერთ კაფეში წასვლა, სადაც ნინოს ძალიან უყვარდა ყოფნა. კაფის აივნიდან ხედი მდინარეზე იშლებოდა და ყოველთვის სასიამოვნო სიგრილე იყო, აქ ისხდენ და საუბრობდნენ, როდესაც თხუთმეტიოდე წლის ბიჭი შენიშნეს კართან, ორივემ სინანულით გააყოლა თვალი და მძიმედ ამოიოხრა, თუმცა არაფერი უთქვამთ. როცა სახლში ბრუნდებოდნენ გიორგიმ თქვა, რომ მოგვიანებით კართან გაიოზი შეამჩნია, თუმცა ნინომ დაარწმუნა, რომ უბრალო მსგავსება იქნებოდა. იგივე განმეორდა ერთი კვირის შემდეგაც. მომდევნო შეხვედრისას კი ბიჭი და გაიოზის მსგავსი კაცი ერთად დაინახა გიორგიმ, მანაც არ დააყოვნა და დაუძახა, კაცმა მოიხედა თუ არა ნაბიჯს მოუმატა და კატასტროფული სიჩქარით დაეშვა კიბეზე, მანაქაში უცებ ჩასხდნენ და წავიდნენ.
გიორგი დარწმუნდა, რომ ეს კაცი მისი ძველი მეზობელი იყო და ნამდვილად ეცოდინებოდა მისი შვილის ადგილსამყოფელი. ახლა აქ დაიწყო მისი ძებნა და წარმატებულიც გამოდგა, სულ შემთხვევით მიაგნო მათ საცხოვრებელს და თვალთვალი დაუწყო. რამდენიმე კვირიანი კვლევა–ძიების მერე დაადგინა, რომ ბიჭი სწორედ მისი შვილი, კაცი კი ყოფილი მეზობელი. მოგვიანებით ცოლიც გააფრთხილა და შესაბამისი ოპერატიული ორგანოებიც, რომელთა დახმარებითაც გაიოზი გატაცებისთვის და კიდევ სხვა ბრალდებებით ციხეში მოხვდა, ბიჭი კი მშობლებს დაუბრუნდა, თუმცა წარსულის დავიწყების გამო მათ ვერ სცნობდა და “მამასთან” დაბრუნებას ითხოვდა.
გიორგის და ნინოს ძალიან უჭირდათ შვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვა, ყველაფერს აკეთებდნენ მის დასახმარებლად, ძველ სახლსაც კი დაუბრუნდნენ იქნებ რაიმე გაახსენდესო, მაგრამ უშდეგოდ, ყველაფერი იმაზე უარესად იყო, ვიდრე წარმოედგინათ.
ერთ მზიან დილას. როცა ყველანი აივანზე იყვნენ და საუზმობდნენ, ნინომ შვილს ძველი ტელეფონი მიუტანა და ბავშვობის საყვარელი სიმღერა ჩაურთო, თან თვითონაც აღიღინდა (ჯუმბერ ჯუმბერ ჯუმბერიი…), სწორედ ამ დროს ბიჭს გაახსენდა წარსული, ბავშვობა, ძველი ცხოვრება, მეგობრები, გატაცების ამბავი და მშობლებს ჩაეხუტა.
ოჯახი საცხოვრებლად ისევ იმ სახლში დარჩა და მას შემდეგ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s