სანამ ქვეყანაში დემოკრატია კვდებოდა..

“ჩვენი აზრები მაჯის საათებივითაა- არც ერთი არ უჩვენებს ზუსტად ერთნაირ დროს, თუმცა ყველას თავისი ჰგონია სწორი”

ყოველთვის ვცდილობ ვიყო აპოლიტიკური, ამ საკითხზე არათუ პოსტის წერა, საუბარიც არ მიყვარს, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერაფრით ვახერხებ გაჩუმებას..

მას შემდეგ, რაც უკვე მილიონჯერ ნახსენები ვიდეოკადრები გავრცელდა, ხალხი რევოლუციის ტალღამ (საერთოდ,გვიყვარს ქართველებს რეოლუცია, მიტინგები და აყალ–მაყალი) მოიცვა.. თბილისელი სტუდენტების აქტიურობა ძალიან თვალშისაცემია; მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აქცია-პატიმართა მხარდასაჭერად, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდებოდა, ისინი ნამდვილად გამორჩეულები არიან..
ამ ყველაფრის ფონზე, აქამდე ჩაძინებული, მაგრამ იმედმოცემული პარტიები (ზოგიერთი რათქმაუნდა) ისე გააქტიურდა საკუთარი დაპირებაც დაავიწყდათ, წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ან ჩათვალეს, რომ დამნაშავე უკვე დაისაჯა თანამდებობიდან განთავისუფლებით და ახლა მათი ჯერია, როგორმე ხელი მოითბონ “სანატრელ სკამზე” მოკალათებულებმა.
პარალელურად პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს თითის ქნევით ემუქრება და ერთმანეთის საზიანო ფოტო-ვიდეომასალის გავრცელებას ცდას არ აკლებს; ზოგიერთი მათგანი შეთითხნილია, ზოგი მართალი, ზოგში თვითონაც არ არიან დარწმუნებული და ა.შ. უკვე აქციაზე მისული ხალხის რაოდენობითაც ამაყობენ პოლიტიკური ლიდერები; არც მოსახლეობის მონახულება და ხალხის გადაბირების მცდელობა გამოსდით ურიგოთ; ამ აურზაურში თანამოაზრე ყველას გამოუჩნდა, მათ შორის შალვა ნათელაშვილის მომხრე იმდენია საშიშია უმრავლესობით არ მოვიდეს, თუმცა გავრცელებული ჭორების შემდეგ(მის აქციას ნაციონალების შეკრებილი ხალხი ესწრებაო) არამგონია ამ ეჭვის საფუძველი კიდევ დარჩეს..
ხალხი არც სოციალურ ქსელებში აკლებს აქტივობას და აქ უფრო თამამად აფიქსირებს საკუთარ აზრს, აქ უფრო ამაყობენ პირადი აზრებით და ლანძღვა_გინება_ნომრის დატოვება ისევ აქტუალური გახდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბლოგერები, რომლებსაც ყოველთვის გამორჩეული აზრი გააჩნიათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არც ისე აქტიურობენ, თუმცა გოგა ხაჩიძის გამო მთელი ბლოგოსფერო აქტიურად პოსტავდა. მართალია ზოგმა ერთი პოსტი დაწერა, ზოგი აღშფოთდა, ზოგმა იტირა, ზოგმა კი სულ არ დაწერა (ალბათ ტეხავს ან არაბლოგერულია), ზოგმა კი ჩვეულებრივად გააგრძელა “მოღვაწეობა”(აბა ამ ამბით თავს როგორ შეიწუხებს ადამიანი), სამაგიეროდ ნოჩურა ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია და შესაშური სიხშირით პოსტავს.
მაშინ, როცა დედაქალაქში ახალგაზრდები  იბრძვიან, აღშფოთებით გამოწვეული პროტესტის გრძნობამ ხალხში იკლო და გადაწყვიტეს, რომ პატრიარქის მოწოდება ყურად ეღოთ; თუმცა ვერ ვხვდები რა შეღავათია თუ ასეთი ფაქტები სხვაგანაც ხდება და არ ახმაურებენ?! რადგან ძალიან გვიყვარს მიბაძვა, ამიტომ ჩვენთანაც უნდა იყოს უსამართლობა და ამაზე თვალი კიდევ ერთხელ დავხუჭოთ?!
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა არჩევნებს ელოდება, ზოგმა უკვე გააკეთა არჩევანი, ზოგს გააკეთებინეს, ზოგი იმდენადაა დაბნეული და იმდენად ეშინია მომავლის გაუარესების, ურჩევნია კარგად “შეჩვეულ ჭირს” უფრო მეტად ჩაებღაუჭოს, ზოგისთვის მომავალი იმდენად ბუნდოვანია ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს.. მოკლედ გზა ფართოა..

