პრობლემა თუ ცხოვრების წესი?

ადამიანებს, რომ ათასი პრობლემა გვაწუხებს ეს ჩვეულებრივი ამბავია.. ჩვენი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ხან რაზე ვწუწუნებთ, ხან რაზე: ვიღაცას გული ტკივა, ვიღაც მოწყენილია, ვიღაცას ფული არ აქვს, ვიღაცას ბევრი აქვს, ზოგი პოლიტიკამ შეაწუხა, ზოგი პოლიტიკოსმა, ვიღაც მეზობელმა ან მეზობლის ავმა ძაღლმა, სხვას ყველაფერი მობეზრდა და ასე შეძლებისდაგვარად ვმრავალვფეროვნობთ.

თუმცა ამ ყველაფრის უკან უფრო მწვავე პრობლემები იმალება, განსაკუთრებით დღევანდელ საქართველოში, როცა მოწყალების მთხოვნელების რიცხვი კატასტროფულად იზრდება. რა პოლიტიკურ ან ეკონომიკურ განვითარებაზეა საუბარი, როცა ადამიანი ერთ კილოგრამ კაკალს ყიდის (მეტი არ აქვს), მისი რჩევით ხელები გამწვანებული აქვს და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ქუჩაში ხელგაწვდილი ჯდომას ურჩევნია თავისი შრომით იყიდოს მისი შვილებისთვის საჭმელი..
პარალელურად ამ დროს ქუჩაში ქალი ზის ორი შვილით ხელში, ნუ ერთი უჭირავს და მეორე იქვე დადის. პატარა საყვარელი ბავშვია, ერთობა თავისთვის, ვერც კი ხვდება რატომ უწევს მთელი დღე ქუჩაში ყოფნა. ქალს საკმაოდ დაღლილი თვალები აქვს, თუმცა სირცხვილის არაფერი ეტყობა, ჩუმად ზის, უკვე შეჩვეულ ადგილას და გამვლელებს თვალს აყოლებს. კარგად ვაკვირდები და ვამჩნევ, რომ თმა შეღებილი აქვს, არც ისე ცუდად აცვია.. საკუთარ თავს ძლივს ვუტყდები, მაგრამ სიბრალულის გრძნობა მივლის და თვალს ვაცილებ, თან იმას ვფიქრობ ჩემი ბრალია თუ მართლა არაა საბრალო ადამიანი, რომელსაც ყველანაირი ფიზიკური შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ იმუშაოს ან რაიმე ისეთი გააკეთოს, რითაც შვილებს ქუჩაში ჯდომას ააცილებს.
ქალაქის სხვა კუთხეში, საკმაოდ ასაკოვანი კაცი ინვალიდის ეტლში ზის, ცალი ფეხი არ აქვს, საკმაოდ ცუდად გამოიყურება, ბავშვობიდან მახსოვს ეს კაცი, საოცრად სევდიანი თვალები აქვს, რატომღაც მგონია, რომ ჩემ ჯიბეში არსებული ხურდით დახმარებას შევძლებ, სამგზავრო ფულს ვიტოვებ და დანარჩენს ხელში ვუყრი. მისი დანახვისას ყოველთვის მიპყრობს უსუსურობის განცდა, თუმცა არ ვიმჩნევ.
მათ ციგნებს ეძახიან ქალაქის ქუჩებში აქტიურად მოძრაობენ, ჩაცმულობითაც და საუბრითაც შორიდან გამოარჩევ.. მათზე არ ზრუნავენ,მაგრამ თუ არავინ შეხედავს ძალით იქცევენ ყურადღებას, თანაც წარმატებულად. ერთ-ერთი ჩემ უნივერსიტეტში დადიოდა, ლამაზიაო ყველა ამბობდა, ქართველ გოგონებს ჯობიაო, ოღონ ბინძურიაო. ახლა შვილი ჰყავს და სხვა დანარჩენებივით, აღარც ის იქცევს ყურადღებას გარეგნობის გამო. სანამ შვილს გააჩენდა, მანამდე სამსახურის პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა, ასე მირჩევნია ცხოვრება, შეჩვეული ვარო. პატარები განსაკუთრებულად “მომთხოვნი მთხოვნელები” არიან. შეიძლება ფეხზე ჩამოგეკიდნონ და დიდი მცდელობის შემდეგ ვერაფერს გააწყობ მათ მოსაშორებლად. მხოლოდ ხურდა გჭირდება თავის გასანთავისუფლებათ ან ძალა, რომ ცემით მაინც მოიშორო. გამვლელები ძირითადად მეორე ხერხს იყენებენ. ჩემს დას მოსწონს ერთ-ერთი და სულ აძლევს ხოლმე ხურდას, მართალია ვეჩხუბები, მაგრამ მე “ბუბლიკებს” ვაჭმევ ხოლმე 🙂
მართალია მომდევნო შემთხვევა ყველა ზემოთ ჩამოთვლილისგან განსხვავდება, მაგრამ ვფიქრობ მაინც უნდა დავწერო: ჩემ მეზობელს ოთხი შვილი ჰყავს. ბინა აქვთ, მაგრამ ძირითადად სოფელში ცხოვრობენ და თავის რჩენას ძლივს ახერხებდნენ. მართალია გაუჭირდა, მაგრამ დედამ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. მანამდე მეზობლები გამარჯობას ძლივს ეუბნებოდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულს ყველა მიესალმა, მოიკითხა და რამდენიმემ ფულის სესხებაც კი სთხოვა.. მას არაფერი გაკვირვებია, თუმცა ფული არავის ასესხა.. სამწუხაროა, მაგრამ ხშირად ასეთ მშობლებს შვილები შესაბამისად ვერ აფასებენ. ზოგჯერ ვერც თვითონ აკეთებენ იმას, რაც სინამდვილეში საჭიროა.

