ახალი სეზონი სიურპრიზებით

როგორც იცით, ახალი საფეხბურთო სეზონი უკვე დაიწყო და ფეხბურთის მოყვარულებსაც მიეცათ შესაძლებლობა არა განვლილ, არამედ მომავალ მატჩებზე ისაუბრონ.

მაშინ, როცა ქართველი გულშემატკივარი უკვე შეგუებული იყო GMG-ის კომენტატორების ხუმრობებს, სუბიექტურ თუ ობიექტურ ფრაზებს, აღმოჩნდა, რომ ისინი ლა ლიგას და კიდევ რამდენიმე ჩემპიონატს აღარ აჩვენებენ. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ერთი ალიაქოთი ატყდა, ზოგი ჭორად თვლიდა, ზოგიც სხვადასხვა წყაროს იშველიებდა სისწორის დასადასტურებლად, ხოლო ზოგი იმედს იტოვებდა, რომ მორიგი გაუგებრობა იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა და ჩვენდა სამწუხაროდ თამაშების ძებნა ისევ ლინკებსა და სხვადასხვა საიტებზე მოგვიწევს. პროტესტის გამოსახატად facebook-ში შეიქმნა გვერდი“ჩვენ გვინდა ერთი ნორმალური საფეხბურთო არხი”, რომლის მომწონებელთა რაოდენობა შესაშური სისწრაფით იზრდება..არ ვიცი ამ ქმედებას მოჰყვება შესაფერისი გამოხმაურება თუ არა, მაგრამ ცდად ნამვილად ღირს.

რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, გუშინ რამდენიმე მატჩი გაიმართა, მათ შორის ჩემთვის ყველაზე საინტერესო: ბარსელონა-სოსიედადი, სადაც კატალონიურმა კლუბმა 5:1 იმარჯვა.. დასაწყისი კარგი გამოდგა, ფეხბურთელებიც იდეალურ ფორმაში არიან, ვილიამაც ღირსეულად მოახერხა დაბრუნება და გოლიც გაიტანა.. იმედია კლუბი ასეთი ტემპით განაგრძობს თამაშს, ტიტულებსაც დაიბრუნებს და კიდევ ერთხელ გაგვახარებს გულშემატკივრებს..
ბოლოს კი გუშინდელი მატჩის ფოტოებს გიტოვებთ, დატკბით ;))
და ახალი ამბავი: კლუბმა მოახერხა ალექს სონგის შეძენა და მალე ბარსელონას მაისურით მოგვევლინება..

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

2 thoughts on “ახალი სეზონი სიურპრიზებით

    1. მე ხო ვიხსენებდი, მაგათ ფრთიან ფრაზებს გუშინ?! 😀
      კომენტატორების რა გითხრა, მაგრამ ნორმალურად მინდა თამაშის ნახვა, ლინკებზე ნერვები მეშლება.. :||

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s