ზედმეტად კრეატიული მსოფლიო

ამ მზიან და ცხელ დღეებში, მაშინ როცა ქალაქიდან გასვლის ბედნიერება არ მაქვს, დიდად არც სახლიდან გასვლით ვიწუხებ თავს… ჰოდა ასეთ დროს, უმეტეს წილად კომპიუტერთან მოკალათებული, ათასგვარ ჭორ-მართალს და უცნაურობას ვიგებ ინტერნეტით. დღესაც ერთ-ერთ საიტზე “შევიჭერი” და ფეხსაცმელების უცნაურ კოლექციას წავაწყდი, ჩემი ყურადღება კი რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებით მიიპყრო.

1. ეს ფეხსაცმელი დანარჩენებთან შედარებით ყველაზე ნორმალურად და “ადამიანურად” გამოიყურება 😀

2. ესენიც საკმაოდ უცნაურია, თუმცა გამბედავი მოზარდი ნამდვილად მოახერხებს მათ ტარებას თუ ყიდვა შეძლო..

3. ამ ორი ფეხსაცმლის ( თუ ასე ეთქმის) ჩაცმას ვინმე გაბედავს თუ არა არვიცი, განსაკუთრებით კი მეორე მაფიქრებს..

4. “გაგასეული” სტილი მაინც აქტუალურია, თუმცა ეს ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს..

5. ამ ფეხსაცმლის მორგებას ზედმეტად დაბალი, ან ექსტრემალური სპორტის მოყვარული ადამიანის გარდა ალბათ ვერავინ გაბედავს.

6. თუ კი გათხოვებას აპირებთ და კრეატიული ქორწილი გსურთ, პირველ რიგში ფეხსაცმლით დაიწყეთ. შეიძლება შუა გზაში გაგძვრეთ, მაგრამ თქვენზე ნამდვილად კარგა ხანს ისაუბრებენ.

7. ამ ფეხსაცმლის შემქმნელი კი ალბათ იუმორის მოზღვავებას განიცდიდა, როცა ამას ქმნიდა.. 😀

8. მომდევნო სამმა ფეხსაცმელმა ნამდვილად დამაფიქრა, რადგან მათი ჩაცმა კი არა შექმნაც რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრად ვერ მივხვდი?! ამასთანავე ჯერ კიდევ გაურკვეველია, შესაძლებელია თუ არა მათი ტარება.


9.რაც შეეხება ამ ფეხსაცმელებს, მათი ტარება ალბათ კატასტროფა არ იქნება, თანაც საკმაოდ კომფორტული ჩანს.

10. ამით გადაადგილებას რამდენად შეძლებთ არ ვიცი,მაგრამ ორიოდე დამხმარით თავს ადვილად გაართმევთ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას 😀

11. ბოლოსთვის კი ყველაზე კრეატიული ფეხსაცმელი მოვიტოვე, რომელიც ძალიან მომეწონა და თუ საშუალება მექნება აუცილებლად ჩავიცმევ..
თქვენც გადახედეთ ფოტოებს, იქნებ თქვენი ოცნების ფეხსაცმელსაც წააწყდეთ 😉

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s