კითხვა-პასუხის რეჟიმში

გუშინ Miss.Catalan_თან წავიკითხე პოსტი, ჰოდა მომეწონა, მაგრამ დაწერა დამეზარა, მერე კიდე მომინდა დაწერა და კიდე დამეზარა, მაგრამ დღეს საბოლოოდ მოვერიე ჩემ “განუყრელ სენს” და მეც ვუპასუხებ რამდენიმე მეტად საინტერესო კითხვას..


let’s start now…

1.რამდენი წლის იქნებოდი შენი ასაკი, რომ არ გცოდნოდა?– გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ, ალბათ 15-16, თუმცა ზოგჯერ ჩემი თავი 60 წლისაც მგონია 😀
2.რომელია უარესი:სცადო და არ გამოგივიდეს თუ საერთოდ არ სცადო?– ცდა ბედის მონახევრეაო, ასე რომ ცდა ჯობია ყველა შემთხვევაში.
3.თუ ცხოვრება ასეთი მოკლეა,მაშინ რატომ ვაკეთებთ ბევრ რამეს რაც არ მოგვწონს და რატომ არ ვაკეთებთ ბევრს რაც მოგვწონს?– (ვფიქრობ) ჩვენ, ადამიანები ასეთები ვართ.. თანაც რასაც ვაკეთებთ ის არ მოგვწონს თორე, რომ ვერ ვაკეთებდეთ მოგვეწონებოდა..
4.როცა ყველაფერი უკვე ნათქვამია და გაკეთებული,უფრო მეტს იტყვით ვიდრე გააკეთეთ?– არ ვიცი, პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია.
5.რა არის ის უმნიშვნელოვანესი რამ თქვენთვის, რასაც შეცვლიდით მსოფლიოში?– ვიზის გარეშე ფრენას დავუშვებდი.
6.ბედნიერება,რომ ნაციონალური ვალუტა ყოფილიყო-რომელი სამუშაო გაგამდიდრებდათ თქვენ?– რა მნიშვნელობა აქვს, ნათელაშვილი მაინც წამართმევდა და ღარიბებს დაურიგებდა 😀
7.აკეთებთ თუ არა იმას,რისიც გჯერათ და თუ კმაყოფილდებით იმით, რასაც აკეთებთ?– ძირითადად კი, თუმცა საკუთარი თავით იშვიათად ვარ კმაყოფილი.
8.საშუალოდ ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა,რომ 40 წელი ყოფილიყო,როგორ იცხოვრებდით განსხვავებულად?– 40 ბევრია, უფრო ცოტა, რომ იყოს რამეს მოვიფიქრებდი..
9.რამდენად აკონტროლებთ ცხოვრების გზას, რომელიც არჩეული გაქვთ?(პროცენტულად)– მე საკუთარ თავს ძლივს ვაკონტროლებ და ცხოვრების გზას პროცენტებით რა იანგარიშებს ახლა 😀
10.უფრო იმაზე ნერვიულობთ რომ სწორედ გააკეთოთ რაიმე,თუ გააკეთოთ ის რაც სწორია?– არცერთზე, უბრალოდ ვცდილობ არასწორი, რამ არ გავაკეთო..

