“აგვისტოს 5 დღე” კრიტიკის ქარ-ცეცხლში


რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მენახა ფილმი “აგვისტოს 5 დღე”. არც თავიდან აღვფრთოვანებულვარ მისით, მაგრამ ამჯერად უფრო ნაკლებად მომეწონა როგორც ფილმი, ასევე მსახიობები… მართალია პრემიერის დღიდან მოყოლებული საკმაო გამოხმაურება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ვისაუბრო რამდენიმე პირად მიზეზზე თუ რატომ არ მომეწონა ფილმი.
ფილმის სცენარი თავიდანვე გაურკვეველია. მოქმედება იწყება ერაყში ამერიკელი ჟურნალისტის თომას ანდერსის ტრაგედიით და მთელი ფილმი გრძელდება მის ირგვლივ. პერიოდულად ჩნდება საქართველოს პრეზიდენტის საუბრები და თათბირები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებს ეხება… ფილმი თითქოს არ არის ერთიანი, რადგან ეს ორი მთავარი მოვლენა ვერაფრით უკავშირდება ერთმანეთს.
საშინლად არ მომეწონა აფეთქებების , სროლის , დაბომბვის სცენები. ზედმეტად ფეთქებადია 🙂 თითქოს ზერელე გაკეთებულია, იფიქრეს იყო ომი და მაშინ იქნებოდა სროლა, ძალადობა , ქურდობა (თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა).
ასევე წვრილმანი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტებიც მინდა გავიხსენო. მაგალითად, სებასტიანის ( ანდერსის ოპერატორის ) ღებინების მომენტი, რომელმაც საშინლად გამაღიზიანა. ასევე ანდერსის დასისხლიანებული სახე ლამის ნახევარი ფილმის მანძილზე,რომელზეც რატომღაც სულ მეცინებოდა. საინტერესო იყო, როგორ აწვალებდა ჰალსტუხს ენდი გარსია ( პრეზიდენტი ), ორიგინალი ჯობდა ჩემი აზრით 🙂 ბოლოსთვის შემოვინახე ანდერსის გადარჩენის მომენტი( უცებ მეგონა “გლადიატორს” ვუყურებდი, როცა მოლივლივე მინდვრის კადრი გამოჩნდა), რომელიც ორი კოცნით იყო გაჯერებული. ჯერ იმ ბოროტმა და სიმპათიურმა კაზაკმა აკოცა ანდერსს, სანამ იარაღს შუბლზე დაადებდა. ბოლოს კი თათიასა და თომასის რომანტიკული კოცნაც ვიხილეთ.

ამასთან, არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ემანუელა შრიკი იგივე თათია, რომელიც რაღა დაგიმალოთ და საშინლად არ მომეწონა, განსაკუთრებით როცა მამას ეუბნება : ” ვერ გენდობი” 🙂 რაც შეეხება ჯონათან შეხს ანუ ოფიცერ რევაზ ავალიანს, საკმაოდ კარგად ასრულებდა ქართველი კაცის როლს 🙂
ფინალი ისეთი სისწრაფით განვითარდა, რომ არ მცოდნოდა როგორ დამთავრდა რუსეთ-საქართველოს ომი, ალბათ ვერც გავიგებდი, მაგრამ რაც მთავარია ყველა მთავარი გმირი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე ფილმმა აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. განსაკუთრებით უარყოფითი აზრი ქართველ ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარიას ჰქონდა, რომლის მიმართ ქართველ “პატრიოტებს” უშვერი სიტყვები არ დაუშურებიათ.
ალბათ უკვე ყველას გექნებათ ამ ფილმის ხილვით გამოწვეული ბედნიერება განცდილი და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ როგორია ის. რაც შემეხება მე უკეთესს ველოდი, ვფიქრობდი ერთხელ მაინც ჩამომიგორდება თვალზე ცრემლითქო. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ მინდოდა “აგვისტის 5 დღე” ჩვეულებრივი ჰოლივუდური ექშენი ყოფილიყო, ბანალური სცენარით და ჩვეული განვითარებით: კეთილი ამერიკელები, რომ ამარცხებენ ბოროტ რუსებს ( იმედია ამის გამო, ერის მოღალატედ არ შემრაცხავთ :)) და ბოლოს სხვა თუ არაფერი,იმას მაინც ვიტყვით ჰოლივუდმა ჩვენზე ფილმი გადაიღო და მსოფლიომ გაგვიცნოთქო.

