საფეხბურთო სამყაროს დიდი აჟიოტაჟი და ჩემი წინასწარმეტყველება


ამ რამდენიმე დღეში ისეთი აურზაური ატყდა საფეხბურთო სამყაროში გადავწყვიტე ერთი პოსტი მიმეძღვნა ამ მშვენიერი სპორტისთვის, რომელიც როგორც იტყვიან გვაერთიანებს.
ებაუთიდან შეიტყობდით, რომ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და არამარტო კლუბი, არამედ ქალაქიც ძალიან მიყვარს. ასე, რომ გასული სამიოდე თამაში ძალიან განვიცადე,თუმცა არც ცრემლთა ღვრა მომიწყვია და არც ლანძღვა-გინება ამიტეხავს. ვფიქრობ, ფეხბურთის ყურება სიამოვნებაა და არა ტანჯვა; მოგებას წაგება სდევს თან და პირიქით; თუ მარცხის გემო არ იცი, არასდროს მოგინდება გამარჯვება ! ..

ჯერ კიდევ ჩელსისთან სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ გული გატეხილი არ მქონდა და ვიმედოვნებდი, რომ “კლასიკოზე” ღირსეულად ითამაშებდნენ ბიჭები; ჩემი იმედი გამართლდა, თუმცა საკუთარ მოედანზე ბარსელონა მადრიდის რეალთან დამარცხდა. გახარებული მადრიდისტები “ტკბილ სიტყვებს” არ იშურებდნენ კულეების დასაცინად და თვითონ გულშემატკივრებს დამნაშავის ძებნაში ხან მწვრთნელი შემოელანძღათ, ხან კაპიტანი და ხან ჩვენი უხცოპლანეტელი მესი. ამ ორომტრიალში მხოლოდ ის გაირკვა (კიდევ ერთხელ), რომ ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე ანუ როგორც იტყვიან ბურთი მრგვალია 😀
“ელ კლასიკოს” შემდეგ რეალმა კიდევ ერთხელ გადაუსწრო ბარსას მოგებული მატჩების რაოდენობით ( ბარსელონა- 86, რეალი-87), კრიშტიანუმ კი სცადა დაემტკიცებინა, რომ მესიზე უკეთესია, ეს რამდენად გამოუვიდა ჯერ კიდევ საკითხავია; არადა ორივე ფეხბურთელი ახალგაზრდების უმრავლესობას ყველა დროის საუკეთესოდ მიაჩნია და არაფრად აგდებენ ისეთ ლეგენდებს , როგორებიცაა: ბრაზილიელი რონალდო, რონალდინიო, ზიდანი, თვით პელე და მარადონაც კი; თუმცა ჩელსისთან და ბაიერნთან ჩატარებული მატჩების შემდეგ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივე ძალიან კარგი, მაგრამ არა ზეციური ფეხბურთელები არიან…

სანამ “კლასიკოს” შოკიდან გამოვიდოდი, გადავწყვიტე მეწინასწარმეტყველა, რომ ბარსელონა ლიგის ფინალში ვერ გავიდოდა ( რაღა ახლა ახდა, არადა ათას რამეს ვამბობ ხოლმე); მართლაც რამდენიმე დღეში ნოუ კამპზე ჩამოსულმა ჩელსის ფეხბურთელებმა ფინალში თამაში გაინაღდეს და ჩემი საყვარელი კლუბი ღირსეულად მიაბრძანეს ნახევარფინალიდან; ამის შემდეგ ისევ ატყდა ლანძღვა-გინება და ერთი ალიაქოთი, თუმცა ვერ გავიგე რატომ არ ათამაშა პიკე გუარდიოლამ ( როცა ითამაშა მაშინაც ძლივს გადაურჩა ვალდესს, კინაღამ მომიკლა ბიჭი 🙂 )
ჯერ კიდევ ამდენი მოუნელებელი მარცხის შემდეგ, ისევ გადავწყვიტე მომავლის განჭვრეტა,მაგრამ ამჯერად არ გამართლდა- ფინალში რეალის მაგივრად ბაიერნი გავიდა, რამაც კიდევ უფრო გააოგნა ფართო აუდიტორია, მათ შორის მეც… ასე, რომ დიადი “ფეხბურთმცოდნეების” და ჩემი იმედი, რომ ლიგის ფინალში “ელ კლასიკოს” ვიხილავდით არ გამართლდა და ის მშვენიერი თასი, რომელიც შარშან ჩვენი საკუთრება იყო ან ბაიერნის გახდება ან ჩელსის…
მოულოდნელ შედეგს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე, მაგრამ რეალის წაგებამ ნამდვილი საოცრება მოახდინა, ლამის მთელი ქალაქი საუბრობდა ამ თამაშზე,ზოგი კმაყოფილი იყო, ზოგი პირიქით, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ თვით მადრიდისტებიც კი ლანძღავდნენ საკუთარ კლუბს და ფეხბურთელებს( განსაკუთრებით რამოსს, რომელიც ცხოვრებაში პირველად შემეცოდა, რადგან “განტევების ვაცად” გამოიყვანეს).
ლიგის ფინალიც მალე იქნება და ეს აურზაურიც ჩაწყნარდება მომავალ სეზონამდე; ზოგს დაავიწყდება ეს მატჩები, ზოგს ნაწილობრივ დაამახსოვრდება, მე კიდევ არასდროს დამავიწყდება პიკეს და ვალდესის შეჯახება, როცა კინაღამ ინფარქტი მივიღე; ტორესის გოლი, როცა გაოგნებისგან ხმა ვერ ამოვიღე; დაჩოქილი მოურინიო და რამოსის სახე გაცუდებული პენალტის შემდეგ…

