სამარშუტო მარგალიტები

რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღეში რამდენჯერმე მიწევს, ჩემ “მუდმივ ადგილსამყოფელში” დროის გაყვანას ძირითადად ადამიანების საუბრის მოსმენით, მათზე დაკვირვებით, პერიოდულად ქუჩების თვალიერებით და მძღოლის პიროვნებაზე ფიქრით ვკლავ.. “სატრანსპორტო მოვლენები” ამოუწურავი საკითხია, ყოველდღე იმდენი რამ ხდება, ისტორიების შექმნაა შესაძლებელი..

შემთხვევა 1: მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო ტრანსპორტის ყველაზე აქტიური მომხმარებლები აბიტურიენტები არიან, განსაკუთრებით დილის საათებში. თუ გაუმართლათ და ნაცნობი იპოვეს სკოლამდე ან მასწავლებელთან მისვლამდე, სწავლით ქანცგაწყვეტილები, გულსაც გადაუშლიან ხოლმე. როგორც ყოველთვის ნახევრად მძინარემ მოვიკალათე სავარძელში და ჩემ უკან საინტერესო დიალოგს მივუგდე ყური, რომელსაც შეძლებისდაგვარად უცვლელად გთავაზობთ:
უცნობი აბიტურიენტი: – როგორ ხარ ძმა?
უცნობი აბიტურიენტის ნაცნობი (სავარაუდოდ ახლო) : – არამიშავს ბიჭო. შენ სად მიდიხარ ამ დილაუთენია?
-მასწავლებელთან (მოწყენილი ხმით)
-აბარებ ხო შენ?
-ხო, ბიჭო. დედაჩემმა არ მომასვენა, ახლაც მაგან გამომაგდო, თორე მე ასე ადრე ავდგებოდი?!
-კაია მერე. ისე ძნელია “სტავლა”?
-არც ისე, მარა მეზარება.
კიდევ ბევრი ისაუბრეს ქვეყნის საჭირ-ბოროტო საკითხებზე, განათლების სისტემაზე, “ამ ბანძ ქვეყანაზე” და როგორც ყოველთვის პირველმა ჩასულმა დარჩენილს გადაუხადა მგზავრობის საფასური და კარიდან ომახიანად მიაძახა: გადახდილია ძმა.
მომკალით და არ მესმის არც ასეთი ადამიანების და არც მათი მშობლების. რა აუცილებელია ეს დიპლომი, თუ არ უნდა სწავლა დაანებე თავი, ერთი ფურცლის გულისთვის, რომ უნდა იხადო ამდენი ფული და თან ტყუილუბრალოდ. ამ დროს კი არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდა სწავლა, მაგრამ ფინანსების გამო ვერ ახერხებენ.

შემთხვევა 2: უკვე ჩემი ინტერპრეტაციით მოგიყვებით ერთ გულისამაჩუყებელ ისტორიას,რომელზეც ორი გოგონა ენის გაუჩერებლად ბჭობდა.
იყო და არა იყო. იყო ერთი გოგონა,რომელიც ღარიბი ქვეყნის უფრო ღარიბ სოფელში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა და ქალაქს მიაშურა. მართალია მამა თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ დედის დახმარებით გადმოიბირა. თავიდან თითქოს ვერ შეეგუა ახალ გარემოს, მაგრამ მალე მეგობრები გაიჩინა და თაყვანისმცემელიც გამოუჩნდა, რომელიც ცოტათი უფროსი იყო, მაგრამ არც ყურადღებას აკლებდა და არც საჩუქრებს. გოგონაც სიხარულით იღებდა ამ ყველაფერს და არც ის იშურებდა მომხიბვლელ ღიმილს და თვალების ხამხამს.
ერთი-ორჯერ კოცნაც გაუბედა “შეყვარებულმა”, ჰო და იფიქრა ნამდვილად ვუყვარვარ და ცოტა ხანში მშობლებსაც გავაგებინებ ჩემ ბედნიერებასო.. “მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?” ერთ მშვენიერ დილას ტელეფონზე უცხო ნომერი, რომ დაფიქსირდა მხიარულად უპასუხა, მაგრამ იქედან წყევლა-კრულვის კორიანტელი, რომ დააყარა ვიღაც ქალმა, გაოგნებულმა ვერაფერი უპასუხა და ტელეფონი გათიშა. ცოტა ხანში ისევ დარეკა იგივე ნომერმა და იმის იმედით, რომ ნომერი შეეშალათ გულაჩქარებულმა უპასუხა, მაგრამ ამჯერადაც იგივე განმეორდა, ოღონ ლანძღვა-გინების თანხლებით და საბრალო გოგოს სულ ქუჩის ქალი და ქმრების ქურდი ეძახეს. ამ საბრალომ მეგობარს დაურეკა, რომელიც მის დამშვიდებას მოჰყვა. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ “შეყვარებულისთვისაც” დაერეკათ და ეს ამბავი მოეყოლათ, მაგრამ ნომერი გამორთული აღმოჩნდა, იგივე განმეორდა მთელი თვის მანძილზე და ერთხელაც, როცა უეცრად ქუჩაში შეხვდა თავის სატრფოს, ცოლ-შვილთან ერთად, მაშინ მიხვდა ყველაფერს.
ასე მოტყუებელი დარჩა გოგო, რომელმაც ნორმალურად ისიც ვერ გაიგო, რატომ მოექცა “ის კაცი” ასე საშინლად.. ნამდვილი საპნის ოპერაა, თუმცა ამბის გაგრძელება აღარ ვიცი, ჩემი ჩასვლის დრო მოვიდა და აღარ დავყოვნდი.. მართალია, ამ ამბის მოყოლა-არ მოყოლაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე დამეწერა, მიუხედავად მისი “უმარგალიტობისა”.

