“დაალაიქე, გააზიარე, დააკომენტარე…”

ზოგადად სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით კი Facebook-ს საკმარისზე მეტი პოსტი თუ სტატია დაეთმო, ვერც მე შევძელი ამ თემისთვის გვერდის ავლა, თანაც ჩემს გულისტკივილსაც გავამჟღავნებ ამდენი თხოვნა-მუდარით შეწუხებული.
არამგონია ვინმესთვის უცხო იყოს თხოვნები, მოთხოვნები და “მუხლებში ჩავარდნები” სხვადასხვა ფოტოების და გვერდების დალაიქებაზე. პერიოდულად მეც მომმართავდნენ მეგობრები და მეგობრის მეგობრებიც, მსგავსი სურვილებით და მეც დაუზარებლად ვუსრულებდი ამ უწყინარ თხოვნას. თანდათან იმრავლა დასალაიქებელმა ფოტოებმა, მერე კიდევ გაზიარებაზე და კომენტარის დატოვების თხოვნაზეც გადავიდნენ, ახლა კი სრულიად უცხო ადამიანების შეტყობინებებს ვღებულობ დალაიქების თხოვნით, რომელსაც პატარა ტექსტიც ახლავს: “ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, გახსენით ფოტო და მოწონებას დააჭირეთ, სულ ორი წამის საქმეა.” ამ ერთი შეხედვით უწყინარი ხვეწნა-მუდარით მოსვენება დამეკარგა (დარწუნებული ვარ არამარტო მე), საშუალოდ ყოველ 20-30 წუთში ერთხელ ვიღებ მსგავს შეტყობინებას და უკვე ყელში ამომივიდა…
ახლახანს წავაწყდი ლაიქების მოპოვების უცნაურ შემთხვევასაც, ფოტოს თან ერთვის წარწერა : აბა ვნახოთ რამდენ ლაიქზე ავა; თუ მოგწონთ დაალაიქეთ, გააზიარეთ ან დაეთაგეთ; თუ ეთანხმები დაალაიქე. სიახლეცაა : დაალიქე თუ ადამიანი ხარ…

ამას კიდევ არაუშავს, ვრცელდება მსგავსი სახის წერილები: “ერთი მეგობარი მომივიდა შორიდან და ჭირდება სადმე დარჩეს, ჰოდა ვთავაზობ სახლს. მისი სახელია იესო ქრისტე. უფალო ახლა მინდა განწმინდო ჩემი გული შენი სისხლით და დალოცო ჩემი ოჯახი. თუ ღმერთის გჯერა ეს გაუგზავნე 20 მეგობარს და თუ უარყავი ეს გახოვდეს ქრისტემ თქვა: თუ უარყოფთ კაცობრიობას, უარყოფთ მამაჩემსო. გააგზავნეთ ეს და 4 წუთში რაღაც მოხდება.” ( ამის შემდეგ მსგავსი წერილების გამავრცელებლები სხვას უწოდებენ ურწუნოს და უღმერთოს. საიდან ამხელა ფანტაზია ხალხნო ?! )
რელიგიას და წმინდანებს, რომ აღარ ინდობენ ესეც არ გაგიკვირდებათ მგონი. . ყველაზე სასაცილო სატირალი რომ არ იყოს 14-15 წლის ათეისტების არსებობაა, რომლებსაც ათეიზმი ღმერთის მაგინებლობა გონიათ პირდაპირი გაგებით და თანაც ამას facebook-ში საჯაროდ აღიარებენ, ამ ყველაფერს კი ფოტოებსაც ურთავენ მეტი დამაჯერებლობისთვის. ცნობისთვის : ათეიზმი — მსოფმხედველობაა, რომელიც უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას. ათეისტებს ზოგადად არელიგიურებად მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი რელიგია, როგორიცაა ბუდიზმი, ათეისტურად ხასიათდება.

მოდაში შემოვიდა სხვადასხვა გასართობი გვერდის შექმნა, რომლებიც გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმანეთს, თუ რამე ახალი ფოტო გამოჩნდა რომელიმეზე ორიოდე წუთის ინტერვალით ყველა გვერდზე ერთდროულად დატრიალდება (ცოტა ინდივიდუალიზმიც საჭიროა ხალხნო 😉 )
ეს გვერდები დღის განმავლობაში ჩვეულებრივი სასიყვარულო-რომანტიული, სასაცილო-გასართობი და მსგავსი თემატიკის ფოტოებითაა დატვირთული, რომელთაგან ზოგზე მართლაც გაგეღიმება, მაგალითად ამაზე გულგრილი როგორ უნდა დარჩე? (კიდევ ერთხელ მიჩნდება კითხვა: საიდან ამხელა ფანტაზია, ხალხნო?! 🙂

მაგრამ ვაითუ თორმეტი საათის შემდეგ შეიხედე სოციალურ ქსელში, იმდენნაირ ეროტიულ-სექსუალურ ფოტოს წააწყდები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს, რომელთაგანაც უმრავლესობას გოგოები იწონებენ, ბიჭები კი კომენტარებს ტოვებენ (საქართველოში ვცხოვრობთ მაინც). ვინც მსგავსი ფოტოების დადებას “არ კადრულობს” სხვანაირად ართობს თავსაც და საზოგადოებასაც.

ამ ყველაფრის შემდეგ ვსვამ კითხვას: არ შეგიძლიათ უბრალოდ ინფორმაციისთვის, საკონტაქტოდ ან გასართობად გამოიყენოთ ეს ქსელი? აუცილებლად მოწონება-გაზიარებების საგროვებლად ან გულისგამაწვრილებელი თხოვნების მიზნით უნდა ისარგებლოთ facebook-ით?
მე იდეა მომიწოდებია და დანარჩენი თქვენ იცით 😉

6 thoughts on ““დაალაიქე, გააზიარე, დააკომენტარე…”

    1. და მერე ლაიქთ მოწინააღმდეგეთა ლიგის შესაქმნელად ლაიქები რომ დაგჭირდებათ იცით? 🙂 🙂 კარგი პოსტი იყო დაღლილო ალუბალო, ნამდვილად გეთანხმები. 🙂

დატოვე კომენტარი