საქართველოში . . .

21117cb02af3

საქართველო– ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, მიწა და წყალი;
საქართველოში ყველაფერი სხვაგვარია, ჰაერიც კი ჩვენ ხასიათსაა მორგებული;
საქართველოში უყვართ, აფასებენ და აგინებენ დედას, მაგრამ სხვამ თუ შეაგინა, იმას აუცილებლად სცემენ;
საქართველოში ნიჭიერი ადამინები უყვართ, მაგრამ როგორც სხვაგან სიკვდილის შემდეგ აღიარებენ ხოლმე;
საქართველოში ადამიანების დაცინვა ძალიან გახშირდა, განსაკუთრებით სოციალური ქსელის “კაი გოგო–ბიჭების” მიერ;
საქართველოში ტატუირებიანი და მწეველი გოგოები “არაპატიოსნებად”(კულტურულად) ითვლებიან, “ყველაზე დონე” ბიჭების თვალშიც კი;
საქართველოში ადრე წითელი ფერი არ უყვარდათ (ბოზური იყო), ახლა წითელი ფერის შარვლები მოდიდან გადადის, თუმცა წითელ პომადას ვერაფერი ცვლის;
საქართველოში მოდა ყვავის;
საქართველოში არსებული მოდური ბრენდების უმრავლესობა ჩინურია, ოღონ როცა იყიდიან ერთმანეთს არ ეუბნებიან;
საქართველოში ბევრი რამე ტეხავს; ზოგჯერ აქ ცხოვრებაც ტეხავს;
საქართველოში ახალგაზრდები ნაკლებად იცინიან, ან სულ იცინიან (კაცია და ხასიათი);
საქართველოში ყველამ უნდა დაამთავროს უნივერსიტეტი; მერე ზოგი დიასახლისდდება, ზოგი კი ტაქსისტდება;
საქართველოში ბევრი ქრისტიანია (მართლმადიდებელი), სხვა დანარჩენს იაღოველებს ეძახიან;
საქართველოში ბევრი ტაბუდადებული თემაა;
საქართველოა ტაბუდადებული;
საქართველში ბევრი თვალხილული ბრმა ცხოვრობს;
საქართველოში სმენიანი ყრუებიც დადიან;
საქართველოში სიცოცხლე ყვავის, მაგრამ ეკონომიკა ჩრდილავს;
საქართველოში ყველა გზა სასოწარკვეთამდე მიდის;
საქართველოში დეპრესიაა მოდაში და არ ტეხავს;
სამაგიეროდ ბევრი სხვა რამე ტეხავს, ხშირად აქ ცხოვრებაც ტეხავს…

Advertisements

5 thoughts on “საქართველოში . . .

  1. ეჰ!ერთადერთი რაც ჩემი ქვეყნის მიყვარს მოუვლელი,მაგრამ ლამაზი ბუნებაა:) სხვა დანარჩენი მძულს!დასანახად ვერ ვიტან!

    1. ასე ერთი ხელის მოსმით შეძულება სადაც დაიბადე, გაიზარდე და ცხოვრობ არაა მარტივი, მაგრამ ბევრი რამეა აუტანელი, იმდენად აუტანელი, რომ ზოგჯერ ტვინში სისხლი გაწვება; ასე, რომ არ მიკვირს, რასაც ფიქრობ ^^

      1. მართალი ხარ…უბრალოდ,ნორმალურ ადამიანს აქ ცხოვრება სულ ცოტა უნდა უჭირდეს.აქ ბედნიერება ,,დელიკატესია”.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s