დიდი სლემის ტურნირის ორდღიანი ფინალი და ჯოკოვიჩის დალეწილი ჩოგნები

დიდი სლემის “როლანდ გაროსის” ტურნირზე,რომელიც საფრანგეთში ტარდებოდა, დღეს გამოვლინდა გამარჯვებული დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს შორის. ფინალი გუშინ, 10 ივნისს დაიწყო, სადაც ფავორიტად “პირველი ჩოგანი” ნოვაკ ჯოკოვიჩი ითვლებოდა, თუმცა წვიმის გამო ორჯერ შეწყდა თამაში, ბოლოს კი მომდევნო დღისთვის გადაიდო.
თამაში თანაბარი ძალებით მიმდინარეობდა, თუმცა პირველ ორ სეტში ნადალი დამაჯერებლი ანგარიშით დაწინაურდა და 6:4, 6:3 იგებდა. ამ დროში ნოვაკმა ორი ჩოგნის და საკუთარი სკამის გატეხვაც მოახერხა; წვიმის გამო თამაშის შეწყვეტის შედეგ კი მესამე სეტში 6:2 დაამარცხა მოწინააღმდეგე. 3საათიანი თამაშის შემდეგ,როცა მეოთხე სეტში 2:1 იმარჯვებდა,ისედაც განერვიულებული სპორტსმენები იძულებულები შეიქმნენ,ისევ წვიმის გამო, მომდევნო დღისთვის გადაედოთ დაპირისპირება.
11 ივნისს გაგრძელებულ ფინალში კი ნოვაკი არც ისე დამაჯერებელი იყო, მან საერთო ჯამში 51 შეცდომა დაუშვა; რაფა კი პირიქით, თითქოს მთელ თამაშს აკონტროლებდა, თუმცა ძალიან დაძაბული და ღირსეული სეტის შემდეგ, ისევ მეტოქის ორმაგი შეცდომით 7:6 გაიმარჯვა.

ეს ნადალის 50-ე ტიტულია; “როლანდ გაროსი” უკვე მეშვიდედ მოიგო და 10 მილიონითაც გაზარდა საკუთარი შემოსავალი; ამ ყველაფრის შემდეგ კი ისღა დარჩენია პირველობისთვის იბრძოლოს.
რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩს, მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს, ვურჩევ ნერვები მოთოკოს და კარგად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, რადგან ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოაჩენს ხოლმე( რავიცი მაინცდამაინც მაშინ ირევა, როცა ჩემ ფედერერს უნდა შეხვდეს და 😀 )…
P.S საინტერესო ფოტოკოლაჟს გიტოვებთ, მოგეწონებათ ;)))

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

2 thoughts on “დიდი სლემის ტურნირის ორდღიანი ფინალი და ჯოკოვიჩის დალეწილი ჩოგნები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s