გამოტრანსპორტებულნი

Bus_2

ტრანსპორტი, რომ ყველაზე კარგი ადგილია საფიქრელად ან ათასი ამბის შესატყობად ეს სიახლე არ არის; ეს ფაქტი კიდევ უფრო გავამყარე მას შემდეგ, რაც ამ თემას ორი პოსტი მივუძღვენი, ახლა მესამის ჯერია 😀
მარშუტები იშვიათად წიგნის წასაკითხადაც გამოდგება, უკიდურეს შემთხვევაში ყურასასმენებს გამოიყენებ, მაგრამ მისი მთავარი დანიშნულება მაინც ჭორაობა, ტრანსპორტში ჩასულ–ამოსულთათვის თვალის დევნება, ქუჩაში გამვლელების შეთვალიერება და რომელიმე ახალი მოდელის მანქანისთვის შურიანი თვალის გაყოლებაა..

ხალხი ტრანსპორტში სხვადასხვაგვარად ერთობა (თუ შეიძლება ასე დავარქვათ):
სკოლის მოსწავლე ოდნავ “ბლატნოი” ბიჭები თუ ამოვიდნენ, რომელიმე მეგობარს აუცილებლად დასცინებენ; განსაკუთრებით მაშინ ხდებიან ენაწყლიანნი თუ ის მათზე უმცროსია და თან მსუქანი. სიცილისგან ძალაგამოცლილ ბიჭებს ოპონენტი ცემით ემუქრება, ისინი კი შერიგების ნიშნად ლოყაზე ჩქმეტენ; ბოლოს კი ერთად აგრძელებნ სახლამდე მიმავალ გზას.
ამ დროს, ვიღაც საკუთარი საცხოვრებლის პრობლემებს აგვარებს, ტელეფონზე შეხვედრებს გეგმავს და დაყადაღებული სახლის ყიდვა–გაყიდვის ამბებს ათას ნაცნობთან ათანხმებს; შემდეგ კი დედას ურეკავს, რომ ყველაფერი კარგადაა და საქმეს ხვალ მოაგვარებს.
მძღოლი “საგულაო” სიმღერებს რთავს და გზას ვაგრძელებთ…

სადღაც, ორი ქუჩის გადაკვეთასთან ტრანსპორტის მოძრაობა ნელდება და ყველას მზერა საპირისპირო მხარესაა მიმართული, ქუჩაში მღვდელი ორ ბიჭს ელაპარაკება, თან ხმამაღლა, ჩვენი მიახლოება და ამდენი ადამიანის მზერა, რომ იგრძნო ხმას დაუწია, ოდნავ შესამჩნევად გააგრძელა თავისი “საქმიანობა”. ხალხს კი სალაპარაკო თემა მიეცა:
–შე, მამაო რავარი აკაჩავებდა ბიჭებს?!
–ასეთები არიან ეგენი, აღარ სცხვენიათ აღარაფრის.
შუა სჯა–ბაასში რატომღაც ახალი საკითხი წამოიჭრება ხოლმე, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პატარკაციშვილის საყვარლები და მისი საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება, თანამედროვე ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა და განადგურების პირას მისული ეროვნული სული.
უკვე ცხრაჯერ დატრიალებულ “ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს” სხვა სიმღერით ჩაანაცვლებს მძღოლი და რუსულ ჰანგებზე გადაწყობილნი ვაგრძელებთ გზას..

პერიოდულად ფანჯარაში ვიხედები და მილიონჯერ ნანახ გარემოს კიდევ ერთხელ ვაყოლებ თვალს, რამე საინტერესოს დანახვის პერსპექტივით, თუმცა რომელიმე მოტოციკლიანი თუ ჩაიქროლებს მხოლოდ და იმასაც მთელ გულს გავაყოლებ ხოლმე– “ალბათ რა თავისუფლადაა ახლა” ფიქრებით.
ზოგჯერ მძღოლი აგრესიის ამოფრქვევას იწყებს, გააჩნია რომელი ტრანსპორტისაა, მაგრამ აგრესია ძირითადად სკოლის მოსწავლეებზე ვრცელდება, რომლებიც მადლობის საფასურად მგზავრობენ ან ისეთ მოხუცებზე, რომლებიც დროულად ვერ ახერხებენ ჩასვლა–ამოსვლას, იშვიათად ახლახან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმარსაც გადაწვდებიან, განსაკუთრებით თუ მძღოლი ყოფილი პოლიციელია.
როცა ჩემი ჩასვლის დრო მოდის აღარ მახსოვს რაზე ვფიქრობდი, დროულად გადმოვდივარ წინ, რათა მალე დავტოვო აქაურობა და ზუსტად ვიცი როგორი გამოვა შემდეგი პოსტი..

Advertisements

2 thoughts on “გამოტრანსპორტებულნი

  1. მეც შემიძია ჩემი მოგზაურობების აღწეერა, ოღონდაც თუ დაჯდომა მომიხდება ხოლმე ყურთსასმენებო დაწიგნია ჩემი ყველაზე კარგი გასართობი, საუბედუროდ ხშირად ფეხზე ედამდგარი ვმგზავრობ

    რადგან ყველაფერში პოზიტივის დანახვას ვცდილობ, ფეეხზე დგომა ურიგო არაა კალორიების დაწვის ხარჯზე.

    1. მეც ხშირად მიწევს ფეხზე დგომა, მაგრამ მგზავრობა ერთი დიდი რიტუალია უკვე ჩემთვის, სულ რაღაც მემართება ხოლმე და მივეჩვიე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s