სასჯელაღსრულება ??

“თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა”

ვიფიქრე მიმდინარე მოვლენებზე პოსტს არ დავწერთქო, ისედაც ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ პროტესტი ხომ არასდროს არის საკმარისი, ამიტომ ვეღარ მოვახერხე თავის შეკავება და გადავწყვიტე მეც, როგორც ადამიანმა, გამოვხატო საკუთარი მოსაზრება.
ბოლოდროინდელი დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სიმშვიდეს მაინც არ მოველოდი, თუმცა ის კადრები, რაც გუშინ გავრცელდა ნამდვილად შოკისმომგვრელია და არ შეიძლება ხალხი გაჩუმდეს და ერთი “შავი ფოტოს” დაყენებით შემოიფარგლოს.

უკვე ორი დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, თუმცა ზოგიერთი არხი, ხან რომელი პოლიტიკური მოძრაობის მიტინგად “ნათლავს” და ხან რომლის. მართალია ახლა აღშფოთდა ყველა მათგანი და სიტყვიერად შეწყვიტეს საარჩევნო კამპანია, მაგრამ თუ ისევ ქულების დასაწერად აპირებენ ყვირილს, მაშინ ისეთივე ნაძირლები არიან, როგორიც ის ჟურნალისტები, რომლებიც არასწორად გააშუქებენ მიმდინარე მოვლენებს. აქციაზე დროშებით და პარტიული მაისურებით კი არ იარონ, ჩვეულებრივად ჩაიცვან, როგორც თანასწორ ადამიანებს შეეფერებათ.
მას შემდეგ, რაც პატიმრების წამების ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები გავრცელდა ყველამ თავისებურად გამოხატა სოლიდარობა: სოციალურმა ქსელებმა ატვირთეს მსგავსი ფოტოები, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით ახლა მოწონებები ყველას “თავზესაყრელად” აქვს, ზოგმა სტატუსებითაც გამოხატა მწუხარება, ზოგი მაინც უნამუსოდ ამართლებდა სისტემას და კონრეტულ პარტიას, რომლის მიმართაც “საქებარი სიტყვები” არ დაიშურეს; უფრო მეტი ქუჩაში გამოვიდა, ზოგმა ცოცხი დაწვა, ზოგმა კიდევ უფრო მეტი ისაუბრა პოლიტიკაზე; გიგი უგალავამ ბოდიშიც კი მოუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ციხეში სადისტური ზიანი მიაყენეს (ეს რომ შველოდეს?!), გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამაც შეწყვიტა წინასაარჩევნო კამპანია და საზოგადოებრივ პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა; თანამდებობიდან გადადგა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე(რატომღაც ამ ქალს ვერ ვიტან), თან განაცხადა რომ ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მოგვიანებით კი იმის შესახებაც დაიწყეს საუბარი, თითქოს თვითონაც ესწრებოდა მსგავს ფაქტებს; რამდენიმე ციხეში პატრულის თანამშრომლები შევიდნენ; ნათესავებს პატიმრების ნახვის უფლებაც დართეს; მთავრობამ აღიარა, რომ სისტემამ კრახი განიცადა და რეფორმას საჭიროებს…

მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმ პატიმრებს, რომლებიც წამებით მოკლეს არაფერი ეშველებათ, არც იმ დამცირებულ არასრულწლოვნებს დაავიწყდებათ ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სხვა არ გახდეს სისტემის მსხვერპლი.
ყველაზე დიდი ნაძირალა უნდა იყო ის, რომ იკადრო, რაც მათ; რომელ შეკვეთასა და ფულის გადახდაზეა საუბარი, თანამდებობიდან მოხსნა და პატიების თხოვნა როგორ უშველით, როცა ადამიანობის კვალიც აღარ აქვთ შერჩენილი. კიდევ უფრო გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ადამიანების გარკვეულმა კატეგორიამ იცოდა ამ ფაქტების შესახებ და არავინ არაფერი იღონა.. მაინცდამაინც ვიდეოები უნდა გავრცელებულიყო, რომ ყველა შეძრულიყო??  მაგრამ თუ ამან მაინც იმოქმედა ადამიანებზე კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი.. იმედია ხალხში კიდევ არის შემორჩენილი ადამიანობის კვალი და დემოკრატია სამუდამოდ არ მომკვდარა..

Advertisements

2 thoughts on “სასჯელაღსრულება ??

    1. ზუსტად ეგ არის გამაღიზიანებელი, წლების მანძილზე იცოდნენ რა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ ყველა ერთმანეთს უყურებს, გეგონება ჩვეულებრივი მოვლენა იყო მსგავსი მოპყრობა პატიმრებზე..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s