11.სადილობთ იმ 3 ადამიანთან,რომლებსაც პატივს სცემთ და აღმერთებთ. ყველა მათგანი აკრიტიკებს თქვენ მეგობარს,მაგრამ არ იციან,რომ ის თქვენი მეგობარია.კრიტიკა არასამართლიანი და არასწორია. რას გააკეთებთ?– ჯერ გაღმერთება რა უბედურებაა, თანაც სამი ადამიანის.. მერე მოვუსმენ კარგად და როცა მორჩებიან ჩემ მეგობარს დავურეკავ შენი თაყვანისმცემლები გავიცანი, ისე უყვარხარ უნდა გაგაცნოთქო; როცა მოვა დესერტს ერთად შევექცევით და იმ სამი ადამიანის რეაქციით დავტკბები.
12.რომ შეგეძლოს ახლად დაბადებულ შენს თავზე მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა, რა იქნებოდა ეს?– “დროზე შეწყვიტე სუნთქვა” 😀
13.დაარღვევდით კანონს თქვენთვის საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?– კანონი იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო..
14.ოდესმე დაგინახიათ რაიმეში სიგიჟე და შემდეგ ეს ყველაფერი შემოქმედებად მოგჩვენებიათ?– არ მახსოვს, ალბათ კი.
15.რა არის ის რაღაც,რაც იცით,რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად აკეთებთ?– არვიცი. საერთოდ მე განსხვავებული ვარ (მეტიჩარა) 😀
16.როგორ ხდება,რომ ის რაღაც, რაც თქვენ გხდით ბედნიერს იმავე გრძნობას არ გვრის სხვებს?– იმიტომ, რომ ჩვენ მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურები ვართ.
17.რა არის ის რაღაც რისი გაკეთებაც გინდათ და არ გაგიკეთებიათ? რა გაიძულებთ რომ უკან დაიხიოთ?– ოღჩ! უამრავია, სათვალავიც კი მერევა ხოლმე.
18.ეჭიდებით რაიმეს რაც იცით,რომ უნდა დათმოთ?– თვითონ მეჭიდება ხოლმე.
19. თუ მოგიწევთ ქალაქიდან ან ქვეყნიდან სხვა ადგილას გადასვლა,სად გადახვიდოდით და რატომ?– ლონდონში ან ბარსელონაში. თუმცა ახლა ნებისმიერ ადგილას წავიდოდი სიამოვნებით.
20.აწვებით ლიფტის ღილაკს უფრო მეტჯერ ვიდრე ერთხელ?მართლა გჯერათ,რომ ეს ლიფტს ააჩქარებს?– არ ვსარგებლობ მე ლიფტით.

21.რას უფრო მიაქცევთ ყურადღებას: გენიალურობას თუ მხიარულ უბრალოებას?– მხიარულ გენიალურობას.
22.რატომ ხარ შენ, შენ?– მე მე არ ვარ, შენ ვარ 😀
23.ხარ თუ არა ისეთი მეგობარი,როგორიც გინდა რომ შენ გყავდეს?– არაა, იყოს..
24.რომელია უარესი:როცა საუკეთესო მეგობარი გადადის თუ,როცა კარგავ მასთან ურთიერთობას საუკეთესო მეგობართან,რომელიც აქვე ცხოვრობს?– ერთმანეთზე უარესია, თუმცა გადასვლა კატასტროფა არ არის.
25.რისთვის ხარ მადლობელი ყველაზე მეტად?– გააჩნია ვის უნდა ვუმადლოდე ?!
26.ძველ მოგონებებს დაკარგავდით თუ შესაძლებლობას ახალი მოგონებების შესაქმნელად?– ისედაც იმდენი რამ მავიწყდება, კიდე ეგ მინდა??
27.შესაძლებელია იცოდე სიმართლე ჯერ მისი განსჯის გარეშე?– კი.
28.ახდენილა თუ არა თქვენი ყველაზე დიდი შიში?– ასაკის მიხედვით თუ დავალაგებთ “შიშებს” კი.
29.გახსოვს ის დრო,5 წლის წინ,როცა ძალიან გულნაწყენი იყავი-ახლა ამას მნიშვნელობა აქვს შენთვის?– ხომ ვთქვი ცუდი მახსოვრობა მაქვსთქო 🙂
30.რა არის თქვენი ბავშვობის უბედნიერესი მოგონება?– აა ბავშვობის მოგონებები იმდენად ბედნიერია, ზუსტად არც ვიცი, რომელია განსაკუთრებული..

