ცხოვრება შეზღუდული თავისუფლებით


ჩვენ ყველანი თავისუფალი ადამიანები ვართ. რა არის თავისუფლება ? უბრალოდ სიტყვა თუ უფრო მეტი?

ჩვეულებრივი განმარტებით თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს ნებავს. თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. ადამიანი თავისუფალია, როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით.
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ჩვენს თანამედროვე, ბობოქარ და თავისუფალ საუკუნეში ჯერ კიდევ ისმება კითხვები : რას იტყვის ჩემი მეზობელი ? ჩემს ქმარს ან შვილს, თუნდაც დედამთილს რომ არ მოეწონოს ?
ჩვენ თავისუფლები ვართ, თუმცა მაინც ვიზღუდავთ თავს, სრულიად ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებისას.
როცა ორი შვილის დედა ქმრის ხათრით ( რიდით თუ პატივისცემით ) არ იცმევს შარვალს, რადგან შესაძლოა მას არ მოეწონოს, თუმცა ამ საკითხზე არასდროს გისაუბრიათ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ნორმალურია ?
როცა ოროცდაათს გადაშორებული ქალი ვერ იღებავს თმას ნერვიული შვილების გამო, რადგან იცის რომ მეორე დღეს ეს გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდება. ესეც ნორმალურია?
როცა ორმოცს გადაშორებულ ქალს გვერდით მამაკაცის ყოლისთვის აუცილებლად გათხოვება სჭირდება, თუმცა მას უკვე შვილები და შვილიშვილიც ჰყავს, ამასთანავე იგი ეკლესიურად ცხოვრობს და ქორწინების გარეშე მამაკაცთან ურთიერთობას სარწმუნოება უკრძალავს, მაგრამ საბედოს სოციალურ ქსელებში ეძებს ( ამას არ კრძალავს, როგორც ჩანს სარწმუნოება), ესეც ნორმალურია?
ახლა გიკვირთ ალბათ, მეც მიჩნდება კითხვები : რომელი საუკუნეა ? მართლა ასე ძალიან ბნელა ? მაგრამ სამწუხაროდ პასუხს ვერ ვცემ…ეს ჩვენი რეალობაა, სამწუხარო , თუმცა რეალურზე მეტად რეალური…

მე არც ქმრების, არც შვილების და ოჯახების წინააღმდეგ გალაშქრებაზე არ ვღაღადებ; არც ქარაფშუტული გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი, იმის დასამტკიცებლად, რომ თავისუფალი ხარ; არც აღვირახსნილობისა და უხამსი ცხოვრების წესის მომხრე ვარ, უბრალოდ , ხომ შეიძლება ადამიანებმა იცხოვრონ ისე, რომ მათთვის ამხელა მნიშვნელობა არ ჰქონდეს სხვის აზრს, რამდენად ახლობლებიც არ უნდა იყვნენ ისინი ?! ისედაც ხანმოკლეა ეს ცხოვრება და გამოიყენეთ, იცხოვრეთ ადამიანურად ან არაადამიანურად, რაც მთავარია ისე, როგორც თქვენ გინდათ და არა საზოგადოებას, რომელსაც ეკუთვნით.

Advertisements

5 thoughts on “ცხოვრება შეზღუდული თავისუფლებით

  1. საქმე ისაა, რომ ჩვენ ყველანი საზოგადოების წევრები ვართ და გარკვეულ კულტურას მივეკუთვნებით. საზოგადოების წევრობა კი უკვე ავტომატურად ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას. ჩვენს საზოგადოებაში ამგვარი წესებია და ამას ემორჩილება ადამიანთა უმრავლესობა. თუ სხვანაირი თავისუფლება გვინდა ცნობიერება უნდა შევცვალოთ, რაც არც ისე მარტივი პროცესია და დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს

    1. ვიცი და გეთანხმები, მაგრამ ეს წესები სასაცილოც აღარაა.. წარმოუდგენელია უბრალოდ ფეხებზე დაიკიდო შენი ელემენტარული ან ცოტა უფრო მეტი სურვილები , იმიტომ რომ შეიძლება სხვას არ მოეწონოს…
      საზოგადოების ცნობიერების შეცვლა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია დაა არამგონია მე მოვესწრო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s