BACARDI – თავისუფლებისა და სიამოვნების შეგრძნება

bacardi_logo1

ბაკარდი 1862 წელს შექმნილი შესანიშნავი რბილი რომია. მასში კარიბის ცხელი მზე გიზგიზებს, თავისუფალი სული ყივის, მხურვალე რიტმები გაისმის და დაუოკებელი ტემპერამენტი ჩანს. ბაკარდი სხვა სავაჭრო მარკებისგან უნიკალური სულით და კულტურით გამოირჩევა, ის თავისუფლების და სიამოვნების შეგრძნებაა, მასთან შეხვედრა მხიარულ ზეიმს გიქადით.

ბაკარდის ისტორია კუბაზე, XIX საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. ღვინით მოვაჭრე დონ ფაკუნდო ბაკარდი ესპანეთის პროვინცია კატალონიიდან კოლონიურ ქალაქ სანტიაგო დე კუბაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროს რომი მწველი, უხეში და დაუმუშავებელი სასმელი იყო; მას მაღალი წრის საზოგადოება არ სვამდა და მიუღებელი იყო მათ მიღებებზე მისი მირთმევა; სწორედ ამ თვისებების გამო შეიყვარეს ის თავის დროზე კარიბის ზღვის მეკობრეებმა.დონ ფაკუნდომ კი გადაწყვიტა შეექმნა “ცივილიზებული” რომი და მთელ თავისუფალ დროს ექსპერიმენტებს ახმარდა. იგი ექსპერიმენტებს ატარებდა ტექნოლოგიური პროცესის ყველა ეტაპზე, მან რომის დარბილება და მისი მინარევებისგან გათავისუფლება სასმელის ნახშირის ფილტრში გატარებით სცადა – მსგავსი რამ მანამდე არავის გაუკეთებია.დონ ფაკუნდომ ბოლოს მიაღწია საწადელს და შექმნა სასმელი, რომელიც მის სტანდარტებს შეესაბამებოდა: მის მიერ დამზადებული რომი სხვებისგან განსხვავებით, სუფთა და რბილი იყო; მასთან შედარებით ადგილობრივი რომები მძიმე, უხეში და წამლისმაგვარი ჩანდა. დონ ფაკუნდოს პირმშო, საოცრად რბილი, მუქი ფერის, მდიდარი არომატის რომი განსხვავდებოდა არა მხოლოდ სხვა დანარჩენი რომებისგან, არამედ საერთოდ ყველა აქამდე არსებული სპირტიანი სასმელებისგანაც.
დონ ფაკუნდომ 3500 დოლარად პატარა სპირტსახადი ქარხანა შეიძინა, რათა ნაცნობ-მეგობართა გარდა სხვებისთვისაც შეეთავაზებინა ეს რომი. ამგვარად, 1862 წელს შეიქმნა კომპნია -“BACARDI COMPANIA”. მალე კომპანიის პროდუქციამ დაიპყრო მონარქების, გურმანების და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების გულები. დონ ფაკუნდომ შეცვალა არა მხოლოდ საზოგადოების წარმოდგენა რომზე, არამედ მათი დამოკიდებულება ამ სასმელისადმი. რომის ხარისხის ამაღლებით მან ახალი ტიპის რომი შექმნა, რომლის მიხედვითაც სხვა რომების ხარისხს განსაზღვრავენ.