31.თქვენ ახლო წარსულში გიგრძვნიათ თავი ვნებიანად და ცოცხლად?– რავიცი ახლაც მგონია, რომ ცოცხალი ვარ და ნუთუ ვცდები?? 😀
32.ახლა თუ არა მაშინ როდის?– მდაა, რატომ მისვამს ასეთ კითხვებს??
33.თუ არ მიგიღწევიათ იმისთვის ჯერ კიდევ, რა უნდა დაკარგოთ?– რატომ უნდა დავკარგო რამე?!
34.ყოფილხართ ვინმესთან ერთად,არაფერი გითქვამთ და გისეირნიათ ისე,ვითომდაც თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო დიალოგი გქონდათ?– არაა, მე სულ ვლაპარაკობ 😀
35.რატომ იწვევს ომს ის რელიგიები, რომლებიც მხარს სიყვარულს უჭერენ?– ალბათ რელიგია ყველაზე კარგი მოტივია ომის დასაწყებად.
36.შესაძლებელია,დარწმუნებულად,იცოდე რა არის ცუდი და რა არის კარგი?– არამგონია ჩვენ საუკუნეში დარწმუნებით რამე იცოდეს ადამიანმა.
37.ახლა,რომ მოიგოთ მილიონი,სამსახურს დატოვებთ?– ახლა პირიქით, დაწყება მომიწევს 😀
38.ჯობია ცოტა სამუშაო გქონდეს თუ მეტი სამუშაო,რომლის კეთებაც სიამოვნებას განიჭებს?– თუ გსიამოვნებს შენი სამუშაო, რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.
39.გაქვს იმის გრძნობა,რომ ეს დღე უკვე მეასეჯერ გაქვს ნაცხოვრები მანამდე?– კიი, თანაც ძალიან ბევრჯერ..
40.როდის იყოს,როცა სიბნელეში შეაბიჯეთ მხოლოდ იდეის სინათლით,რომელში დარწმუნებული იყავით?– წინა ცხოვრებაში.

41.რომ გცოდნოდა,რომ ყველა ვისაც იცნობ ხვალ უნდა მოკვდეს,ვის სანახავად წახვიდოდით დღეს?– ალბათ აღსასრულს გულისხმობს, თორე ასე ერთიანად რატო უნდა ამოწყდნენ ჩემი ნაცნობები??
42.შეამცირებდით თქვენი ცხოვრების ხანგრძლივობას 10 წლით,რათა ძალზედ პოპულარული ან ლამაზი გახდეთ?– გააჩნია რამდენი წელი უნდა ვიცხოვრო საერთო ჯამში..
43.რა არის განსხვავება იმას შორის,რომ “იყო ცოცხალი” და “მართლა იცხოვრო”?– ცხოვრება მარტო სუთქვას და ჭამას არ გულისხმობს, აქ უნდა იბრძოლო და რაღაც გააკეთო, რაც სიცოცხლის ბოლოს გაგახსენდება და იფიქრებ, რომ ტყუილად არ ყოფილხარ ამ დედამიწაზე (ეს ყველაზე სერიოზული პასუხია, დღეს)..
44.როდისაა დრო,როცა ანგარიშსა და წინასწარ გაანალიზებას უნდა დაანებო თავი და უბრალოდ უნდა წახვიდე წინ და გააკეთო ის,რასაც ფიქრობ რომ სწორია?– როცა ერთხელაც ამდენი ანგარიში და გაანალიზება ყელში ამოგივა.
45.თუ ჩვენ შეცდომებით ვსწავლობთ,მაშინ ყოველთვის რატომ გვეშინია შეცდომის დაშვების?– ამასთან დაკავშირებით მთელი ფილოსოფია მაქვს და არ დავიწყებ ახლა მსჯელობას :))
46.რას გააკეთებდი განსხვავებულად,რომ იცოდე არავინ განგსჯის?– ისედაც არ ვიკლავ თავს სხვების აზრების გათვალისწინებით.
47.ბოლოს როდის იყო,როცა საკუთარი სუნთქვის ხმა გესმოდა?– მე არ ვსუნთქავ, თქვენ ??
48.რა გიყვარს? შენ მიერ ჩადენილი რაიმე გამოხატავს ამ სიყვარულს?– ჩემი ბლოგი მიყვარს და ახლა ამ პოსტს, რომ ვწერ ეს გამოხატავს ამ სიყვარულს :))
49.დღეიდან 5 წელიწადში,გემახსოვრება გუშინ რა გააკეთე?ან გუშინ წინ?ან კიდევ უფრო წინ?– ჩემი მახსოვრობის ამბავი, რომ ვიცი, თუ რამე სასწაული არ გავაკეთე არ მემახსოვრება.
50.გადაწყვეტილებები ახლა მიიღება. შეკითვა ასე ჟღერს:მათ შენთვის იღებ თუ სხვას აძლევ უფლებას,რომ გადაწყეტილებები შენს მაგივრად მიიღოს?– ერთპიროვნულად მე !

Advertisements

2 thoughts on “კითხვა-პასუხის რეჟიმში

  1. .რატომ იწვევს ომს ის რელიგიები, რომლებიც მხარს სიყვარულს უჭერენ?- ალბათ რელიგია ყველაზე კარგი მოტივია ომის დასაწყებად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s