რას მოძებნი უკეთესს?

search

კარგა ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა; განსაკუთრებით იმის მერე, რაც ათასი თავგზაბნეული “დაგუგლავს” რაღაცას და ჩემთან აღმოჩნდება, მერე ვფიქრობ სად ჯანდაბაში მიწერია ასეთი ტექსტი, ვერ ვიხსენებ და ვანებებ თავს; ორი დღის მერე კიდევ მოუნდება ვიღაცას ორიგინალური ტექსტის მოძებნა და ასე პერიოდულად ათასგვარი სულელური “მძებნელის” კითხვის ობიექტი ვხვდები (მინიმუმ შემოხედვის)

მაშ ასე, ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ:
– რაც IQ ტესტზე დავწერე პოსტი, ყველაზე დიდი ძებნის ობიექტი სწორედ ისაა; არც მიკვირს, პირიქით მიხარია კიდეც.
– “მალბოროზე” დაწერილი პოსტის წყალობით, მომდევნო ადგილს “თამბაქო”, “სიგარეტის კოლოფი”, “თამბაქოს მწეველი შვილები” და სხვა მსგავსი იკავებს;
– მონიკა ბელუჩი და ლეონარდო დიკაპრიოც საკმაოდ პოპულარულები ყოფილან გუგლში; ასევე მათი ფილმებიც, არასწორი დასახელებით;
– “ბოზი ქალები”– ეს, რომ ვიპოვე ჯერ სიცილი ვერ შევიკავე, მერე მე თვითონ “დავგუგლე” და ერთ–ერთ პოსტში მოხსენიებული სიტყვის წყალობით ძებნის ობიექტი აღმოვჩნდი; ამ აზრის მატარებელი უამრავი ტექსტია მოძებნილი, კონკრეტული სახელებით და ზოგადად, მაგრამ მეტად აღარ დავკონკრეტდები, ასე სჯობს;
– “brboze kadrebi” – აქაც წარმატებით ვიკავებ პირველ ადგილს :დ
– “ძველ თბილისში ძველ სიმღერას ვღიღინებ” – ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არც ვიცი;
– “14 წლის გაუპატიურება” – რატომ უნდა მოძებნო მსგავსი აზრის მატარებელი ტექსტი ვერ ვხვდები, ან ჩემი ბლოგი როგორ აღმოჩნდა ამ გაურკვევლობაში ჯერ ვერ დავადგინე;
– “სადისტი ხათუნა” – ამას არ მოველოდი, ნამდვილად 😀
– “ქართველები არიან კონფორმისტები” და “სივრცითი ინტელექტი” – ეს უკვე ნამდვილი წინსვლაა ზემოთ ჩამომთვლილთან შედარებით;
– “ფეისბუქის გვერდის სასაცილო სახელი მინდა” – ეტყობა ფანტაზია არ აქვს ამას;
– “წადი შენ,იდიოტო” და “წადით თქვენი” – ეს ძაან გააბრაზეს ალბათ;
– “ვინმეს ვუყვარვარ ამ ქვეყანაზე?” – გუგლმა რა იცის, სახლში იკითხეთ ეგ ;))
– “სად აკეთებენ ფერად ქსეროქსს” – უნივერსიტეტთან იქნება, სადმე ახლოს;
– “რა თქვა ბობ მარლიმ სიკვდილის ბოლო წუთების წინ? ” – “ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი”;
– “საყვარლები”, “ეროტიული ფოტოები” – ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ;
– “ისევ ისეთი ახალგაზრდა ვარ” – გეტყობა;
– “კომპიუტერი ცუდად მოქმედებს ადამიანზე” – ამდენი თუ იცი, კიდე აქ ზიხარ?
– “საჭიროა თუ არა მოერგო დროს” – ეტყობა საჭიროა;
– “ფილმი ორ ბავშვზე რომლებსაც შეუყვარდათ ერთმანეთი და მათი ფანტაზია” – ზუსტად იცის, რა ფილმს ეძებს;
–” ფილმი სათვალიანი მკვლელი” – ეტყობა, ეს უფრო ჩამოყალიბებულია;

მოკლედ, ამით და ათასი ამგვარი აზრის მატარებელი ტექსტის მეშვეობით შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ჩემს ბლოგზე, მაგრამ თუ სხვა ინტერესი არ გაქვთ და მე მეძებთ, უბრალოდ დაღლილი ალუბალი აკრიბეთ და მარტივად მიპოვით 😉

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s