“დაალაიქე, გააზიარე, დააკომენტარე … 2 ”

იგივე სახელწოდების პოსტი, არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა ჩემს ბლოგზე, მაგრამ თხოვნა–მოთხოვნების განვითარებისა და დალაიქება–გაზიარების მოპოვების სხვადასხვა მცდელობების მომატებასთან ერთად გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტი დავწერო, ოდნავ განსხვავებული ფორმატით..

facebook რომ “სოციალური ქსელების დედაა” და ყოველგვარი ინფორმაციის წყარო, ახალი ამბავი არ არის; არც ისაა სიახლე სხვადასხვა გვერდის ადმინები “ბოროტად”, რომ იყენებენ ამას– მაგალითად, რომელიმე ფოტოზე წარწერით: ნახეთ ამან რა გააკეთა, ამის ნახვა გაგაოცებთ ან რაიმე მსგავსი. ცრუ ინფორმაციის შემთხვევაში გვერდს “ანლაიქი” ემუქრება ან ლანძღვა–გინება (რა გეშარებათ, ერთი გამაგებინა :დ )
902348_450596958350174_2008147776_o

კიდევ ერთი “უპოპულარულესი” თემაა საჭმელი– ათასგვარი ნუგბარი თუ ქართულ–უცხოური კერძები; აი ისეთი ნერწყვი, რომ მოგადგება (სხვათაშორის, ბევრი მოწონებით სარგებლობს).. მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს– აცადეთ ჯერ ხილს გასაყიდად შემოსვლა და მერე დადეთ ხოლმე ფოტოები, თორე აღარ შემიძლია :დდ
PicMonkey Collage

რაც შეეხება შემდეგ საკითხს, მეტად რთული შესათანხმებელია, რადგან ქართველი ბიჭები გოგოების წვერ–ულვაშიანობაზე ჩივიან, გოგონები კი მათ სინაზესა და “ტონალურობიანობაზე”, ასევე ისიც ავიწყდებათ, რომ არც თვითონ არიან ისეთი “შხვართი” ქალების ღირსები, როგორებზეც ხშირად ოცნებობენ, მაგრამ რას იზამ..
73302_581950111815243_693998708_n

იუმორის გრძნობის ქონის შესანიშნავ დასტურად კი მარტო ეს ძალიან ნაცნობი ფოტოებიც კმარა :დდ
PicMonkey Collagenn

რელიგიური აზრის მატარებელი ფოტომასალა კვლავ აქტუალურია და ასეთივე ფოტოების მოწონება–გაზიარება წამყვან პოზიციაზეა, ხან სასაცილოდ და ხანაც მთელი სერიოზულობით..
28138_530125490360209_339731711_n

აი ტუჩების დაპრუწკვამ და სარკეში ფოტოების გადაღებამ, რომ კატასტროფულად იმატა, მერე დაწყო ყველაზე ორიგინალური ვარიანტების შემოთავაზება, მათ შორის ასეთისაც 😀
644564_588342084518534_1446947040_n

რაც შეეხება “სკოლათმოძულე” ბავშვებს, ყოველ ორშაბათს მთელ კვირას გამოიგლოვებენ და პარასკევს, მომავალი ორი უსაქმური დღისთვის სამზადისს იწყებენ, რათა მთელი დრო კომპიუტერებთან გაატარონ.. რატომ გეზარებათ ასე სკოლა, ვერ ვხვდები?!
601475_520634841313387_319299079_n

ბოლოს კი ფოტო, რომელსაც მგონი არცერთი გვერდი არ გამოუტოვებია 😀
578870_539423826101155_1237136522_n

ამ პოსტის წერა დილამდეა შესაძლებელი,თავისი ფოტო–ვიდეო მასალით, მაგრამ ახლა აქ შევჩერდები, სამომავლოდაც ხომ უნდა დავიტოვო დასაწერი.. მოკლედ მომავალ პოსტამდე, მეგობრებო ^^

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s