სულ მალე დონ ფაკუნდო მიხვდა, რომ საჭირო იყო მარტივი, ადვილად აღსაქმელი ნიშნის გამოგონება. ასე შეიქმნა ცნობილი “ღამურა”.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ დონ ფაკუნდოს ცოლმა, დონია ამალია ლუცია ვიქტორია მორომ ურჩია ქმარს, რომის სავაჭრო ნიშნად “ღამურა” გამოეყენებინა. ბაკარდის პირველ სპირტსახდელ ქარხანაში სტუმრობისას ქალმა უამრავი ღამურა შეამჩნია. დონია ამალია ხელოვნებაში გათვითცნობიერებული ქალი იყო და იცოდა, რომ კუბის ძირძველი მოსახლეობა ღამურებს ყველანაირი კულტურული ფასეულობის მატარებლებად თვლიდა. ადგილობრივი თქმულებებიდან მან იცოდა, რომ ღამურას ჯანმრთელობა, იღბალი და კეთილდღეობა მოაქვს.მისი შეთავაზება არც პრაგმატულ აზრს იყო მოკლებული: XIX საუკუნეში საკმაოდ დაბალი იყო განათლების დონე და პროდუქტს დასამახსოვრებელი გრაფიკული გამოსახულება უნდა ჰქონოდა, რითიც მის ამოცნობასა და შეძენას შეძლებდნენ.
კუბაზე მალე გავრცელდა ახალი ამბავი ნახშირით დარბილებულ, მდიდარი არომატის მქონე, რბილსა და იდუმალ, ღია ფერის ცივილიზებულ რომზე. თქმულებებმაც თავისი საქმე შეასრულეს: ცნობები დონ ფაკუნდოს “ღამურისა” და მისი ახალი რბილი რომის შესახება სწრაფად ვრცელდებოდა. ადგილობრივები მოგვითხრობენ, რომ სწორედ ღამურებს მოჰქონდათ იღბალი დონ ფაკუნდოსთვის და მაგიურ ძალას აძლევდნენ რომს. დღემდე არავის შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ დონია ემილიამ და დონ ფაკუნდომ სწორი გადაწვეტილება მიიღეს, როდესაც სავაჭრო ნიშნად ღამურა აირჩიეს.

ბაკარდი ჭეშმარიტად პოპულარული მაშინ ხდება, როდესაც ცნობა BACARDI-სა და COCA-COLA-ს უნიკალური ნაზავის შესახებ მთელ კუნძულს მოედება. ეს მოხდა გასული ასწლეულის ბოლოს, იმ დროს, როცა კუბა თავისუფლებისთვის ებრძოდა ესპანელ კოლონიზატორებს. აშშ-მ საკუთარი ჯარები ჩამოსხა კუბაზე, რათა დახმარებოდა მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურიდან დათხოვილი ამერიკელი ჯარისკაცები ძველი ჰავანას ერთ-ერთ ბარში ისხდნენ. ფაუსტო როდრიგესი, ახალგაზრდა შიკრიკი, იხსენებს: ბარში ამერიკელი კაპიტანი შემოვიდა და შეუკვეთა რომი ბაკარდი კოკა-კოლასთან, ყინულთან და ლიმონის ნაჭერთან ერთად. კაპიტანმა ეს სასმელი ისეთი სიამოვნებით დალია, რომ იქვე მჯდომი ჯარისკაცების ყურადღება მიიპყრო. მათ ბარის პატრონს იგივე სასმელი შეუკვეთეს. წამში სასმელი საღამოს ფავორიტი გახდა. მორიგი ულუფის შეკვეთისას, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თავისუფალი კუბის სადღეგრძელოს შესმა შესთავაზა თანამეინახეებს: “POR CUBA LIBRE”, რომელიც იქ მყოფი ადამიანების ტალღამ ერთსულოვნად გაიმეორა. ასე გაჩნდა სასმელი “CUBA LIBRE” და ეს სახელი დაერქვა.
ძალზე სწრაფად გავრცელდა ამბავი ბაკარდისა და კოკა-კოლას კომბინაციის შესახებ. გარდა ამისა, ორივე, ბაკარდი და კოკა-კოლა აფართოებდნენ გავრცელების არეალს და სულ მალე “CUBA LIBRE” მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოქტეილი გახდა. ბაკარდისა და კოკა-კოლას კომბინაცია დღემდე მომხმარებელთა ყველაზე საყვარელი კოქტეილია. დღეს მსოფლიოში “CUBA LIBRE”–ს 5 მილიარდამდე პორცია იყიდება ყოველწლიურად. ყოველ წამს მსოფლიოში ამ კოქტეილის 130 პორცია იყიდება.

