ჩემი ძველი სათამაშოები

მოყოლას, ჯობს, თვითონ გახდე მეფე! ”
ირაკლი ჩარკვიანი

რაღაც არეულ გუნებაზე ვარ… არ ვიცი როგორ დავიწყო პოსტი ( ყველა დანარჩენზე წინასწარ მქონდა მოფიქრებული) ერთი სიმღერა ავიკვიატე და ყველა პოსტი მისი თანხლებით დავწერე, მახასიათებს რაღაცების ამოჩემება 🙂
გუშინ ირაკლი ჩარკვიანის “ძველი სათამაშოები” წავიკითხე. მთელი წიგნი 10 მოთხრობისგან შედგება, ყველა სხვადასხვა ადამიანზეა, მაგრამ მე რატომღაც ერთ ადამიანზე მგონია 🙂 არაფერი განსაკუთრებული, ერთი პატარა წიგნია, თუმცა მთელი დღეა ჩემს ბავშვობაზე ვფიქრობ ( პირველ და ბოლო მოთხრობებში პატარა ბიჭის ისტორიაა, პირველი ბებიასთან და ბაბუასთან იზრდება; მეორე ბებიასთან; ორივეს მშობლები ალჟირშია) მაინც მგონია , რომ წიგნი ერთი ადამიანის დანაწევრებული ისტორიაა…

გამახსენდა, რომ კვირა დღეს ვერც მე ვერ ვიტან, ბავშვობიდან არ მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო მთელი დღე ის, მეკეთებინა, რაც მინდოდა. აღმოვაჩინე, რომ ბავშვობის მოგონებებიდან კარგი უფრო მახსოვს, ვიდრე ცუდი, თანაც არც მშიოდა, არც მშობლების ყურადღება მაკლდა და არც სერიოზული სადარდებელი მქონდა რამე.
ისევ არეულ გუნებაზე ვარ… ჩემი საყვარელი სათამაშო ახლა “ცოცხალი” აღარაა, ბარბის თოჯინა იყო, თითქმის ჩემხელა, ბავშვობაშივე მოვუღე ბოლო და რაც გადარჩა სად გაქრა არ ვიცი… ცოტა აუტანელიც ვიყავი, ცოტა (?) ეგოისტიც (ფსიქოლოგმა თქვა ყველა ადამიანი ეგოისტია და ყველაფერს ეგოიზმის გამო აკეთებსო), თუ ეს სიმართლეა, ახლაც ეგოისტი ვარ და მაშინ მითუმეტეს ვიქნებოდი.
მერე გაგიკვიდებათ და გავიზარდე, გაიზარდა ჩემი ფიქრებიც, ოცნებებიც და პრობლემებიც… ვერასდროს ვხვდებოდი რატომ უნდათ ბავშვებს დიდობა ? არც ახლა ვიცი. ჩემი ნება, რომ იყოს სულ პატარა ვიქნებოდი. ვცდილობ და შეძლებისდაგვარად გამომდის, მალე ალბათ “ბებერ თინეიჯერს” დამიძახებენ 🙂

ჯანდაბა, ისევ არეულ გუნებაზე ვარ, ამას უხასიათობაც ქვია… “შენ ზღვას გავხარ” ვღიღინებ ჩემთვის…აზრებს ვეღარ ვუყრი თავს, ალბათ მოგბეზრდა კიდეც კითხვა… მე კი ისევ მახსენდება ჩემი ბავშვობა და ძველი სათამაშოები… to be continued

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s