P.S. ფეხბურთი ემოციური სპორტია, ხანდახან გაერთიანების ნაცვლად გვაშორებს კიდეც, მაგრამ ამასაც თავისი ხიბლი აქვს…კლუბის სიყვარული მოგებების რაოდენობის პროპორციული არ უნდა იყოს; “თუ ანგარიში გაინტერესებთ ტაბლოს უყურეთ მაშინ”; საკუთარი კლუბის პატივისცემის დაკარგვა და მარცხისას ცალკეული ფეხბურთელის დადანაშაულება კი სრული იდიოტიზმია…
უყურეთ ფეხბურთს და დატკბით, ის ხომ ტანჯვა კი არა სიამოვნებაა.

Advertisements

6 thoughts on “საფეხბურთო სამყაროს დიდი აჟიოტაჟი და ჩემი წინასწარმეტყველება

  1. უყურეთ ფეხბურთს და დატკბით, ის ხომ ტანჯვა კი არა სიამოვნებაა.<<<<ოო როგორ ეთანხმება ალუბალს წინდა, საფეხბურთო ციეცხელება მეც შემეხო და დეპრესიაც მარგუნა.. 😦

  2. იმ დღეს მეგობარმა მითხრა ვნახოთ ახლა როგორი ბარსას ფანი ხარ, თორე სულ გამარჯვებულის გულშემატკივრობა ადვილიაო და მართალიცაა ^^

    მეც გაოგნებული ვარ, ნაწყენიც, მაგრამ სახის ხოკვა მეც არ დამიწყია :))
    ჩემი გუნდი მაინც საუკეთესოა ♥

    1. მეც ეგრე ვთვლი, თუ გუნდს გულშემატკივრობ წაგების შემდეგ კიდევ უფრო უნდა შეგიყვარდეს და არა პირიქით…
      გამარჯვებულის გულშემატკივრობა ყველაზე მარტივია და მასეთებს “მედროვეებს” ვეძახი მე 😀

  3. მეც ბარსელონას ფანი ვარ და ეს დღეები ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო.თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი რომ ვერც რეალი ვერ გავიდა ფინალში.ბოლოს რომ გავაანალიზე მივხვდი რომ ეს სენსაცია არ არის.ჯგუფური ეტაპიდან ხომ ისეთი გუნდი გავარდა რომელიც ერთ-ერთი ფავორიტი იყო(მანჩესტერ იუნაიტედი).მაგრამ მე ამ წარუმატებლობას მიანც იმ ტრამვებს ვაბრალებ რომლებიც მთელი ზესონი თან გვზდევდა

    1. რათქმაუნდა ტრამვებმაც დიდი გავლენა იქონია… თან ფსიქოლოგიური მომენტიც იყო, თან ყველამ იცოდა პეპი რომ მიდიოდა და…მოკლედ ამდენ არეულობაში კიდე კარგად მორჩა ყველაფერი…
      თუმცა ეს ტრაგედია არაა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.. გამხნევდით კულეებო :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s