ბრენდი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

ბრენდი “მალბორო” თამბაქოს წარმოების გიგანტს, ფილიპ მორისს ეკუთვნის; ისევე, როგორც “კენტი”,”ქემელი”,”პარლამენტი” და სხვა ცნობილი სიგარეტები. მისი სახელწოდება უინსტონ ჩერჩილის ლეგენდარული ნათესავის, გრაფ Marlborough–ს გვართანაა დაკავშირებული.

ბრენდი ბაზარზე 1924 წელს გამოჩნდა და თავისი დროის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენდა. Marlboro_ს პოზიციონირება ხდებოდა, როგორც სპეციალურად ქალბატონებისთვის განკუთვნილი პროდუქტის. XX საუკუნის დასაწყისისთვის ქალებისთვის სიგარეტის მიყიდვის პრობლემის გადაჭრა კომპანია Marlboro-ს წარმომადგენლებმა პროდუქტის, როგორც ქალური მახასითებლების მატარებლის წარდგენაში იპოვეს. სლოგანი “Mild as May”-“მაისივით ნაზი” და ბრენდის სახე- იმ დროის ცნობილი მსახიობი მეი უესტი სრულიად შეესაბამებოდნენ კომპანიის იმიჯს და გარკვეულწილად ხაზს უსვამდნენ სამიზნე აუდიტორიის სფეციფიკას .
ასევე მომხმარებლის ყურადღება მახვილდებოდა სიგარეტის ფილტრზე, რომელიც ქალებისთვის ორ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტდა: წითელი ზოლი ფილტრის გასწვრივ ტუჩის საცხის კვალს შეუმჩნეველს ხდიდა და ხელს უშლიდა კბილების გაყვითლებას. Marlboro საკმაოდ პოპულარული იყო რესპექტაბელურ მანდილოსნებს შორის, მაგრამ მამაკაცები არ ეტანებოდნენ, რადგან მაშინ ფილტრიანი სიგარეტის მოწევა ერთგვარ სისუსტედ აღიქმებოდა; რის გამოც მისი გაყიდვების წილი ამერიკულ ბაზარზე მხოლოდ 0,25 % იყო.
1953 წელს თამბაქოს ინდუსტრიას ახალი პრობლემა შეექმნა: მედიკოსების მიერ ოფიციალურად დამტკიცდა, რომ სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს. შექმნილმა კრიზისმა ბაზარზე მომხმარებლის ახალი ტიპის გამოჩენა განაპირობა- ხალხის ის ჯგუფი, რომელსაც უნდოდა სიგარეტისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებდა. Marlboro_ს ფილტრიანმა სიგარეტმა შეავსო ეს ნიშა, როგორც ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სახიფათო პროდუქტმა. ამავდროულად კომპანიის გათვლა იყო თინეიჯერებზე, რომლებისთვისაც სიგარეტის მოწევა მშობლებისგან დამოუკიდებლობას ნიშნავდა.

დღევანდელი გადმოსახედიდან შოკისმომგვრელი იმჯური რეკლამაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ სრულ წარმატებას ხელს უშლიდა თვით Marlboro_ს მიერ შექმნილი სტერეოტიპი- ფილტრი მაინც ქალებისთვის განკუთვნილი სიგარეტის განუყოფელ ატრიბუტად აღიქმებოდა. ამ მოსაზრების შეცვლა იმ დროისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ფილიპ მორისის კომპანიამ მაინც გადადგა ეს სარისკო ნაბიჯი.
საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად მოწვეულ იქნა რეკლამის სპეციალისტი ლეო ბერნეტი. რეკლამის მომავალმა ლეგენდამ თითქმის შეუძლებელი განიძრახა- ქალური ბრენდი მამაკაცურობის განსახიერებად გადაექცია. ბერნეტმა რამოდენიმე პერსონაჟი სინჯა და არჩევანი კოვბოიზე შეაჩერა- სწორედ ამ პერსონაჟის ირგვლის მან ააგო თავისი სარეკლამო კამპანია. Marlboro_ს მამაკაცები გათავისუფლდნენ ქალაქისაგან, სამსახურისაგან, მოსაწყენი ერთფეროვნებისაგან და მათი რეკლამები სპორტულ მანქანებსა და თვითმფრინავებზე განთავსდა.
რეკლამებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მალბოროს მამაკაცები ყველაფერს აკონტროლებდნენ, ნამდვილი მაჩოები იყვნენ და ველურ პრერიებში დანავარდობდნენ თავისუფალი წინაპრების მსგავსად. ასეთი გათვლა სწორი აღმოჩნდა- ნაციონალური სულის მატარებელი ახალი გმირის შექმნის წყალობით, ერთ წელიწადში თამბაქოს ნაწარმს შორის Marlboro_მ გაყიდვებით IV ადგილს მიაღწია. ეს არის ერთადერთი სიგარეტი, რომელიც მსოფლიომ საუკეთესო რეკლამისთვის აღიარა; რეკლამა კი ყველა დროის საუკეთესო რეკლამად იქცა.

გარდა ამისა Marlboro_ს ახალი კოლოფი შეფუთვის სრული სენსაცია გახდა. სწორედ ამ ბრენდმა პირველმა გამოიმუშავა შემდგომში სტანდარტულად ქცეული “Flip -top” გადასახსნელი მუყაოს კოლოფი. ამას ჰქონდა, როგორც სუფთა პრაქტიკული (სიგარეტი არ იჭმუჭნებოდა), ასევე მარკეტინგული მნიშვნელობა; “Flip -top”-ის ჯიბეში გახსნა მოუხერხებელი იყო, ასე რომ მომხმარებელი იძულებული იყო ყველას დასანახად სიგარეტის კოლოფი ჯიბიდან ამოეღო. ასევე დიდი როლი ითამაშა ფრენკ ჯანინოტოს მიერ ბრენდისთვის შემუშავებულმა დიზაინმა- თეთრისა და წითელის შეხამება ხაზს უსვამდა ბრენდის მასკულინობას.

1971 წელს, ამერიკაში სიგარეტის ტელევიზიით რეკლამირება აიკრძალა. Marlboro_მაც ფორმულა 1–ის საჯინიბო იყიდა და სპორტული ღონისძიებების სპონსორი გახდა.
ამ დროს უკვე რეკლამა აღარ ჭირდებოდა, ის უკვე იყო აღიარებული ბრენდი, ნანატრი “ამერიკული ოცნების” აუცილებელი ატრიბუტი იყო.

P.S. რატომღაც მალბორო ჩემში განსაკუთრებულ სიმპათიას იწვევს და თუ ოდესმე მოწევას დავიწყებ, სწორედ მისი მომხმარებელი გავხდები :))

Advertisements

2 thoughts on “ბრენდი, რომელიც მსოფლიომ აღიარა

  1. ქალებთან დაკავშირებით არ ვიცოდი.აიი კოვბოებზე უკვეე ჰოო, ისე საკმაოდ იაფასიან სიგარეტად ითვლებოდა და მოსახლეობის დაბალ ფენაზე უფრო იყო გათვლილი ეს სიგარეტი 🙂 აი დიზაინია აქვს შოკი ^.^ მეც ძალიან მომწონს, მაგრამ დამერწუნე სიმპათიების გამო არ ღირს მოწევის დაწყება 🙂

    1. გეთანხმები და არც ვაპირებ დავიწყო; ეგ კი არა მწეველებს ვთხოვ თავის დანებებას, თუმცა თუ კი ოდესმე აზრი შევიცვალე, მაშინ მივანიჭებ მალბოროს უპირატესობას :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s