მრცხვენია, რომ…

ეს ჩემი პირველი თეგ-თამაშია და შესაბამისად პირველი პირადული პოსტიც გამოვა, ბოლოსდაბოლოს ჩემს სირცხვილზე უნდა ვისაუბრო. მადლობა სპამვრაითერს.

  • მრცხვენია, რომ ახლა პოსტს ვწერ, ხვალ გამოცდა მაქვს და ქსეროქსები მაგიდაზე მიდევს.
  • მრცხვენია, რომ დღეს ფეხბურთის გამო სამ საათამდე არ დავიძინებ და ქსეროქსები ისევ მაგიდაზე იდება.
  • მრცხვენია, რომ ძალიან ზარმაცი ვარ( განსაკუთრებით ბოლო დროს )
  • მრცხვენია, რომ ჩემს ლექტორს ჩემი მაისურის გამო არ მოვწონვარ.
  • მრცხვენია, რომ მის ლექციებს არ დავესწარი და არ დავუმტკიცე, რომ ცდებოდა.
  • მრცხვენია, რომ ჩემი პროფესია აღარ მომწონს და შეცვლასაც არ ვაპირებ.
  • მრცხვენია, რომ ძალიან უყურადღებო გავხდი.
  • მრცხვენია, რომ აუტანელი ვარ ხოლმე.
  • მრცხვენია, რომ ზოგჯერ ათასი უაზრობის გამო მრცხვენია.
  • მრცხვენია, რომ წირვაზე საუკუნეა არ ვყოფილვარ და ამის გამო არ ვწუხვარ.
  • მრცხვენია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც “პირჯვრის ამკრძალავი ნიშნის” დადგმაზე ფიქრობენ.
  • მრცხვენია, რომ დედაჩემი ჩემს გამო წუხს.
  • მრცხვენია, რომ საკუთარი თავის რჩენა არ შემიძლია.
  • მრცხვენია, რომ ამისთვის არაფერს ვაკეთებ.
  • მრცხვენია, რომ ძილზე უფრო დიდ დროს ვხარჯავ, ვიდრე კითხვაზე.
  • მრცხვენია, რომ სახლში ფროიდის ფსიქოანალიზი მქონდა და არ წავიკითხე( ახლა აღარ მაქვს და წაკითხვა მინდა 😦 )
  • მრცხვენია სათვალის ტარება.
  • მრცხვენია დეკოლტის ჩაცმა.
  • მრცხვენია , რომ მთელი ცხოვრებაა მოკლე თმა მინდა მქონდეს და არასდროს შემიჭრია მოკლედ ( თუმცა მალე ავისრულებ ამ ოცნებას :))
  • კიდევ ათასი რამის მრცხვენია, მაგრამ ამჯერად ესეც საკმარისია მგონი 😉
Advertisements

8 thoughts on “მრცხვენია, რომ…

  1. მრცხვენია, რომ დღეს ფეხბურთის გამო სამ საათამდე არ დავიძინებ და ქსეროქსები ისევ მაგიდაზე იდება.
    მრცხვენია სათვალის ტარება.
    მრცხვენია დეკოლტის ჩაცმა. 😀

  2. მართალია ძველია მაგრამ მე ახლა ვნახე, მეც ვითამაშე ეს თეგ თამაში და ცოტა სხვა კუთხით მაქვს დაწერილი :დდ აი აიი სათვალის დეკოლტის და ა.შ რატო გრცხვენია???

    1. ე.ი მაგ ორს სირცხვილზე მეტად შეიძლება კომპლექსი დავარქვათ, მაგრამ უკვე გადალახული :))
      სათვალეს რაც შეეხება, ტარება მიწევს და ბავშვობაში ძალიან მაღიზიანებდა როცა მეკითხებოდნენ თუ რატომ მეკეთა, თვალს მაკლდა თუ არა და ა.შ.. დეკოლტე კიდე არ მიყვარს უბრალოდ, მე არ ვიცვამ, თორე ისე ლამაზია :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s