ღირსეული დაბრუნება უიმბლდონზე


გუშინ,7 ივლისს გაიმართა დიდი სლემის, უიმბლდონის ტურნირის ფინალი ქალთა შორის, სადაც ერთმანეთს აგნესა რადვანსკა და სერენა უილიამსი შეხვდნენ. თამაშმა გაამართლა მოლოდინი, მართლაც დაძაბული იყო, თუმცა ტრამვებმოშუშებულ და მოტივირებულ სერენას არ გაჭირვებია მოწინააღმდეგის დამარცხება, რომელსაც სამ სეტში : 6-1, 5-7, 6-2 მოუგო.
საინტერესო თამაშის მიუხედავად, თითქოს თავიდანვე ფაქტი იყო, რომ გამარჯვებული სერენა გახდებოდა, რადგან რადვანსკა ძირითადად მეტოქის ბურთებს იგერიებდა, თუმცა მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ამჟამინდელ “მეექვსე ჩოგანს”. უილიამსმა უიმბლდონი მეხუთედ მოიგო და ბოლოს ტრიბუნებზე მჯდარ, აცრემლებულ დასაც კი მოუხადა ხუმრობით ბოდიში ამდენი გამარჯვებისთვის. არც რადვანსკა დარჩენილა აუცრემლებელი, რომელმაც გულწრფელად აღიარა სერენას ძლიერება. ბოლოს კი ჭორები სერენას ჩოგბურთიდან წასვლასთან დაკავშირებით არ დადასტურდა, რადგან როგორც თვითონ განაცხადა კიდევ აპირებს ჯილდოების მოგებას..


გუშინდელი თამაშისგან განსხვავებით, დღეს, 8 ივლისს გამართული თამაში უფრო დაძაბული და ემოციური გამოდგა. ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და ენდი მარი შეხვდნენ. ბრიტანელები 74 წლის მანძილზე არ გასულან უიმბლდონის ფინალში, ასე რომ ტრიბუნებიც, ოპერატორებიც და მსაჯებიც კი მთლიანად ენდის მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები.
თამაში დასაწყისიდანვე დაძაბული აღმოჩნდა. მეტოქეები არცერთ გეიმს არ ტოვებდნენ უბრძოლველად (პირველი სეტის მერვე გეიმი 12 წუთს გაგრძელდა; ხოლო მესამე სეტის მეექვსე გეიმი 20 წუთზე მეტ ხანს, რითაც წლევანდელი რეკორდი მოიხსნა კიდეც). თავიდან უპირატესობას ბრიტანელი ჩოგბურთელი ფლობდა, თუმცა მოგვიანებით როჯერმა შეძლო, იგი ეკონტროლებინა და შეცდომებსაც ნაკლებად უშვებდა. თამაშის დაწყებიდან, თითქმის ორი საათის გასვლის შემდეგ წვიმის გამო შეისვენეს, მოგვიანებით კი “ბრძოლა” დახურულ მოედანზე გაგრძელდა,სადაც როჯერმა ბოლომე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები.
სამ საათზე მეტი ხნის თამაშის შემდე ფედერერმა გაიმარჯვა. რითაც მან მეჩვიდმეტედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი, მეშვიდედ უიმბლდონი; ხოლო ჩოგბურთელთა სიაში პირველი ადგილი დაიბრუნა.
დროებით დადუმებულმა ტრიბუნებმა მაინც დაუკრა ტაში საყვარელ ჩოგბურთელს, ენდი მარიმ ემოციები ვერ დამალა და დამსწრე საზოგადოებაც ააქვითინა, როჯერმა კი ღირსეულად მოპოვებული გამარჯვება ასევე აღნიშნა…

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

2 thoughts on “ღირსეული დაბრუნება უიმბლდონზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s