წვიმით გახალისებული პოსტი


როგორც იქნა გაწვიმდა ! 😀
არასდროს მეგონა თუ პოსტს ოდესმე ასე დავიწყებდი, მზისა და სითბოს ჩემი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, მაგრამ ამ საშინელმა სიცხეებმა ისე დამთრგუნველად იმოქმედა შვებულებაში გასულ მიცვალებულს კინაღამ დავემსგავსე 😀
ზაფხულის წვიმა ხომ კარგია, მაგრამ ამჯერად ბუნებასთან ერთად ჩემი იუმორის გრძნობაც გამოაცოცხლა და წუწუნიც შევწყვიტე ჯერ არ დაწყებული ზაფხულის ნაადრევ, დაუსვენებელ დასრულებაზე; ამიტომ ჩემი არც ისე მყარი გადაწყვეტილება პოსტების წერის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

წვიმასთან დაკავშირებით ჩემი სანუკვარი ოცნება გამახსენდა და ლონდონში ისევ ფოტოებით გავისეირნე, როგორც ყოველთვის.

თუ ოდესმე აქ მოვხვდი აუცილებლად ლონდონის წითელი ავტობუსებით ვისარგებლებ, არანაირი ტაქსი 🙂

აუცილებლად გამოვიყენებ ტელეფონს, ოღონ მობილურს არა..

აუცილებლად წავალ პარკში..

ვიცხოვრებ რომელიმე კარგ სასტუმროში, მაგალითად ასეთში 😀

და ბოლოს მანამ ვივლი ლონდონის ქუჩებში, სანამ ყველაფერს კარგად არ დავიმახსოვრებ, დავსველდები თავსხმა წვიმაში, არ გადავიღებ ფოტოებს, არ ვიტყვი, რომ სიგიჟემდე მომენატრა ჩემი ქვეყანა და წლების შემდეგ არ ვიწუწუნებ, თუ რა ბედნიერი ვიყავი იქ ..♥


P.S. რადგან ლონდონის წვიმა ჯერ კიდევ შორსაა, წავალ ქართულ წვიმაში დავსველდები.. თქვენ კი ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ 😉

Advertisements

3 thoughts on “წვიმით გახალისებული პოსტი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s