უფასო ნაგავიც ყრია ქუჩაში !!

images (1)
გაბრაზებული ვარ, თან საშინლად; მარტო დღეს კი არა, ყოველდღიურად ემატება თითო წვეთი ჩემი მოთმინების ფიალას და ნელ–ნელა აივსება, ვატყობ..
ზოგადად ჩვენ ქვეყანაში, რომ აღმშენებლობის ხანაა ყოველთვის ეს უკვე იცით ალბათ; ისიც გეცოდინებათ, რომ ყველაზე განსაკუთრებული, ჭკვიანი და საქმიანი ხალხი ვართ; ისიც აუცილებელია, რომ ყველამ რაღაც იდეა–პროექტი ან რამე მსგავსი წამოიწყოს, იმიტომ, რომ მოდაშია და ვინმეს დააფინანსებინოს, მერე კი ყველას გასაგონად იტრაბახოს, რომ ამხელა რაოდენობის იდეებს შორის მისმა გაიმარჯვა და ა.შ და ა.შ
სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ცდილობენ აქტიურები იყვნენ, რაღაც აკეთონ, თუნდაც საკუთარი თავისთვის, მაგრამ როცა სისულელეში იხარჯება დრო, ფული და ენერგია და ამას ვერავინ ხვდება, ნამდვილად აღსაშფოთებელია (გვიყვარს ეს სიტყვა ჩვენ :დ)..
ჰიპერაქტიურობის ფონზე ქუთაისშიც მეტ–ნაკლებად აქტიურობს ახალგაზრდობა, მართალია ძირითადად ერთიდაიგივე სახეებია ყველგან, მაგრამ ხომ აკეთებენ რაღაცას.. ხშირად ვღებულობ მიწვევა–მიპატიჟებას სხვადასხვა ღონისძიებებზე, საღამოებზე, უფასო ტრენინგ–სემინარებზე, რაღაც კურსებზე, რომელთა მიზანი ხშირად გაურკვეველია. თავიდან თითქმის ყველგან დავდიოდი; მართალია დევიზი– უფასო იყოს და კუბო იყოსო (თუ რაღაც ამის მსგავსი) ჩემი ლეიტმოტივი არ არის, მაგრამ საინტერესო მიწვევებს ნამდვილად ვესწრებოდი; ჩემდა გასაკვირად ზოგი უფასო კურსი, განსაზღვრული თანხის გარეშე არ იწყებოდა; ზოგმა სერთიფიკატის მნიშვნელობა არ იცოდა (თუმცა განცხადებაში მითითებული იყო); ზოგმა გეგმის შესრულება მოახერხა და დამატებით აღარავის იღებდნენ და დაკავშირებას გაურკვეველი ვადით გვპირდებოდნენ; ახლა ენის კურსებს არ იკითხავთ?? ათას რამეს გპირდებიან და ბოლოს საერთოდ აღარ იწყება, მიზეზი?– არც თვითონ იციან!! საგანმანათლებლო კურსებს რაც შეეხება, ძირითადად არასამთავრობოების პროექტებია, მაგრამ ზოგიერთს ნამდვილად ჭირდება მინიმუმ ჩამოყალიბებული გეგმა ჰქონდეს, რომ იქ “მიტყუებული ხალხი” უკანმოუხედავად არ გაიქცეს, რაც ხშირად მართლაც ამით მთავრდება..
საბოლოო ჯამში თითქმის ხელჩაქნეულმა თავი დავანებე მსგავს პროექტებს, მაგრამ ხანდახან ისევ ვტყუვდები და ვხვდები, რომ უფასო არსად არაფერია კარგი (99% მაინც).. ასე, რომ ძვირფასო “იდეოლოგებო” მთავარია ხარისხიანი გააკეთოთ რამე, თორე უფასო ნაგავიც ყრია ქუჩაში..

პ.ს ამ თემაზე საუბარი დღევანდელმა შემთხვევამ გამახსენა: როგორც იცით, სტუდენტური დაზღვევა ისევ მოქმედებს, მართალია ახლა სხვაგან გადაგვამისამართეს თურმე, მაგრამ ვიფიქრე ექიმს მივაკითხავ და თან დაზღვევას გამოვიყენებთქო.. 14:50 წუთზე მივაკვლიე კითხვა–კითხვით, მაგრამ აღმოჩნდა,რომ 15 საათზე მუშაობას ამთავრებდა და ვერ მიმიღებდა, შაბათ–კვირას კი არ მუშაობენ. ასე, რომ ორშაბათამდე უნდა მომეცადა სიცხიანს და დავლოდებოდი მის კეთილ ნებას, თუ მოიცლიდა პაციენტისთვის, მაგრამ ისევ “ფასიან ექიმთან” ვიზიტი ვარჩიე, იქ ნორმალურად მაინც მოგაქცევენ ყურადღებას..

პ.პ.ს რამდენიმე დღის წინ მეზობელმა უფასო სასწრაფო დახმარებაში დარეკა, ას მეოცე იყო და იმათ შესთავაზეს რიგს დალოდებოდა თუ არ ეჩქარებოდა; მერე ისევ ფასიანი სასწრაფო გამოიძახა ესენი მოდიან მაინცო..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s