და მაინც ჩვენ პოლიტიკურად ვვითარდებით, დემოკრატიაშიც კარგად მიდის საქმე, საერთო ჯამში განათლებული ერი გვეთქმის და “დონეობაზე” ბევრს აქვს პრეტენზია, თუმცა ეკონომიკაში მაგრად გვიჭირს. ხშირად ვერავინ ამჩნევს, ისეთს მართლა, რომ სჭირდება დახმარება. ეს კი ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენ ხომ ფასადური ცხოვრების მოყვარული ერი ვართ..

P.S “ეკლესიაში ერთმანეთის გვერდით ლოცულობენ ერთი მდიდარი და ერთი ღატაკი კაცი.
მდიდარი გულიანად: ღმერთო, გთხოვ, ახალი ა-კლასის მერსედესი მაყიდინე და კიდევ ერთი ვილაც რა საზღვარგარეთ
ღატაკი უფრო გულმხურვალედ: ღმერთო, გევედრები, შიმშილისგან მიხსენი
მდიდარი ღატაკს: “აჰა,ძმაო 100 დოლარი და წადი რა, ღმერთს ყურადღებას ნუ უფანტავ.”

Advertisements

8 thoughts on “პრობლემა თუ ცხოვრების წესი?

    1. სამწუხაროდ ყველას ვერავინ დაეხმარება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისეთი ადამიანებიც უყურადღებოდ რჩება, ვისი დახმარებაც ნამდვილად არ წარმოადგენს შეუძლებელს..

  1. 100 % იანი ხარ. რათქმა უნდა, ყველას აქვს თავისი პრობლემები და რათქმა უნდა, ყველას ეჩვენება, რომ მისი პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით და ნუ ვიქნებით უმადურები რა. ამ დროს, რა მარტივია ადამიანს დაეხმარო რეალურად :/
    უბრალოდ ფაქტი: რეკლამის ბიზნესში რაც იხარჯება მსოფლიოს მასშტაბით-იმ თანხის ნახევარი საკმარისი იქნებოდა, რომ მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარებულიყო.

    1. მიხარია, რომ მეთანხმები ^^
      მართლა შემზარავია ხოლმე ამდენი ქუჩაში მდგომი, ხელგაწვდილი ადამიანის ნახვა, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ..
      მსოფლიოს კი აქვს რესურსი, მაგრამ არავინ არავისთვის არ იწუხებს თავს და ეგაა მთავარიპრობლემა..

  2. Ara admin maoceb “kai xar” momwons sheni azrovneba mixaria da amav droulad odnav mebralebi ,imitom rom bevri ver gagigebs imitom rom chventan “simartle” mainc da mainc ar uyvart agizianebt …da vaih ,simartlit , gagizianebuli qartvelis ”landgva” aravis
    moasmeninos 😀 miaweqi iqneb vinme gamoapxizlo …<3 miorq

    1. მადლობა, მიხარია, რომ კითხულობ ბლოგს :))
      რას ვიზამთ, ყველა ვერ გაიგებს, არცაა აუცილებელი; ზოგი დაფიქრდება, ზოგი აყვირდება, ზოგი მიმალანძღავს და ასეე.. არც მიკვირს სიმართლე გითხრა, შევეჩვიე თითქმის :დდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s