მოგვენატრები პეპ ♥


ორ დღეში ორი პოსტი, თანაც სპორტული, ეს ნამდვილი მიღწევაა ჩემთვის… მაგრამ სად წავიღო ამდენი ემოცია აღარ ვიცი…
ამ რამდენიმე დღეში იმდენი შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა უკვე ვეღარაფერი გამაკვირვებდა, გარდა ერთისა და ისიც მოხდა : ბარსელონას მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იმ კლუბს ტოვებს, სადაც 4 წელი გაატარა და 13 ტიტული მოიგო !
”მე გამოვიცალე და მჭირდება შევსება” – აი მიზეზი , რის გამოც ის წავიდა.
ჯერ კიდევ გუშინ, კულეები და არამარტო ისინი დიდი მღელვარებით ელოდნენ რას გადაწყვეტდა პეპი, გულის სიღრმეში კი იმედს იტოვებდნენ,რომ ის არ წავიდოდა, არ დატოვებდა კლუბს, რომელსაც სახლს უწოდებდა; მაგრამ ფეხბურთი ხომ მოულოდნელობებითაა სავსე, აქაც ასე მოხდა; ის წავიდა ისევე, როგორც სხვები, ლეგენდები, რომლებიც ბარსელონასთვის დაუვიწყარ ადამიანებად იქცნენ.
ჯერ კიდევ არავინ იცის სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას; მართალია ამ ბოლო დროს ვამბობდი, რომ დრო იყო წასულიყო, მაგრამ ასეთი გრძნობა რონალდინიოს წასვლის შემდეგ არ მქონია… მან უნდა დაამტკიცოს, რომ მაღალი დონის მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ შეძლებს კიდეც. ეს გადაწყვეტილება პეპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ეს ცვლილება აუცილებელია მისთვისაც და კლუბისთვისაც, თუმცა გულშემატკივრებისთვის ამის გააზრება ძალიან რთულია.
რთულია წარმოიდგინო ბარსელონა პეპის გარეშე, კლუბი მისი ტაქტიკისა და კამპ ნოუ მისი ემოციების გარეშე, “ელ კლასიკო” მოურინიოსა და გვარდიოლას მისალმების გარეშე, ის ხომ გემის კაპიტანივითაა…
რა მოხდება შემდეგ ? არავინ იცის; პეპის მაგივრად კლუბის მწვრთნელი ტიტო ვილანოვა გახდება, რომელიც კარგად იცნობს ბარსელონას და შეეცდება მის ღირსეულად შეცვლას ( რაც ახლა წარმოუდგენლად მიმაჩნია). ვიმედოვნებ კლუბი შეძლებს სიმტკიცის შენარჩუნებას და ისევ გვაჩუქებს გამარჯვებებს, თუნდაც “ჩვენი პეპის” გარეშე..
ეს ტრაგედია არაა !
ბარსელონა ხომ მეტია, ვიდრე კლუბი!
ჩვენ დაგელოდებით !

მოგვენატრები პეპ !

Advertisements

8 thoughts on “მოგვენატრები პეპ ♥

  1. დილას ეს ინფორმაცია რო წავიკითხე ერთ-ერთ საიტზე მთელი გულით მინდოდა მგონებოდა, რომ გერმანისტი ვარ და ალბათ ინგლისური ვერ წავიკითხე წესიერად-თქო :))

    მომენატრება ეს უემოციო კაცი :))))

    1. მეც არ ვუჯერებდი თვალებს, არ მეგონა თუ წავიდოდა, თუმცა ვფიქრობდი , რომ უკვე დრო იყო 🙂
      რონალდინიოს წასვლაზე, რომ ვინერვიულე,ვიფიქრე სხვა აღარაფერი მეწყინება ასეთქო, თუმცა პეპის წასვლა არანაკლებ ვიდარდე 😦

      1. ხო, რაღაცნაირად მივეჩვიე…
        ვერც კი წარმომიდგენია ახლა უცებ თამაშის დროს მწვრთნელს რომ აჩვენებენ და ეგ არ იქნება 😐

      2. აი მაგას ვფიქრობ მეც… თანაც ადამიანმა ახალი ისტორია შექმნა და რთულია შეელიო, თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება,მესამედაც დაბრუნდება კატალონიაში 🙂

    1. 4 წელია იგებს ტიტულებს, აკეთებს ( უკვე აკეთებდა) ყველაფერს, რაც შეეძლო, მაგრამ ვფიქრობ ფსიქოლოგიურად დაიღალა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა..

  2. საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო პიროვნება!!! მიყვარხარ პეპ და იმედი მაქვს ისევ დაგვიბრუნდები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s