სააკაშვილი vs ივანიშვილი + ბოზი ქალი

0408stone-parsons-blog427-405x355

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვითომ გულწრფელობით ყოველთვის თავმომწონედ აღნიშნავენ საკუთარ აპოლიტიკურობას, საქართველოში ყველაზე ხშირად საუბრის და დავის საგანს სწორედ პოლიტიკა წარმოადგენს. ამ საკითხისადმი ინტერესი ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა არც წარსულში აკლდა. განსაკუთრებული ადგილი კი პოლიტიკაზე სასაუბროდ ქუჩა და სუფრაა (ქართველების ორი ყველაზე საყვარელი ადგილი).
ამდენი დღესასწაულიდან გამომდინარე, ამ ბოლო ხანებში, ხშირად მომიწია შევსწრებოდი მამა–პაპურ ჭამა–სმა–ხვევნა–კოცნას, რასაც თან პოლიტიკური შეხედულებების გაზიარება ახლდა. განსაკუთრებული პოპულარობით სააკაშვილი–ივანიშვილის ტანდემი სარგებლობს, რასაც უამრავი ჭორ–მართალი, საკუთარი აზრი და ზოგჯერ ლანძღვა–გინებაც ახლავს. მოკლედ ბევრი, რომ არ ვისაუბრო შემოგთავაზებთ საუბრის ფრაგმენტებს, რომლებიც ამ დღეებში მოვისმინე და მეტ–ნაკლებად დამამახსოვრდა.

1. შეზარხოშებულ მდგომარეობაში მყოფი ორი ნათესავის დიალოგიდან:
– მართალს ამბობდნენ მიშაზე, უყვარს მაგას ქალები.
– ქალები ვის არ უყვარს, შე კაცო?(ხითხითებს) თან მაგას, რომ მიუწვდება ხელი, ისეთები.
– ხო, მაგრამ მაგას ძაან ყვარებია; ბევრ ცუდს ამბობენ.
– პრეზიდენტი, რომ ვიყო მეც მეყვარებოდა და იმათაც (ქალებს ალბათ) ვეყვარებოდი, მაგრამ ვის რად ვუნდებვარ ახლა მე?!

2. …ხო ეგ იყო ზუსტად, მაგან გაატყავა ქვეყანა, აშენა ფანტანები, აცეკვა და ამღერა მერე და კი დარჩა უშუქოდ ბოლოს; ყოფილიყო ჭკვიანად და აღარ მოუწევდა ტუჩების კვნეტა.

3. ორი დიასახლისის დიალოგი:
– რავიცი, ჩემო ნინო, რას გაუგებ პოლიტიკას? დღეს, რომ შავია რაღაც, ისე გაათეთრებენ მეორე დღეს, სულ დაგავიწყებენ გუშინდელს.
– მაგას ვამბობ მეც; არცერთის ნდობა არ შეიძლება, ყველა ხელის მოსათბობადაა მოსული.
– მაინც არ ვკარგავ იმედს, იქნებ გვეშველოს რამე, მთლად უკან ხომ არ წავა ჩვენი ქვეყნის საქმე.

4. მე, რომ მკითხოთ, ძმაო, არაფერი გვეშველება! ამან, რაც “ჭამა” ეყოს, ახლა სხვისი ჯერია; ქართველი კაცია ასეთი, თორემ ყველგან კი არაა ეგრე. აგერ (?!) ამერიკაში ყვავის დემოკრატია და ეკონომიკა; შეეხო კრიზისი, მაგრამ მიტინგები კი არ გაუმართავთ, ცხოვრობენ მშვიდად. აბა ჩვენ რომელი კრიზისი გაგვაკვირვებს ახლა?!

5. ისევ ორი ნასვამი კაცის საუბარი:
– კაცია ივანიშვილი, ამდენი ფული აქვს და მაინც თავის ქვეყანაზე ზრუნავს, არ დაგვიკიდა ფეხებზე!
– მოგზავნილია ეგ, მართლა რუსეთის მასხარაა, თორე რა გული ერჩოდა, ახლა შეუყვარდა თავისი ქვეყანა?? ამდენ ხანს სად იყო??
– მაგის ფულითაა ნახევარი ქვეყანა აშენებული, მარტო “ციცინათელა” აყიდინეს ორჯერ თუ სამჯერ; პოლიციას და ჯარს, რომ დავანებოთ თავი, იმდენი სიკეთე აქვს განაკეთები ამ მთავრობისგან ჩუმად ვინ მოთვლის.
– ეგ რაღაც ფულის ნაწილს დებდა, თორე საქმეს მთავრობა აკეთებდა; კი არავინ აწუხებდა,მაგრამ გამოაბუნძულეს ახლა, გადაიბირა ფულით ხალხი და არაფერსაც არ გააკეთებს; მაგას თავისი ქონება ადარდებს მარტო; ნახავ მალე, რომ სწორს ვამბობ…
ლამის დაუსრულებელ კამათს, ისევ დიასახლისი აწყნარებს, ქმარს მუჯლუგუნს წაკრავს, სადღეგრძელოს შეახსენებს სტუმრებს და ისევ გაგრძელდება ტკბილი საუბარი.

6. მოხუცი პენსიონერის მონოლოგი:
– მე რა უნდა ვთქვა, ბებო, ადრე სულ არ გვაძლევდნენ პენსიას, ძალიან გაჭირვებული დრო იყო, ახლა გვეშველა ცოტა; არ არის საკმარისი, მაგრამ იმას მართლა ჯობს, თან შუქიცაა, წყალიც, გაზიც.. მე რა მაქვს სასაყვედურო, პირიქით..

7. ბოლოსთვის კი რამდენიმე სიტყვიანი წინანადადება შემოვინახე, რომელმაც ამ პოსტის სახელი განაპირობა:
– მე კი არავის ვამართლებ, ძმაო, მაგრამ მიშა რასაც ამბობდა აკეთებდა მაინც; ამან (ივანიშვილმა) მოატყუა ამდენი ხალხი, ზოგს რას დაპირდა და ზოგს რას, მერე გადათქვა; ეგ კაცის სიტყვაა?? ეგაა ბოზი ქალის საქციელი_ ერთს, რომ იტყვის და მეორეს აკეთებს; ამდენი ლაპარაკის მერე ჩემი ჯიბიდან ავიღებდი იმ ფულს და დანაპირებს კი მართლა შევუსრულებდი ამ ხალხს..

P.S მე ნამდვილად ვერ გავარკვიე მტყუან–მართალი, მაგრამ ამდენმა პოლიტიკამ ისე შემაწუხა უკვე ჩემ ბლოგსაც დაეტყო პოსტების სახით, მაგრამ სად უნდა წაუხვიდე ქვეყნისა და ხალხის ტკივილს?!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s