გენიოსი ქალური ნაკვთებით ანუ ჩემი ლეონარდო

ნამდვილი სახელი: ლეონარდო ვილჰელმ დი კაპრიო (Leonardo Wilhelm DiCaprio)
დაბადების თარიღი: 11 ნოემბერი, 1974 წელი
დაბადების ადგილი: ჰოლივუდი,კალიფორნია,აშშ
პროფესია: მსახიობი, კინოპროდიუსერი
სიმაღლე: 1.83 მ
პირველი ფილმი: 1984 წელი


ლეონარდო დიკაპრიო 1974 წლის 11 ნოემბერს ლოს–ანჯელესში, ჰოლივუდში დაიბადა. ლეოს მშობლები ჰიპები იყვნენ და დედამ სახელი მაშინ შეურჩია, როდესაც ლეონარდო და ვინჩის სურათებს ათვალიერებდა. ლეონარდოს დებიუტი კინოში ხუთი წლის ასაკში შედგა, თუმცა ათი წლისთვის მას კინობიზნესში უკვე იმედი ჰქონდა გაცრუებული – მისი აგენტი დაჟინებით ითხოვდა ლეონარდოს სახელი შეეცვალა, ასევე მას უარი უთხრეს ვარცხნილობის გამო რამოდენიმე როლზე. მან 14 წლის ასაკში გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა ბედი კინოში. მოძებნა აგენტი, რომელსაც მოსწონდა მისი სახელიც და ვარცხნილობაც. მალე ლეომ 30–ზე მეტ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა და “სანტა–ბარბარას” რამოდენიმე სერიაშიც ითამაშა.1991 წლიდან ის მონაწილეობდა სერიალში “მზრდადი ტკივილი”, მაგრამ გადაღებები დატოვა ფილმში “ამ ბიჭის ცხოვრება” მონაწილეობისთვის. ლეონარდომ ასსზე მეტ პრეტენდენტს აჯობა ამ ფილმის კასტინგის დროს, სადაც “ტობიას ვულფი” უნდა შეესრულებინა.


ლეონარდოს მომდევნო ფილმი იყო “What’s Eating Gilbert Grape”. ამ ფილმში ჯონი დეპის ჭკუანაკლული ძმის როლს ასრულებს. ამ ფილმით ნომინირებული იყო “ოსკარზე” და “ოქროს გლობუსზე”. 1994 წელს ეკრანებზე გამოვიდა ვესტერნი “The Quick and the Dead”, სადაც ლეონარდოს ერთ-ერთი მთვარი როლი ერგო.


1995 წელს დიკაპრიომ მონაწილეობა მიიღო ჯიმ კეროლის რომანის ‘”The Basketball Diaries” ეკრანიზაციაში, რომლის გადაღება ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობის ლოდინში გადადებული იყო. ლეონარდოს დამსახურებით, ფილმი ლიდერი გახდა და პოპულარობაც მოუტანა მას.


1996 წელი ლეონარდოსთვის ძალიან დატვირთული იყო. მან ორ ფილმში ითამაშა: “Marvin’s Room”( სადაც პარტნიორობას უწევს მერილ სტრიპი და დაიანა კიტონი) და “Total Eclipse”. კრიტიკოსები აღფრთოვანებულები იყვნენ მისით. 1997 წელს ლეონარდო გახდა რომეოს როლის შემსრულებელი “რომეო და ჯულიეტას” თანამედროვე ვერსიაში(ეს ფილმი მსახიობის მამის უსაყვარლესი ფილმი გახდა). ამავე წელს ითამაშა ფილმში “ტიტანიკი”, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ლეონარდო ნომინირებული იყო “ოქროს გლობუსზე”. ამ როლით ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაშიც მოხვდა.


2002 წელს ითამაშა სტივენ სპილბერგის ბიოგრაფიულ ფილმში “Catch Me If You Can” ტომ ჰენკსთან ერთად, სადაც ფრენკ ებიგნეილის როლს ასრულებს. ფილმი სახალისო და ძალიან საინტერესოა. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა ლეონარდოს ფილმებს შორის.


2004 წელს ითამაშა ფილმში “The Aviator” და მიიღო “ოქროს გლობუსი”, როგორც საუკეთესო მსახიობმა. იმედია, სითამამედ არ ჩამითვლით თუ ვიტყვი, რომ ეს როლი იდეალურად მოირგო ^^


2006 წელს ითამაშა ფილმებში “The Departed” და “Blood Diamond”(ორივე ფილმში ტრაგიკულად იღუპება, თუმცა ამ უკანასკნელში თვალზე ცრემლიც კი მოგადგება), ნომინირებული იყო “BAFTA” და “Golden Globe” დაჯილდოებაზე.

2010 წელს გამოვიდა ფილმები “Shutter Island” და “Inception”, რომლებიც პირადად მე ძალიან მომწონს და არაერთხელ მაქვს ნანახი; შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ფავორიტებში ადგილი დაიმკვიდრეს კიდეც.


ამჟამად მონაწილეობს ორი ფილმის გადაღებაში “The Great Gatsby” და “Django Unchained”, რომლებსაც სულ მალე ვიხილავთ…


ლეონარდოს კიდევ ბევრი საინტერესო როლი აქვს მორგებული, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილნი ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საყვარელია. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ ფილმში ითამაშებს და გამახარებს 🙂 წარმატებები და “ოსკარი” ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა მის ადგილას უკვე უარს ვიტყოდი ..

და ბოლოს გიტოვებთ ლეონარდოს სიტყვებს, რომლებიც “The Sun”-თან საუბარში განაცხადა: “დიდი ხანია ჰოლივუდში ვარ და უამრავ ფილმში მივიღე მონაწილეობა. ერთი რამ გავაანალიზე – თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ დამქირავებლის ხელში მასხარა ხდები. როდესაც პირველ წარმატებას მივაღწიე, ფული არ მაინტერესებდა. ყოველთვის ვთანხმდები ისეთ ფილმებში მონაწილეობას, რომელიც საინტერესო სცენარზეა აგებული”.


როგორც ცნობილია ლეონარდო თავისუფალია და აღარც განშორება აწუხებს : “ვერ ვიხსენებ, როდის შემიყვარდა პირველად. დარწმუნებული ვარ, როცა ეს გრძნობა მეწვევა აუცილებლად, უყოყმანოდ დავქორწინდები. გულწრფელად გითხრათ, პრეტენზიული და შურისმაძიებელი ქალები მანადგურებენ, მხოლოდ სულიერად ლამაზი გოგონა დაიმსახურებს ჩემს ყურადღებას”.


P.S. ჩემი აზრით ლეონარდოს ძალიან სასიამოვნო გარეგნობა აქვს და მამაკაცურიცაა… გულდაწყვეტილმა ბიჭებმა “მამაკაცური ნაკვთებით” თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ თქვენზე არავინ იჭორავებს გარეგნობის გამო 😉

Advertisements

7 thoughts on “გენიოსი ქალური ნაკვთებით ანუ ჩემი ლეონარდო

  1. ლეეეო ^^
    იშვიათად ნიჭიერი ადამიანია. ჩამოთვლილი ფოლმებიდან თითქმის ყველა მაქვს ნანახი. საუკეთესო პერსონაჟებს ქმნის…

    1. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფილმში იდეალურია, ზემოთ ჩამოთვლილები განსაკუთრებულად მიყვარს 🙂
      და რაც ნანახი არ გაქვს, აუცილებლად უყურე… გპირდები მოგეწონება 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s