როგორც ყოველთვის პოსტს სუბიექტურად დავასრულებ და ახლა განსაკუთრებით..
თუ დროზე არ მოვეგეთ გონს, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ამ ამბებს გაიხსენებენ, ვიღაც იტყვის: სანამ ქვეყანაში დემოკრატია კვდებოდა, ხალხს იმდენად ღრმად ეძინა გამოფხიზლებაც ვერ მოასწროო..
მიმიფურთხებია იმ ხალხისთვის, ვინც ადამიანებს ცხოველებივით ეპყრობა, ვინც ამ კადრებმა არ შეაძრწუნა, ვისაც ჰგონია, რომ ასეთი რამ მხოლოდ ერთ ადგილას მოხდა, ვინც ამ ყველაფერს ფეხებზე იკიდებს და მაინც ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა; მიმიფურთხებია “მესკამე” პოლიტიკოსებისთვის; მიმიფურთხებია პოლიტიკისთვის და იმ პარტიებისთვის, რომლებიც სტუდენტების სულისკვეთებას საკუთარ სასარგებლოდ გამოიყენებს; მიმიფურთხებია მათთვის, ვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლა სცხვენია, სამაგიეროდ facebook-ში სტატუსების წერა გამოსდის კარგად; მიმიფურთხებია ერისთვის, რომელსაც ადამიანობის კვალი აღარ შერჩენია და სულ სხვის ხარჯზე უნდა გავიდეს იოლას, ყველაფერს კონკრეტულ შემთხვევას აბრალებს და არც კი ცდილობს დაფიქრებას..
უფრო ღრმად დაიძინეთ ხალხნო, ისე, რომ ვერაფერმა ვეღარ გვიშველოს..

Advertisements

8 thoughts on “სანამ ქვეყანაში დემოკრატია კვდებოდა..

  1. ბლოგერებს რაც შეეხება, იმდენად ბევრი წერდა და პოსტავდა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ არამგონია კიდევ ერთ პოსტს რამე შეეცვალა.ძალიან ბევრს არაფერი დაუწერია,მაგრამ აქციებზე იყო და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის “გადარჩენის” პროცესში.არ ვამართლებს ამით ზოგის,მართლაც უ-მოქმედობას. აი რაც შეეხება ჩვენ ძვირფას ქვეყანას- საქართველოს, მხოლოდ ეს ფრაზა მახსენდება :
    “უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,
    გულს თუ დამადგა ვერც დავახველო,
    ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით!
    “ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”!

    1. მართალია ერთი ან ორი პოსტი არაფერს შეცვლიდა და ვერც რაიმე ახალს იტყოდნენ, ზოგი საქმით უფრო მეტს აკეთებდა, მაგრამ ზოგი ისე გაქრა, დავიჯერო არანაირი აზრი არ ჰქონდათ?! თუმცა ზოგიერთი “სვეცკის” საქციელი (სტატუსი) ისეთი გამაღიზიანებელი იყო, უნდა აღმენიშნა (ბლოგერებს არ ვგულისხმობ)
      რაც შეეხება ფრაზას, ზედგამოჭრილია დღევანდელობისთვის..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s