რატომ არიან ადამიანები კონფორმისტები ?


სანამ კითხვას დაიწყებდეთ ეს ნახეთ.

კონფორმიზმი ლათინური სიტყვისგან “conformis” არის წარმომდგარი და ერთგვარობას, უძრაობას, შემთანხმებლობას ნიშნავს.
კონფორმიზმი პოლიტიკაში გულისხმობს შემგუებლობას არსებულ რეჟიმთან, გაბატონებულ შეხედულებებთან პასიურ შეგუებას.

ბოლო დროს დამკვიდრდა ტენდენცია, როცა ადამიანების გარკვეული კატეგორია თავს ვალდებულად თვლის მოერგოს საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფს. მოიქცეს ისე, როგორც მოეწონება სხვას; მიბაძოს მეგობარს ან თუნდაც ნაცნობს; ჩაიცვას განსაზღვრული მარკის, სტილის ტანსაცმელი, მიუხედავად იმისა მოსწონს თვითონ თუ არა, სამაგიეროდ ე.წ. აღიარება ან ავტორიტეტი მოიპოვოს; ამასთანავე ზოგიერთი ცდილობს იყოს “განსხვავებული” და ეს უკვე იმდენად მასიურია (თანაც ხელოვნური), ამაშიც კი ერთმანეთს ჰგვანან.


შეიძლება ამის მიზეზი ის სოციალური გარემოა, სადაც ვცხოვრობთ, სადაც ეროვნება უკვე პრივილეგიაა და ამით უნდა იამაყო კიდეც(ერთი გოგონა იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ქართველობა მართლმადიდებლობას ნიშნავს და ეს პრივილეგიაა, რომ ქართველი ერი თავიდანვე გამორჩეული იყო და კიდევ მრავალი მსგავსი). აქ ხომ ყველას ერთნაირი შეხედულება, ღირებულება, რელიგია და პოლიტიკური კურსი გააჩნია. შეიძლება ამ ქცევით საკუთარი უსაფრთხოების განცდასაც უზრუნველყოფენ, რომელიც არაფრით გამოარჩევს სხვებისგან; ან კიდევ ბანალურად ცდილობენ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას.

მიუხედავად ამისა, მაინც არ მესმის რა საჭიროა იყო სხვისი მსგავსი თუნდაც იდეალურის ან როგორც ჩემი ლექტორი იტყოდა,მეცნიერულად დამტკიცებულის?
მართალია, ჩვენ ყველანი მეტ-ნაკლებად კონფორმისტები ვართ, მაგრამ მთავარი მაინც ინდივიდუალიზმია; აუცილებელი არაა იყო პანკი, ჰიპი ან გამოირჩეოდე აგრესიული ქცევებით, უბრალოდ უნდა შეგეძლოს სიტუაციის ადეკვატურად აღქმა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, რაც არ გამორიცხავს საზოგადოების აზრისა და შეხედულებების პატივისცემას.

და ბოლოს, ადამიანებო მორჩით “სხვის ტყავში შეძრომას” და იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, თუნდაც სულელურად, მთავარია თქვენი მე არ დაკარგოთ! 😉

Advertisements

4 thoughts on “რატომ არიან ადამიანები კონფორმისტები ?

  1. ბოლო დროს კი არა, ეგ ტენდენცია სულ იყო. ასეთები ვართ და მორჩა. ყველა კომფორმისტია. შეიძლება ეს არც ისეთი ცუდია, როგორც გვგონია, მაგრამ გადაჭარბება, რა თქმა უნდა, სრული იდიოტიზმია

    1. თამო ზუსტად ეგ წერია ზემოთ, რომ ყველა მეტ-ნაკლებად კონფორმისტები ვართ, განსაკუთრებით ქართველები, თუმცა ის, რაც ამ ბოლო დროს ხდება კატასტროფაა უკვე..

      1. მე არც გეწინააღმდეგები, უბრალოდ, ჩემი აზრით, არც ეს დრო და არც ქართველობა არაფერ შუაშია.:) რავიცი, ჩემი აზრია ეს. მაგრამ მგონი შენი უფრო დაავიწროვე ეს ცნება შენს პოსტში, შეეხე სუბკულტურებს და ა.შ. თუ ამ კუთხით მივყვებით, დღეს მართლაც არის ისე მწვავედ კომფორმიზმი, როგორც არასდროს. მაგრამ შუასაუკუნეებში ყველას რო რაინდობა უნდოდა? 🙂 🙂 🙂 ანუ გარემო იცვლება, მაგრამ ეს სენი მოუშუშებელი ყველგან და ყოველთვის

      2. სხვა მეც არაფერი მითქვამს 🙂 რაც შეეხება ცნების დავიწროვებას, მე ის ვთქვი რაც ჩემ ირგვლივაა, რასაც ყოველდღე ვუყურებ და მართლა მაღიზიანებს. რაინდობის ხანას არ შევსწრებივარ, თორემ მაგასაც აუცილებლად “გამოვიტნევდი” 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s