ასეთი ამბები კიდევ მრავლად მაქვს, მაგრამ მომდევნო პოსტისთვის შემოვინახავ ;)) ახლა “სამარშუტო ტერმინებზე” მოგიყვებით ცოტას.. მოკლედ თუ ხშირად მგზავრობ უნდა იცოდე ისეთი ფრაზები, როგორიცაა: “ასტანოვკაზე” გამიჩერე\შემიჩერე (თუ გაჩერებაა, რატომ უნდა უთხრა გააჩერეთქო, ამას მაინც ვერ ვხვდები); რომ, გადახვალ გამიჩერე; ჩემი გადახდილია(ეს მაღალ ტონალობაში უნდა თქვა, ყველამ, რომ გაიგონოს); სად გადავიწიო, ისედაც სამ ფენად ვართ დაწყობილი ხალხი და რიგ-რიგობით ვსუნთქავთ; გააღე\დახურე ფანჯარა; ეს ჩქაროსნული მარშუტია თუ მიცვალებულს მივყვებით კი მაგრამ?! და კიდევ მრავალი მსგავსი.
მძღოლს კიდევ თავისი ლექსიკონი აქვს, უწმაწურ სიტყვებს არ გამოვიყენებ და ვეცდები კულტურული ფრაზებით შემოვიფარგლო: ამოდი ბიძია, თუ ამოდიხარ, რას უცდი? გადაიწიეთ, კიდევაა ადგილი; გადეიწარით (ეს ახლახან გავიგე,არ ვიცოდი აქამდე); ვინც ჩადის,წინ გადმოვიდეს; ჩადი ბიძია,ჩადი ნუ მიყურებ შველის თვალებით; და ყველაზე გავრცელებული: მადლობა ჩავასხა, ბიძია?!

ამ პოსტისთვის სულ ეს იყო.. ახლა ისევ დავიწყებ საინტერესო ამბების შეგროვებას სამომავლოდ ;))

Advertisements

17 thoughts on “სამარშუტო მარგალიტები

    1. ეგ “გენიალური გამოსავალი” ყოველთვის თან მაქვს, მაგრამ თუ კარგ ხასიათზე ვარ ცალ ყურს ფუნქციისამებრ ვიყენებ 😀

      1. ოღონ დანიშნულების ადგილამდე მიგვიყვანოს და რას დავეძებთ როგორო ?? :დდ ასე იცის გაჭირვებამ :დდ

    1. რიგი ცვლილებები განვახორციელე უკვე ბლოგზე, მართალია ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ იმედია ასე აღარ შეგეშლებათ ხელი კითხვისას :))

    1. ყველაზე მეტად მაღიზიანებს ეგ.. ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ აჩერებენ ხოლმე, თან მე, რომ მეჩქარება მაშინ :დ

    1. მეც, რომ მითქვამს მაგ ფრაზები, იმიტო ვიცინი, თორეე მარტო სხვას, რომ დავცინო, ბუნდღას აღარ დატოვებენ ჩემსას 😀 😀
      შენ, რომ გხედავ აქ, მიხარია სასტიკად 😉 :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s