Advertisements

9 thoughts on ““აგვისტოს 5 დღე” კრიტიკის ქარ-ცეცხლში

  1. უნიჭო ფილმია , უაზრო სცენარით , ძაან ბევრი უაზრო ეპიზოდია , ფილმი იყო ამერიკელ ჟურნალისტზე და არა საქართველო რუსეთის ომზე , ან საქართველოზე

    1. ჰოლივუდურ ფილმებში ბოლოს ბოროტებიც ხო კეთილშობილდებიან და ერთ-ერთი მსგავსი ეპიზოდი იყო ესეც 🙂 მართლა მინდოდა კარგი ფილმი , რომ ყოფილიყო, მაგრამ არ მომეწონა და რა ვქნა 🙂

  2. დიდი ბოდიში მაგრამ ვერაფერში ვერ დაგეთანხმები რაც აქ წერია. არ მომეწონა ეს პოსტი. ძალიან კარგი ფილმი იყო და გოგონასთან ერთად რომ არ მეყურებინა ალბათ ვიტირებდი კიდეც, იმიტომ რომ ეს ჩეს ქვეყანაში მოხდა და ძალიან განვიცადე.

    1. არაუშავს, გულწრფელობაც დასაფასებელია 🙂 ჩვენს ქვეყანაში რომ მოხდა და ასე ზერელედ იყო გაკეთებული იმიტომ არ მომეწონა, თორე იმ ხუთ დღეში(და არამარტო) რაც ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ განიცადა ვერცერთი ფილმი ვერ გადმოსცემს მერწმუნე.

    2. რეაქცია ყველას ესეთი ქონდა , ყველას ვისაც ეს ქვეყანა ოდნავ მაინც უყვარს და უყვარს თავისი ხალხი ყველამ ემოციურად აღიქვა , იმიტომ რომ სინამდვილეს ასახავდა და ყველას გაახსენდა აგვისტოს ომი , მაგრამ ფილმი ცოტა შორს იყო იქიდან რაც რეალურად მოხდა იქ , უკანა პლანზე იყო გადაწეული ომის თემა , საქართველო , და მოვლენები უცხოელი ჟურნალისტის გარშემო ვითარდება , უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო

      1. ჰო, მაგას ვამბობ მეც… მთელი ფილმის მანძილზე იმ ჩიპს დასდევს ყველა… ზედმეტად ბანალური გამოვიდა სცენარი და ემოციურიც არაა, თუმცა შეეძლოთ ძალიან კარგი დრამა გადაეღოთ, როცა ამხელა ფინანსები და შესაძლებოლობა ჰქონდათ…

  3. პირველად ეს ფილმი რუსთაველის ეკრანზე ვნახეთ მე და ჩემმა დაქალებმა. ფილმის ბოლო ჩემთვის იყო იმდენად მტკივნეული ,რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ამ ფილმს ვერ ვაფასებ როგორც რაღაც ფილმს ,რადგან მასში იმდენად კარგად არის გადმოცემული ქართველების ტკივილი,ამდენი უდანაშაულო სისხლის ღვრა, რომ მომკალი და სულ მკიდია როგორი ვარცხნილობა ჰქონდა მთავარ პერსონაჟს და აკოცა თუ არა დამაჯერებლად ჟურნალისტს.
    ბოლო კადრები კი დაზარალებული ქართველები,რომ აცხადებბდნენ ვინ წაართვა ომმა და რამდენად უჭირთ ამ ფაქტთან შეგუება ჩემთვის შოკი იყო. ღმერთს მადლობა მათ ადგილას რომ არ ვიყავი და მამაჩემი საღსალამათი დამიბრუნდა მაშინ .

    1. გეთანხმები, ამ ფილმის ბოლო კადრები ყველაზე ამაღელვებელი იყო, მთელი ფილმის ემოციას ასჯერ ჯობნიდა.. რომ არა ჩემი ქვეყნის ტრაგედია, არც კი ვუყურებდი ფილმს, ჰქონდათ შესაძლებლობა და ვერ გამოიყენეს შესაბამისად სამწუხაროდ ..
      P.S. ეს  რათქმაუნდა ჩემი აზრია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s