ფსევდოადამიანობა საქართველოში

ქართველები,რომ ყველაფერში გამორჩეული ერი ვართ ამაში ეჭვი არ გეპარებათ ალბათ. ამ ბოლო დროს, ხშირად მახსენდება ილია ჭავჭავაძის ძალიან ცნობილი ლექსი “ბედნიერი ერი“, ამის მიზეზი ის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი არაა რაშიც ვიმყოფებით, არამედ იმ ადამიანების ქცევა და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც საზოგადოებას წარმოადგენს.
ეს საზოგადოება ადამიანების განსაზღვრული კატეგორია არ არის, პირიქით ყველას შეუძლია მისი წევრი გახდეს, განურჩევლად სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, ეგ კი არა შეგიძლია განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებაც გქონდეს (მართალია ამ საკითხზე არ ვსაუბრობ, მაგრამ დღესდღეობით იმდენად პოლიტიზირებულია ქვეყანა, გვერდს ვერ ავუვლიდი).. ამ ადამიანებს მსგავსი თვისებები და შეხედულებები უყალიბდებათ, ამის შემდეგ კი განმასხვავებელი ნიშნები უქრებათ და როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, ცხვრის ფარას ემსგავსება.

ჰო, ეს ქვეყანაა, სადაც განსხვავებულობა უკვე ცოდვაა;
აქ შეგიძლია მოწყალება გასცე სხვის დასანახად და თან ცრემლიანი თვალებით დააკვირდე გარემოს;
აქ შეგიძლია გამოიყენო ყველა, ვისგანაც სარგებელს ელი, მიაფურთხო მეგობრებს და მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო, რადგან ასე უფრო იოლია ცხოვრება;
აქ მხოლოდ კარგი და ცუდი ადამიანები არსებობენ;
შეგიძლია “ასჯერ გაჭრა და ერთხელ იფიქრო”;
შეგიძლია ითამაშო რელიგიური ადამიანის როლი და გადასარევად მოიტყუო საკუთარი თავიც;
შეგიძლია დასცინო ადამიანს ყველაფერზე, რასაც მის ადგილას შენ გააკეთებდი ან გამბედაობა არ გეყოფოდა ამისთვის;
შეგიძლია თავი განათლებულ ადამიანად მოაჩვენო, ლანძღო “ვიღაც რიგითი გენიოსები”, ისწავლო რამდენიმე ინგლისური სიტყვა და თამამად დადგე “ბრბოზე” წინ;
აქ ვიღაც ლაწირაკს შეუძლია ქუჩაში ურცხვად “იქადაგოს” რომელიღაც რელიგიურ-პოლიტიკური მოძღვრებები და ტვინის ქონა-არქონაზე მთელი ფილოსოფია შექმნას;
აქ ადამიანობა ლაქუცით განისაზღვრება;
აქ ხომ “რა თაობა მოდის?”
მე ახლა ერის მოღალატედ და უნამუსოდ შემრაცხავენ..და მაინც, არ მესმის რატომ არიან ასეთი კმაყოფილები საკუთარი თავით?!

პ.ს. მგრძნობიარე ადამიანები პოსტს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, ძალიან გადავიღალე და აგრესია მომეძალა..

6 thoughts on “ფსევდოადამიანობა საქართველოში

  1. როგორ არ გრცხვენია ამას რომ წერ , ეს პოსტი წავიკითხე და ჩემი აღშფოთება ვერ დავმალე , განსხვავებული რომ ხარ მაგის ბრალია ეგ , ღმერთი დაგსჯის ! გამოვიდა გენიოსი 🙂 მოკლედ რა თაობა მოდის რა ! როგორ შეიძლება ესეთი რაღაცეები დაწერა , შენ რა ქართველი ხარ , დიახაც ერის მოღალატე ხარ , დიახაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ საკუთარი თავით , ქართველები ხომ ყველაზე მაბრები და ძერკსები ვართ , თან ღმერთი ჩვენსკენ არის და ეგ ბონუსია უკვე ასე რომ გაჩუმდით და მორჩით ჩვენი ღვთით კურთხეული და წმინდა ერის კრიტიკას , ყველაზე მაგარი ერი ვართ მსოფლიოში !

    1. აუ სანამ ბოლომდე წავიკითხავდი კომენტარს მეგონა, რო მართლა მლანძღავდი.. მეთქი “ამაყი მამულიშვილი” დამესხა თავსთქო და აზრები დავაწყვე რა უნდა მეპასუხა 😀

  2. პირველი კომენტარისთვის გმადლობ :))
    რაც შეეხება მეორე ნაწილს,იმედია ზოგადად გაქვს ეგეთი მოსაზრება და ვინმეს კონკრეტულად არ ეხება :დდ

Leave a reply to daglilialubali კომენტარის გაუქმება