სტუდენტობა წამებული

girl_studying

როცა უნივერსიტეტში აბარებ, ჯერ კიდევ არ გაქვს გაცნობიერებული საკუთარი უფლება–მოვალეობები, თორემ შესაძლოა საკმაო ხნით გადადო ეს “მძიმე ტვირთი”,რომელიც საქართველოში მცხოვრებ თითქმის ყველა სკოლა დამთავრებულს აქვს, სურვილის მიუხედავად…
პირველივე კურსზე ეჩვევი გარემოს, რომელიც მალე განუყოფელ ნაწილად გეჩვენება, ეგუები კურსელებს, ლექტორებს და რაც მთავარია გამოცდებს(რეიტინგულები, ფინალურები), რომელიც ყველაზე დიდი ტკივილია სტუდენტებისთვის; განსაკუთრებით მაშინ, როცა არც ისე კეთილი და ძალიან პრინციპული ლექტორი გყავს, რომელიც ამასთანავე სტუდენტების შეფასებისას განსაკუთრებული სიმკაცრით აღიჭურვება ხოლმე…
და იწყებ მეცადინეობას იმ იმედით, რომ შარშანდელივით ერთი საგანი არ გაგიფუჭებს საშუალო მაჩვენებელს და წელს მაინც მოახერხებ სტიპენდიის აღებას. მთელი სემესტრის მასალას იმეორებ და გამოცდის წინა დღეს მოსვენებას კარგავ. გამთენიის ექვს საათზე იღვიძებ, იმიტომ რომ ნერვიულობ; სულ რაღაც სამი საათი გეძინა, მაგრამ მხნედ ახერხებ ტკბილი საწოლის დატოვებას; სანამ ყავას ამზადებ, გამოუძინებელი თვალებით აკვირდები ქუჩას; მინაზე წვიმის წვეთებია, ფანჯარას აღებ, სუნთქავ სუფთა ჰაერს, რაც გამოფხიზლებაში გეხმარება და არეულ აზრებს ალაგებ; დაფიქრდები და ხვდები, რომ შესაძლოა მთელ ქალაქში შენ და კიდევ რამდენიმე ადამიანი ხართ ახლა ასე– ფინალურების გაწამაწიაში…
ნალექიანი ყავის მეშვეობით ცდილობ თბილ ბალიშსა და გემრიელ ძილზე ფიქრისთვის თავის დანებებას, სამაგიეროდ წასაკითხი ქსეროქსების დანახვისას ძილის სურვილი გიქრება; ხალათში გახვეული, მაგიდასთან მოკალათებული, კედლის საათს პერიოდულად უყურებ და დროს ითვლი მოასწრებ თუ არა ყველაფრის წაკითხვას. კითხულობ, კითხულობ, უკან ბრუნდები, უკვე გაციებულ ყავას წრუპავ, ისევ კითხულობ და ხვდები, რომ უფროდაუფრო გავიწყდება წაკითხული, თუმცა დრო არ ითმენს და ცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად გადახვიდე მომდევნო საკითხზე, რომ ბოლომდე ჩაამთავრო და დაწყნარებულად მიხვიდე უნივერსიტეტში..
გადაკითხვის მცდელობისას დრო გეპარება, სწრაფად იცმევ და წინა დღეზე უარესად დაღლილი მიდიხარ მითითებულ აუდიტორიაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკეტილია და მრგვალ საათამდე არ აღებენ. იცდი ცოტა ხანს, რომელიც საუკუნედ გეჩვენება, ჯდები რომელიღაც მაგიდასთან (რომელიც იმ წუთას თვალში მოგივა); მოაქვთ ფურცელი, რომელზეც დასაწერი ორი საკითხის სათაურია.. ნეტავ ის იყოს რაც მე მინდა, ნეტავ ის… მაგრამ ზუსტად ის ორი აღმოჩნდება, რომელიც ყველაზე ნაკლებად იცი და მხოლოდ შეხვედრის შიშით წაიკითხე. გაბრაზებული და იმედგაცრუებული წერ იმას, რაც გახსოვს; დამკვირვებელი უაზრო სიმკაცრეს იჩენს, რომელზეც გაგეცინებოდა შესაფერისი ხასიათი,რომ გქონდეს; ერთ საათში ტოვებ აუდიტორიას შესაძლო შეფასებაზე ფიქრით და ხვდები, რომ თუ ახლაც არ გაგიმართლა ნამდვილად ფეხებზე დაიკიდებ მომავალ გამოცდებს და სტიპენდიასაც…

Advertisements

11 thoughts on “სტუდენტობა წამებული

  1. ეს შეგრძნებები ათი ათასჯერ გიმძაფრდება თუ ზეპირი გამოცდა გაქვს და ბილეთში 8 საკითხი შედის ან საერთოდაც, ბილეთი არ არსებობს და გამომცდელს რაც გაუსწორდება ის უნდა გკითხოს :დდდ

    1. ზეპირი გამოცდა არ მაქვს ხოლმე რთულად, ნუ ეგეც ლექტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მაგ დროს ნაკლებად ვღელავ რატომღაც ..

  2. “ნალექიანი ყავის მეშვეობით ცდილობ თბილ ბალიშსა და გემრიელ ძილზე ფიქრისთვის თავის დანებებას” წინა სამშაბათს ღამის 2 საათზე დავლიე დიდი “ქვაბით” ყავა…
    კითხვისას მეგონა,ჩემი დაწერილი ხო არ არი-მეთქი…
    ერთი განსხვავებით – გამოცდებზე არ მენერვიულება რატომღაც,სულ ესე ვარ ხოლმე…

    1. ასეთი მდგომარეობა ყველა საგანზე არაა, უბრალოდ არის კატეგორია, რომელსაც ჭირდება ბევრი დრო, მაგრამ არ გიფასდება შრომა..
      მე მაგალითად, ის არ მესმის რატომ უნდა ჩაიტოვოს სტუდენტმა საგნები; მირჩევნია ორი დღე გავწვალდე და მერე მოვისვენო, ვიდრე სემესტრი დამემატოს..
      პ.ს მიხარია, რომ მესტუმრე :))

    1. გული არ გაიტეხო, სულ ეგრე კი არ არის :)) გაქვს თავისუფალი 5 კვირა, მცირე დატვირთვით და ამის შემდეგ 10 დღე მძიმე წნეხით… ისე იმასაც გააჩნია სად სწავლობ ^^

      1. მე თბილისში არ ვსწავლობ.. ყველა ნორმალურ უნივერსიტეტში მოგიწევს დატვირთვა და მეცადინეობა, მთავარია შეფასება იყოს ობიექტური, თორე… მთავარია რის სწავლასაც გადაწყვეტ გულით გინდოდეს და მოგწონდეს გარემო პირობები :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s