სტუდენტობა როგორიც სინამდვილეშია


როგორც იქნა ჩაწყნარდა საატესტატო გამოცდების ციებ-ცხელება და ბევრი აბიტურიენტი შედეგებით იმდენად გახარებულია სულ დაავიწყდა მომავალი, უფრო სერიოზული და გადამწყვეტი გამოცდა, რომლითაც როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა საკუთარ მომავალს ირჩევენ.
მეც ავირჩიე “ჩემი მომავალი” უახლოეს წარსულში და ახლა ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი ვარ, რომელიც გამუდმებით იტანჯება ე.წ. “საგამოცდო ცენტრის” მიერ ჩატარებული რეიტინგულებით, რომელიც  ყოველ 5 კვირაშია, მერე კი ლამის მომავალ რეიტინგულამდე ველოდებით შედეგებს; უკმაყოფილების შემთხვევაში შეგვიძლია ლექტორთან ერთად გავარჩიოთ ნაშრომი, თქვენ წარმოიდგინეთ გაპროტესტების უფლებაც გვაქვს, მაგრამ ეს უკვე სტუდენტის სურვილზე და ლექტორის დამაჯერებელ ტონზეა დამოკიდებული; ამას დამსწრე საზოგადოების ჩურჩულიც ერთვის ახლანდელ უზრდელ, უმადურ და მომთხოვნ თაობაზე, რომელთა ადგილი უნივერსიტეტის გარდა ყველგანაა.
რეიტინგულებს შორის დროს თითქმის ყველა ერთნაირად, მაგრამ მაინც განსხვავებულად ვატარებთ: ზოგი ისევ საკუთარ ადგილს უბრუნდება უნივერსიტეტის ეზოში, სადაც დილიდან დაღამებამდე ზის და ენას არ აჩერებს; ზოგი სიცხემ, რომ არ შეაწუხოს ბარში მოკალათებული “კაი ტიპის” გამომეტყველებით აკვირდება გარემოს; მცირე ნაწილი ყველა ლექციას ესწრება ინტერესის მიუხედავად და ლექტორის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის ტყავიდან ძვრება; ზოგი მათგანი მეორე ნახევართან ერთად, რომელიმე აუდიტორიაში ან ეზოში, კუთხეშია მიყუჟული და ძლივსგასაგონად ჩურჩულებენ; სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას ბიბლიოთეკაშიც წააწყდები, ძირითადად სასაუბროდ შესრულებს, თუმცა კითხვის სურვილითაც შედიან ხოლმე, განსაკუთრებით უკვე ნახსენები რეიტინგულების პერიოდში.
მაშინ, როცა სტუდენტების გარკვეული კატეგორია იმას ფიქრობს თუ როგორ დაფაროს სწავლის არც ისე მცირე საფასური, ყველაზე საინტერესო ნაწილი იმას გეგმავს როგორ ჩაუბაროს მეგობარმა გამოცდა, რაც ძალიან მარტივად, ხელის ერთი მოძრაობით ხდება: რადგან ჩვენ პლასტიკური “სტუდბილეთი” არ გაგვაჩნია, ფოტოს შეცვლი და სულ ეგაა, ნებისმიერი შენივე სქესის ადამიანის შეცვლა შეგიძლია თუ არავინ გიცნო. ჰოდა ერთხელაც ასეთ მეგობრებს წააწყდნენ და ლამის უნივერსიტეტიდან მოისროლეს, ჩვენ კი “რეიტინგულებზე” პირადობის ან მართვის მოწმობით შევდივართ და ისედაც უსარგებლო “სტუდბილეთი” საერთოდ უფუნქციოდ დარჩა.
“ამ მრავალფეროვნებაში” შეიძლება უეცრად შემოიჭრას რომელიმე კონცერტი, წიგნის პრეზენტაცია ან რაიმე საინტერესო სემინარი, სადაც რამდენიმე სასიამოვნო საათის გატარებაა შესაძლებელი.მერე ისევ “რეიტინგულები” და კვლავ საოცრად უფერული 5 კვირა.
კიდევ კარგი ოცნების კოშკები არ ამიგია, თორემ იმ სურვილებივით გაქრებოდნენ , რომლებიც სტუდენტობამდე მქოდა.. 🙂
ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩვენ ზეგანვითარებული ერი ვართ. ყველამ უნდა დაამთავროს უნივერსიტეტი ორჯერ თუ არა ერთხელ მაინც, მერე სათქმელი , რომ ჰქონდეს : მე სულ ამ საქმეს კი არ ვაკეთებდი ორი დიპლომი მაქვსო. მართალია ყველა არა, მაგრამ სტუდენტების ნახევარი მშობლების ან ბებია-ბაბუის ხათრით (ხარჯითაც ამავე დროს), ან მეზობლის ჯიბრზე აბარებს; მერე კი ჩარჩენილი გამოცდების სათვალავიც ერევათ და საოცნებო დიპლომის ასაღებად ტყავიდან ამოძვრომაც აღარ შველით.
მოკლედ, თქვენი საქმისა თქვენ იცით, მეგობრებო, მაგრამ სწავლის ძირი ისეთი ტკბილია, კენწეროზე ნუ ახვალთ დიაბეტი არ დაგემართოთ !

Advertisements

9 thoughts on “სტუდენტობა როგორიც სინამდვილეშია

  1. 5:30 წუთზე გადაახვიეთ / ყველაზე მაგარი ფილმი ამ თემაზე და საერთოდ ქართულ მენტალიტეტზე.

    p.s ძალიან მომეწონა პოსტი

  2. პლასტიკური არ აგქვთ? სხვის ნაცვლად შედიხართ გამოცდაზე?
    ღმერთო, მადლია თქვენთვის თსუ-ს ტერორისტი დამკვირვებლები 😐

    1. შენ წარმოიდგინე არ გვაქვს 😀
      უკვე ვეღარავინ ვეღარ შედის, პირადობის გარეშე აღარ უშვებენ გამოცდაზე; გამოაშკარავდნენ ეგეთი “პარაზიტები”, ჰოდა საკმაოდ ბევრ სტუდენტს საგნების 50% ჩარჩენილი აქვს სამწუხაროდ…

    1. მეტს არც მე ვამბობ არაფერს, სანამ სტუდენტების (ჩვენი) თვითშეგნება არ შეიცვლება და არ მივალთ იმ დონემდე, რომ უნივერსიტეტი სასწავლებელია და არა გართობის და ე.წ “საბირჟაო” ადგილი, მანამ არ გვეშველება არაფერი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s