1920-იანი წლებიდან ბაკარდის რომების პოპულარობა განუწყვეტლივ იზრდება. აშშ-ში მშრალი კანონის შემოღების შემდეგ კუბა სულის მოსათქმელ ადგილად იქცა იმ ამერიკელებისთვის, რომელთაც ფულიც ჰქონდათ და გართობის სურვილიც. კუბიდან ამერიკაში დაბრუნებულ ამერიკელებს თან მოჰქონდათ სულისშემძვრელი მოგონებები ჰავანას ღამეებსა და ბაკარდის რომის არომატზე. ბედის ირონიით, მშრალმა კანონმა ხელი შეუწყო ბაკარდის რომების ამერიკელთა უსაყვარლეს სასმელად ქცევას და ბაკარდის ემბლემის ცხოვრებით ტკბობის სიმბოლოდ დამკვიდრებას.
1960 წლის 14 ოქტომბერს კომპანია ბაკარდის აქტივებს კონფისკაცია გაუკეთა რევოლუციურმა მთავრობამ. ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების შემდეგ არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა და სავაჭრო მარკა “BACARDI” ნასაუში, ბაჰამის კუნძულებზე გადავიდა. ამას მოჰყვა ახალი რეჟიმის მცდელობა გაეყიდათ კონფისკირებულ ქარხნებში დამზადებული ყალბი რომი ბაკარდი. ბაკარდის ოჯახი საიდუმლო ფორმულისა და სავაჭრო ნიშნის დასაცავად იბრძოდა როგორც ბაზარზე, ისე საერთაშორისო სასამართლოებში და გაიმარჯვა კიდეც: გაყიდვიდან ამოიღეს ყალბი რომი, სავაჭრო მარკისა და კომპანიის უფლებებს კი მთელს მსოფლიოში იცავენ.

1960-1970-იანი წლები მსოფლიოში ბაკარდის ფენომენალური დამკვიდრებითაა ცნობილი.
1983 წელს ოჯახმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ ორასმემილიონე ყუთი სასმელის გამოშვება აღნიშნეს. ჰამილტონში, ბერმუდის კუნძულებზე “BACARDI LIMITED”-ის, საერთაშორისო შტაბ-ბინის შექმნიდან 11 წლის შემდეგ კომპანიამ საკუთარ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შეიძინეს კომპანია “MARTINI & ROSSI”- ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და დისტრიბუტორი მთელს მსოფლიოში. კალმის ერთი მოსმით კომპანიის მოცულობა გაორმაგდა: შეიძინა პროდუქციის 300 ახალი ტიპი, 35 სადისტრუბუტორო ქსელი სხვადასხვა ქვეყანაში, 4000 მაღალკვალიფიციური თანამშრომელი და მის გაყიდვებს დაემატა 31 მილიონი ყუთი წელიწადში.

რომ “ბაკარდის” კვლავ ბაკარდის ოჯახის წევრები ამზადებენ თავდაპირველი ფორმულის შესაბამისად, კვლავ იყენებენ ნახშირის ფილტრს თუ სხვა ტექნოლოგიებს- მოკლედ, ყველაფერი კვლავ ისეა, როგორც იყო 1862 წელს, სანტიაგო დე კუბაში. არანაკლებად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამზადების პროცესს კვლავ დონ ფაკუნდოსეული გულმოდგინებით, ყურადღებით, ენთუზიაზმითა და შემოქმედებითობით უდგებიან.
დღეს რომი “ბაკარდი” მზადდება და ჩამოისხმება ბაჰამის კუნძულებზე, ინდოეთში, მექსიკაში, პანამაში, ტრინიდადსა და პუერტო-რიკოში. მას ასევე ასხამენ ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, კოსტა-რიკაში, გერმანიაში, ახალ ზელანდიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა თუ აშშ-ში. იგეგმება საწარმოს გახსნა ჩინეთში.
აღსანიშნავია, რომ ბაკარდის ყველა რომი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით გამოირჩევა…

ასე, რომ ისიამოვნეთ ცხოვრებით, ბაკარდისთან ერთად … ბოლოს კი გიტოვებთ კიდევ ერთ საინტერესო და საყვარელ რეკლამას, ^^

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s